მაგიჟებს
საშინლად მაგიჟებს, როცა ეზოში მანქანას ვრეცხავ, მეზობელი გამოივლის და მოსალმებამდე გაბადრული მკითხავს: -მანქანას რეცხავ?..
მაგიჟებს, -როცა ოჯახისწევრი მეათედ დამირეკავს მობილურზე და ტრადიციულად მკითხავს: -რას შვრები?!... და პასუხზე დაულოდებლად რომ იწყებს თავის სათქმელს.
მაგიჟებს, -როცა მიკროავტობუსით მგზავრობისას კორპუსის დასაწყისთან მგზავრი გააჩერებს და ამოვა, და კორპუსის ბოლოსთან რომელიმე ახალგაზრდა დაიძახებს: -გააჩერე!.. მაგიჟებს, -როცა დიდი ხნის უნახავ ადამიანს შევხვდები და მეორე მესამე კითხვად აუცილებლობა ჰგონია მკითხოს: -სად მოღვაწეობ? ხელფასი რამდენი გაქვს?!.. -რა გინდა ჩემს ხელფასთან შე კაცო?! რამდენიც არ უნდა მქონდეს, ჩემი ხელფასი ქალის ბიოლოგიურ საათს ჰგავს, თვეში ერთხელ მომდის და სამი დღე მინარჩუნდება მხოლოდ...
მაგიჟებს, -როცა ქალაქის ტრანსპორტში ხანდაზმული ადამიანი ძლივს ამობობღდება და წინა სავარძელზე მჯდომ ოციოდე წლის ვაჟკაცს, მესამე რიგიდან შუახნის ქალბატონი დაასწრებს ადგილის დათმობას...
მაგიჟებს, -როცა მეტროში ბოშა მომადგება დახმარებისთვის, რომელსაც ხელში ორი ბავშვი უჭირავს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გააჩინა, რომ მათხოვრობისთვის ხელსაყრელი და მომგებიანი ატრიბუტი ეჭიროს ხელში.
საშინლად მაგიჟებს, - როცა შუქნიშანთან ვარ გაჩერებული და უკანა მაჰქანა მწვანე ფერის განთებისთანავე გამიბამს სიგნალს...
და ასეთი უამრავი მიზეზი არსებობს, რაც საშინლად მაღიზიანებს ყველა ფეხის ნაბიჯზე. არის აქ ვინმე, ვინც დაახლოებით ჩემს დღეშია?! ნეტა მას რა აღიზიანებს?! ეხლა გადავხედე და გავვოცდი: რამდენი რამე მაგიჟებს თურმე, აქამდე საბოლოოდ როგორ არ გავგიჟდი -საოცარია. ან იქნებ?!... შეფასება მკითხველზე მომინდვია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. :D გმადლობ ვიღაცა :D გმადლობ ვიღაცა
17. + მანქანიდან რომ პირდაპირ ისვრიან ქილებს/კოლოფებს/ცხვირსახოცებს .. + კორპუსის ფანჯრიდან რომ ფრენა-ფრენით უშვებენ ყველაფერს ... + პარკირებისას დიაგონალურად რომ აჩერებენ მანქანას .. + ავტობუსიდან ჩამოსულები ბილეთებს რომ ქუჩაში ყრიან .. + საქმეს რომ ურჩევენ კონტროლიორებს ბილეთის აღება/არ აღებაზე .. + ქუჩაში რომ ნერწყს გაურკვეველი მიმართულებით ისვრიან ..
და სხვა ...
ორიგინარულად არის შედარებული ხელფასი და თვიური ) მომეწონა )
+ მანქანიდან რომ პირდაპირ ისვრიან ქილებს/კოლოფებს/ცხვირსახოცებს .. + კორპუსის ფანჯრიდან რომ ფრენა-ფრენით უშვებენ ყველაფერს ... + პარკირებისას დიაგონალურად რომ აჩერებენ მანქანას .. + ავტობუსიდან ჩამოსულები ბილეთებს რომ ქუჩაში ყრიან .. + საქმეს რომ ურჩევენ კონტროლიორებს ბილეთის აღება/არ აღებაზე .. + ქუჩაში რომ ნერწყს გაურკვეველი მიმართულებით ისვრიან ..
და სხვა ...
ორიგინარულად არის შედარებული ხელფასი და თვიური ) მომეწონა )
16. ოი როგორ მესმის შენი ნენენენე ოი როგორ მესმის შენი ნენენენე
15. საშინლად მაგიჟებს, - როცა შუქნიშანთან ვარ გაჩერებული და უკანა მაჰქანა მწვანე ფერის განთებისთანავე გამიბამს სიგნალს...ეს მე ნამდვილად მაგიჟებსსსს :D ;)))
საშინლად მაგიჟებს, - როცა შუქნიშანთან ვარ გაჩერებული და უკანა მაჰქანა მწვანე ფერის განთებისთანავე გამიბამს სიგნალს...ეს მე ნამდვილად მაგიჟებსსსს :D ;)))
14. მაგრამ თუ ევროპაზე არ წერია და საქართველოშია სიუჟეტი?
გმადლობ ელადა მაგრამ თუ ევროპაზე არ წერია და საქართველოშია სიუჟეტი?
გმადლობ ელადა
13. მე თუ მკითხავთ, პროზაში უნდა დაგედოთ,აქ ევროვში ეგ სიგიჟეები უცხოა, ბოშა ქალი კი ყვეგან ბოშაა )) მე თუ მკითხავთ, პროზაში უნდა დაგედოთ,აქ ევროვში ეგ სიგიჟეები უცხოა, ბოშა ქალი კი ყვეგან ბოშაა ))
12. :D გმადლობთ :D გმადლობთ
11. რა ნაცნობი სიტუაციებია ყველა მაგრამ:
რა დღეში გაქვს ბიჭო ნერვები ? :D :D რა ნაცნობი სიტუაციებია ყველა მაგრამ:
რა დღეში გაქვს ბიჭო ნერვები ? :D :D
10. უღრმესი მადლობა ყველას.
მართლაც ვერ გავიგე რომელ ჟანრში დამედო და ჩემი ამჟამინდელი დამოკიდებულების გამო, რადგან უკვე ამ ყველაფერს ვეჩვევი და იუმორით ვუყურებ, დავდე იუმორისტულში
ყველა შენიშვნა მიღებულია მეტნაკლებად და შემდეგში გავითვალისწინებ. გმადლობთ უღრმესი მადლობა ყველას.
მართლაც ვერ გავიგე რომელ ჟანრში დამედო და ჩემი ამჟამინდელი დამოკიდებულების გამო, რადგან უკვე ამ ყველაფერს ვეჩვევი და იუმორით ვუყურებ, დავდე იუმორისტულში
ყველა შენიშვნა მიღებულია მეტნაკლებად და შემდეგში გავითვალისწინებ. გმადლობთ
9. მე მაგიჟებს,როცა "პრობკაში" ვდგავარ,უკან მიდგას რომელიმე სირი და წამდაუწუმ მისიგნალებს, შე დედააფეთქებულო,ხო ვერ გადავახტები ამდენ მანქანას? და დავუშვათ გაგატარე,რა შენ გადააფრინდები სხვებს? ასეთ დროს მინდა გადმოვიდე მანქანიდან და ცხვირპირი მივულეწო! ხო,კიდე მაღიზიანებს ახალგაზრდა,ჯანმრთელი მათხოვრები,რომელნიც შუქნიშნებთან ასადკავებენ და თხოულობენ საწყალი სახით.. შე მამაცხონებულო!ხელი გაქვს,ფეხი გაქვს,თვალები გაქვს,წადი რა,ან გაყიდე რამე,ან შავ მუშად იმუშავე, ცოცხი მაინც აიღე ხელში... მაგრამ ამითი ვერ გამდიდრდებიან და... ერთი მათხოვარი ვიცი 3 ბინა აქვს გარემონტებულ-გაბზრიალებული. ეს არ იყო იუმორისტული,მოვიშალე ნერვები, ეს ნერვასტიკულ ჟანრში უნდა დაგედო :)))))) მე მაგიჟებს,როცა "პრობკაში" ვდგავარ,უკან მიდგას რომელიმე სირი და წამდაუწუმ მისიგნალებს, შე დედააფეთქებულო,ხო ვერ გადავახტები ამდენ მანქანას? და დავუშვათ გაგატარე,რა შენ გადააფრინდები სხვებს? ასეთ დროს მინდა გადმოვიდე მანქანიდან და ცხვირპირი მივულეწო! ხო,კიდე მაღიზიანებს ახალგაზრდა,ჯანმრთელი მათხოვრები,რომელნიც შუქნიშნებთან ასადკავებენ და თხოულობენ საწყალი სახით.. შე მამაცხონებულო!ხელი გაქვს,ფეხი გაქვს,თვალები გაქვს,წადი რა,ან გაყიდე რამე,ან შავ მუშად იმუშავე, ცოცხი მაინც აიღე ხელში... მაგრამ ამითი ვერ გამდიდრდებიან და... ერთი მათხოვარი ვიცი 3 ბინა აქვს გარემონტებულ-გაბზრიალებული. ეს არ იყო იუმორისტული,მოვიშალე ნერვები, ეს ნერვასტიკულ ჟანრში უნდა დაგედო :))))))
8. იუმორი ნამდვილად არის,ოღონდ არ უნდა გაგიჟდე მსგავს რამეებზე :) ++ იუმორი ნამდვილად არის,ოღონდ არ უნდა გაგიჟდე მსგავს რამეებზე :) ++
7. იქნებ ... :)
იქნებ ... :)
6. ყველა გავგიჟებულვართ და ეგ არი. მეც იგივეობები მაღიზიანებს. და სხვა მრავალი ყველა გავგიჟებულვართ და ეგ არი. მეც იგივეობები მაღიზიანებს. და სხვა მრავალი
5. :))) იუმორისტული ნამდვილად არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ავტორმა მეტი შესაფერისი ჟანრი ვერ შეარჩია მოცემულთაგან.
რაც შეეხება ნაწერს, ყველა თქვენს მიერ დაფიქსირებული მომენტი მეც საშინლად მაღიზიანებს, თუმცა, სჯობს გაგიჟებამდე მაინც არ მიიყვანოთ ხოლმე ნერვები. :) :))) იუმორისტული ნამდვილად არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ავტორმა მეტი შესაფერისი ჟანრი ვერ შეარჩია მოცემულთაგან.
რაც შეეხება ნაწერს, ყველა თქვენს მიერ დაფიქსირებული მომენტი მეც საშინლად მაღიზიანებს, თუმცა, სჯობს გაგიჟებამდე მაინც არ მიიყვანოთ ხოლმე ნერვები. :)
4. ჩემი აზრით არის აქ იუმორი, არა კონკრეტულად მაგალითებში, არამედ ავტორის დამოკიდებულებაში მათ მიმართ. ანეგდოტები არაა რა თქმა უნდა. :))) ავტორს შეეძლო ერთი გმირის პატარა თავგადასავალში ჩაეტია ეს ყველაფერი და უფრო საინტერესო იქნებოდა მკითხველისთვის.
+ მირიანს დავეთანხმები, რასაც ვერ შევცვლით იმას ჯობს ფილოსოფიურად მივუდგეთ, ანუ ნერვებს გავუფრთხილდეთ.:) ჩემი აზრით არის აქ იუმორი, არა კონკრეტულად მაგალითებში, არამედ ავტორის დამოკიდებულებაში მათ მიმართ. ანეგდოტები არაა რა თქმა უნდა. :))) ავტორს შეეძლო ერთი გმირის პატარა თავგადასავალში ჩაეტია ეს ყველაფერი და უფრო საინტერესო იქნებოდა მკითხველისთვის.
+ მირიანს დავეთანხმები, რასაც ვერ შევცვლით იმას ჯობს ფილოსოფიურად მივუდგეთ, ანუ ნერვებს გავუფრთხილდეთ.:)
3. არის აქ ვინმე, ვინც დაახლოებით ჩემს დღეშია?! ნეტა მას რა აღიზიანებს?! მე მაღიზიანენებს ის, რომ ვერ ვპოულობ იუმორს . ჟანრი: იუმორისტული- ო წერენ მავანნი, რა ვი... არის აქ ვინმე, ვინც დაახლოებით ჩემს დღეშია?! ნეტა მას რა აღიზიანებს?! მე მაღიზიანენებს ის, რომ ვერ ვპოულობ იუმორს . ჟანრი: იუმორისტული- ო წერენ მავანნი, რა ვი...
2. მე შევეგუე... ანუ "ფილასოფოსურად" ვუყურებ, უკვე ))))) "გრუზინული" რეალობებია )))) მე შევეგუე... ანუ "ფილასოფოსურად" ვუყურებ, უკვე ))))) "გრუზინული" რეალობებია ))))
1. ეს ნამდვილად იუმორისტულია? :))
ეს ნამდვილად იუმორისტულია? :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|