ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავი...
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2014


***

ჟანრით აპრილიც არის დრამა, შენ
დღესაც არმოსვლას აეტუზები
და ნაღრძობ სულზე ტანს-ცხელ თაბაშირს
ვიდებ. შენი თმა - კარე (ტუზები).

ხოლო თენდება რთულად, იჯერებს
მთვარე თავით თავს, მოდი გამეცი,
ცაზე (ძვლებიან) ღამეს იჭერენ
მზე-ჭიაყელა, დილა - ანკესი.

რაღაც ცხოვრებას ცუდად დავჩემდი,
დღეებს უბელოს ქარვით ვიქარვებ,
ჰოდა ეს დილა თუა საჩემო
იყოს ბოლომდე ბედთან მიქარვის!

შავი დღეებიც სტაბილურდება,
წელს უშენობა არის მორიგე,
ჯიბეს თითები დააქვს ხურდებად
სანამ მოხვალ და კარტში მომიგებ.

სანამ ჩაივლის სპლინი: თბილისი-
ფოთის ხაზებით, სანამ იფეთქებ,
შენი ტანია - პლაჟი, ივლისი,
ჩემი სხეული სრული სითრე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები