ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2014


არაპოლიტიკური ლექსი

იმდენად ღრმაა  უფსკრული,რომელშიც  ვზივართ,
რომ ვარსკვლავთ ციმციმი გვგონია სინათლე,

იმდენად ძნელია ლაბირინთისა ნახო გამკვლევი,
ავი ზნით  თავის მოკანტურეც  გვგონია მართლები

ალბათ  რამდენი წელია,  ვტკეპნით ერთ ადგილს,
სამჯერ თქმულს ერთხელაც  რომ  ჰყავდეს გამგონი

ერთი სიცოცხლე ცოტაა, სიცოცხლის აზრს ჩაწვდე,
თუმცა მეორე  ზედმეტია, ვაითუ, ღმერთს ასცდე

თუ შენ    წლებია მხოლოდ გათენებას ელი,
მამლის ყივილი არაა ალიონი და  შეცდი:


მე მტკივა
შენ გტკივა
მას ტკივა
ზოგს ეს  სიტყვები  ჰგონია უღლება (არამც და არამც)

ეს ტკივილია  და მისი ცრემლი გვექნება ვალად
ეს ტკივილია  და მას სისხლი მიჰყვება კვალად


  და თუ  ამ  კვალზე ვერგადევნებულს  სისხლი არ  გწვეთავს,
  ვენებში სისხლის მოძრაობა გაგიხდა ბლანტი

ერთ ხიდზე ვდგავართ და სხვადასხვას ვაწყდებით ნაპირს
მაშინ ამ დგომას დავარქმევდი მე "გაღმა ნაპირს"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები