ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2014


ტანჯვის კასკადი

ხორცი დაკბინა ვნების კბილებმა
და სული შეწვა ცოდვის შამფურზე,
მწარე დღეები აღარ ილევა,
მოსისხლეები სისხლით დაპურდნენ.
ვიწვი და სული მაინც მხნედ არის,
ყველას,ვინც მყვარს, უფალს ვავედრებ,
ავი დღეების ვერშემხედვარემ
ცოდვილი გულით ლოცვა გავბედე.
ვხედავ ჯოჯოხეთს, ჩემთვის მოწყობილს
დემონებისგან შემდგარ მასკარადს,
და შთაგონება_ გრძნობის საწყობი_
გადაიქცევა ტანჯვის კასკადად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები