ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2008


დავიწყებული მოგონება

მე დავბრუნდები,მაგრამ დაღლილი
მე გავიცინებ,მაგრამ სიმწრისგან,
მე მახსენდება ღამე დაცლილი,
დავიწყებული შენი ფიქრისგან.

აქ ყველა წუთი ჩემი მტერია,
ოდეს ვუყვარდი მე მეოცნებე
და გული თითქოს ბედნიერია
შენზე ამდენი რომ ვიოცნებე

არ მისმენ ვარდო,აღარ გახსოვარ,
ახლოს ხარ,მაგრამ ვეღარ შეგწვდები
და განწირული,ისევ მარტო ვარ
და ამ დღის მერე ვეღარ შეგხვდები,

მე ხომ ბრმა ბედმა ძლიერ დამცინა,
რადგან სევდაა ცხოვრება ჩემი
როგორც ნადირმა ფარა დამკბინა
და მარტოობას კვლავ მივეცემი,

ცუდად ვარ,მაგრამ ვინ დაიჯერებს,
რომ სიყვარულმა დამსაჯა,ვკვდები,
ჩემი ლექსები ხომ გაიჟღერებს
და სამარეში სმენით დავტკბები,

მელოდნენ შენი თვალები მკრთალი,
დამტიროს გულმა სავსე გრძნობებით,
თუნდაც სიმღერა იმღეროს მთვრალი,
გალაკტიონის ლექსის სტროფებით.

ეჰ!შენი მსხვერპლი ვარ სამარეში
მოკლული შენგან და ნაწამები,
მაშინ გაფრინდი უცხო მთვარეში
დააჭკნე ვარდი და ლერწამები,

შენ დაბრუნდები,მაგრამ-დაღლილი
შენ გაიცინებ,მაგრამ-სიმწრისგან,
გაგახსენდება ღამე დაცლილი
დავიწყებული შენი ფიქრისგან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები