ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2014


ფრაგმენტები

***
დაგვაქვს მოგონება ვაშკარანით
ვიცი არასოდეს გაცვდებიან
იცი? სიცოცხლეს რომ ვეძახოდით
თურმე ბედნიერი განცდებია

***
საფლავის ნაცვად ამოვთხრი სანგარს
გავავლებ აზრთა მერიდიანებს
ვნებათა ჯირითს ამოვდებ ლაგამს
გულო ერიდე იარებს

***
არ არსებობს აწმყო !
ამ წამს წავიდა
ამ წამს წავიდა
ამ წამს წავიდა
წიგნებს თაროზე ვაწყობ
ვრევ
ვაწყობ
თავიდან

***
ამოტვირფრული სკამის ფიცარზე
ბავშვური გრძნობით ნათქვამ ცდუნებას...
დე, გაუმარჯოს დედიწაზე
ამ სიყვარულის არდასრულებას

***
ცაო ჩემსავით ვიცი იტირე
ჩემსავით გული გაქვს დაფლეთილი
ცხოვრება არის პატარა ტირე
საფლავის ქვაზე ამოკვეთილი

***

ოჰ, ჩვენი რომანი წააგავს კორიდას,
ერთხელაც მაგ რქებით დამამხობ მიწაზე
ვდგავარ და გიყურებ ძვირფასო შორიდან
დემონებს რა უნდა აქ დედამიწაზე

***
ვზივარ ოთახში და სევდამორეული
ვეძებ ლექსის წერის მიზეზს
სარკის ანარეკლში მომწყვდეული
ჩემი ორეული მიმზერს

***
თოვს უსაშველოდ მაგრამ მაინც გავაღე ლანძვი
თოვს მაგრამ მზე წევს ამბიონზე თებერვლის შაბათს
დამდგარა დინჯად წარბსაც არ ხრის ამაყი ნაძვი
და უცდის როდის მოახურავს ზამთარი ნაბადს

***
ლექსის უალერსოდ ვერ ვძლებ
მუზაც როდის ისვრის ისარს
გულის ყოველ ხმაში ვეძებ
მისი აძგერების მიზანს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები