ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოკვდავი პოეტი
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2014


ძილი სიფხიზლეში

* * *

ჩვენ გამოქვაბულს არასოდეს რომ არ დავტოვებთ,
და მუდამ ვაქრობთ სინათლეებს (ასეთები ვართ),
იღბალს მივაწეთ უფულობას და სიმარტოვეს,
როცა სანგრებში არაფერზე ფიქრით ვნებივრობთ,

ხშირად უფერო ტანისამოს ტანზე ვიტოვებთ,
და ისე გვძინავს, სარეცელიც აღარ გვჭირდება ,
ჩვენ ანუ სულებს, დამუნჯებულ ღამის რიტორებს,
გვარიდებს ყველა თავს, როგორც კი  გაგვიჭირდება ,

ჩვენც ასე ვტოვებთ, როცა ლხინი შემოგვაკლდება ,
მაშინ როდესაც თამადები ჭიქებს არ წევენ,
გვიყვარს სამშობლო სიმთვრალეში (თუმცა ნაკლებად),
და ვემსგავსებით ფორთხიალში დაღლილ არწივებს,

გვაშინებს თუნდაც მკრთალი შუქი ,სუსტი სიახლე,
გავრბივართ ისევ ვიმალებით მტვრიან სახლებში,
იქ უძრაობით გამოწვეულ ტკივილს ვიახლებთ,
მერე კი ბედმა გაგვაბაო ვამბობთ მახეში,

________________________________________


და ასე მუდამ, მხოლოდ დღე თუ არის სხვადასხვა,
სხვა ყველაფერი მეორდება და ჩვენც ვიძინებთ ,
როგორ გვარგებდა ილიასგან სისხლის გადასხმა ,
მაგრამ ვეღარას გადმოგვისხავს იგი მიწიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები