ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფაიმბრე
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2014


მე დღე მივატოვე

დღე იყო ქარიანი და მე კი მარტო ვარ,
საწერად გავიმზადე თაბახის ფურცელი.
არავინ მახსოვს და ყველამ მიმატოვა,
ამ უმოწყალო ქარს თუ გადავურჩები

მაქვს რაღაც გეგმები და ცოტა ოცნებაც,
ალბათ უკიდურეს ძალთა თაოსნობით
და თუ ქარიშხალში მზეს სხივი მოსწყდება,
უკან დავუბრუნებ, რადგან გამოვსწორდი.

მბეზრდება ცხოვრებაც უტვინო ქალივით,
ძიების პროცესში ვერაფერს ვაგნებ და
- ასე ჭეშმარიტი ღვთის სამართალივით,
საოცრად გართულდა, გაჭირდა, გაძნელდა.

ამბობენ, ცხოვრება „რაღაცით“ დრამას ჰგავს,
მაგრამ ჩემი აზრით - დრამაა ცხოვრება.
და თუ ბოროტება - სიკეთეს გალანძღავს,
სიკეთე დატოვებს და განმარტოვდება.

დამღალა ამდენმა უაზრო ქუჩებმაც,
ქაოსით, ნერვოზით, მასათა აღრევით.
არც მზეა, არც წვიმს და ზეცაც მეურჩება,
„მე არა გეთაყვა - ეს თქვენ გელანდებით“

და დღე კვლავ ქარიანი და მე კვლავ მარტო ვარ,
რაღაც მხრივ შევავსე თაბახის ფურცელიც.
მე დღე მივატოვე - მე დღემ მიმატოვა,
თუმც ჩემს მიტოვებას, არავის ვურჩევდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები