ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2014


9.04

ხანდახან ისე ახლოსაა ტყვიების სუნი,
ჭადრების ფოთლებს ცახცახი აქვთ შემოჩენილი,
განახლებული შენობები, იგივე ზღურბლით,-
მკერდზე იარებშემორჩენილნი.

შემცბარ ხეივნებს მიუყვება აპრილის ღამე,
ქარი გაზაფხულს უნებართვოდ კვლავაც აწამებს,
დაღლილი მზერის ზეაღპყრობით უფსკერო ცაზე
ვეძებ დროისგან გამორჩეულ მამაც ვარსკვლავებს.

და სტრიქონებით გამოვხატავ გაქცევის სურვილს,
თავჩაქინდრული მაცილებენ ლამპიონები...
ხანდახან ისე ახლოსაა ტყვიების სუნი,
ლამის მშლის შიში იმ წუთების განმეორების.

9.04.2008

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები