 | ავტორი: ტიტე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 21 აპრილი, 2014 |
თანამედროვე მეცნიერების აზრით, კაცობრიობის ცივილიზაციების აკვანი, 6 დამოუკიდებელ ტერიტორიაზე დაირწა დედამიწის მასშტაბით და მათ შორის შუა აზიის ტერიტორიას, განსაკუთრებული ადგილი უკავია. მინდა შევეხო კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე ძველ ჰიმნოგრაფიულ წერილს, რომელიც ძვ.წ. 2700 წლით თარიღდება და წარმოადგენს გვიანი ბრინჯაოს ხანის პერიოდის ნაშრომს. ეს გახლავთ "გილგამეშიანი". წინამდებარე წერილში გთავაზობთ მოკლე ექსკურს ამ სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით. გილგამეშ - "...ურუქის მამაცი ნაშიერი, მრქენელი ხ ა რ ი..." (გილგამეშის ეპოსი, დაფა I) წინამდებარე სტროფი მოყვანილია გილგამეშის წერილიდან, სადაც ის შედარებულია მრქენელ ხარს. ვნახოთ საიდან მოდის ეს ისტორია. გილგამეშის ისტორიაში, ის მოიხსენიება, როგორც დიადი გმირი და გულადი მებრძოლი; ვნახოთ, სად შეიძლება მივყავდეთ ამ გმირის სახელს. "გილგამეშ", ეს სახელი, სავარაუდოდ კომპოზიტია და შედგება 2 ძირისგან, „გილ“ და „გამეშ“. პირველი სიტყვა, შეესაბამება ქართულ "გულს," გულ-გამეშ და ვნახოთ ამ სიტყვის სხვა ენებთან მსგავსებები და განსხვავებები. გილ (სუმერული)->გულ (ქართული)->გუი (სვანური)->გურ (მეგრული)->კორ (ლათინური)->კარდუ-> (ელინური ბერძნული)->ჰართ, ჰარდ (ბრიტანული)->კორაზონ (არაგონესული)->სერდცე (სლავიანური)->ურაკ (აზერბაიჯანული)->ჰერც (გერმანული)->დილ (ფიჯის ინდური)->დილ (ტაჯიკური)->პუსუ (პამპანგური)->ჟირეკ (ყაზახური)->ზირხ (მონღოლური)->დოგ (ნახჭევანური)->ზემრა (ალბანური)->ვადნო (სომალური)->კალპ (ოტტომანური, თურქული)->გოლება (არაბული)->ბიჰოცა (ბასკური)->შინძა, სინძა, სინჩაგ (ჩინური)->კეაღ (ფრანგული)->დეთ (ინდური)->ჰაატო (იაპონური)->ინიმა (რუმინული)->ლევ (ივრითი). ელინურ-ლატინური ფუძიდან „კორ“ „კარდ“ „ქარდ“, მკაფიოდ იკვეთება, ამ ძირის ევროპულ ენებში დაფუძნება, მაგრამ ამ ფუძეზე ქართული „გულ_ის“ მიერთება ნაკლებსავარაუდოა, რასაც ფიჯის ინდური „დილ“ და ტაჯიკური „დილ“ მოწმობენ. საინტერესოა ამ ენებში ამ სიტყვის აბსოლუტური იდენტურობაც და მათი კავშირი ქართულ „გულთან“. ქართული „გულის“ მსგავსება არაბულ „გოლება“_სთან შეიძლება. რას ნიშნავს მეორე სიტყვა?
გამეშ (სუმერული)->გამიშ (ყაზახური)->კამეჩ_ი (ქართული)->გომიჩ_ი (მეგრული)->კამბეჩ (სვანური)->ბუბალ_უს (ლათინური)->ქამიშ_ლარ (აზერბაიჯანული)->ბუივალ (სლავური)->ბუFელ (გერმანულად)->ტაო (ივრითი)->ჩიტრაუ (ვიეტნამური)->ბუალ (ალბანური)->ჟამუს (არაბული)->გომეშ (სომხური)->შინიო (ჩინური)->ვოუვალოს (ბერძნული)->ბაFალო (იაპონური)->ბურისო (კორეული) ვხედავთ, რომ ყაზახური "გამიშ", ქართული "კამეჩ_ი", "გომიჩ_ი", სომხური "გომეშ", აზერბაიჯანული "ქამიშ", არაბული "ჟამუს", ყველაზე ახლოს დგას მეორე სიტყვასთან. საიდან რომელი წარმოიშვა, ეს სხვა თემაა. გამოდის, რომ ქართული ძირი "გულ," "გურ" და ასევე ქართულ-ყაზახური ძირი "გამიშ", "კამეჩ_ი", ცხოველს აღნიშნავს. მეტი ინფორმაციისთვის აღვნიშნოთ, რომ ცნობილია ძუძუმწოვართა კლასის, ხერხემლიანთა ქვეტიპის დამოუკიდებელი გენეტიკური ჯიში, კავკასიური კამეჩი, (გამიშ); აქედან შეგვიძია ვივარაუდოთ, სიტყვა "გილგამეშ" ნიშნავს "გულკამეჩ_ს" და ეს სიტყვა ქართულად ჟღერს. ისევე როგორც "ვეფხისტყაოსანი", "გულანშარო", "ლომგული", "მგლისმუხლა", "გულადი", "გულფიცხელი".
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ნუ რადგან თვლით რომ გედავებით, მაშინ არ გედავებით ნუ რადგან თვლით რომ გედავებით, მაშინ არ გედავებით
20. "მე თქვენთან პოლემიკაში არ შემოვდივარ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ საერთაშორისო ინფორმაციის განმარტება, ძირშივე მცდარია, რადგან ერთ დროს უმრავლესობა ფიქრობდა რომ დედამიწა ბრტყელი იყო, მაგრამ აღმოჩნდა მრგვალი. ამ კომპოზიტის გაშიფრვისას თანაბარი წილი მიუძღვის სემანტიკას და ევფონიურობას; ერთი მეორის გარეშე ნაკლებად სარწმუნოა;"
ტიტე...
- როცა სამყარო ფიქრობდა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო, - მაშინ ის ვარაუდი იყო "საერთაშორისო ინფორმაცია". ხოლო როცა დედამიწის ფორმის სხვა ვერსია დამტკიცდა, - ცხადია, "საერთაშორისო ინფორმაცია" შეიცვალა. - ამას კამათი რად უნდა?
- ევფონიურობაზე თავის გამოდება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა გვეცოდინება, როგორ გამოთქვამდნენ მოცემულ სიტყვას შუმერები. დანარჩენ შემთხვევაში თქვენ ევფონიურ მსგავსებას იკვლევთ ორ სიტყვას შორის, სადაც ორივეს თვენგანვე წარმოთქმულის ინტერპრეტაცია აქვს. - არც ეს ღირს საკამათოდ!
...და ბოლოს, ტიტე, თუ კარგად გასინჯავ, მე არაფერი მითქვამს ისეთი, რასაც თქვენი ესოდენი გაცხარება უნდა გამოეწვია. მედავებით ცალკეულ სიტყვებზე და ტერმინებზე, რომელიც მე მხოლოდ საკომენტარო (არასამეცნიერო) სივრცეში ხელდახელ გამოვიყენე... ჩემი აზრის ძირ იდეას კი არც ახსენებთ. მე მიგანიშნეთ, რომ ვიდრე ივარაუდებთ დედამიწის სიმრგვალეს, ჯერ მისი სიბრტყელე უარყავით-მეთქი. ნაწერში ახსენეთ-მეთქი მაინც, რომ ადრე დედამიწა ბრტყელი ეგონათ.
რაც შეეხება ობიექტურობას, - მე სრულიად თამამად შემიძლია ვიყო სუბიექტური, მკითხველ-შემფასებლის კვალობაზე. თქვენ კი ვალდებული ხართ ცალმხრივად ობიექტურობა შეინარჩუნოთ, თუნდაც მოჩვენებითი. "მე თქვენთან პოლემიკაში არ შემოვდივარ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ საერთაშორისო ინფორმაციის განმარტება, ძირშივე მცდარია, რადგან ერთ დროს უმრავლესობა ფიქრობდა რომ დედამიწა ბრტყელი იყო, მაგრამ აღმოჩნდა მრგვალი. ამ კომპოზიტის გაშიფრვისას თანაბარი წილი მიუძღვის სემანტიკას და ევფონიურობას; ერთი მეორის გარეშე ნაკლებად სარწმუნოა;"
ტიტე...
- როცა სამყარო ფიქრობდა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო, - მაშინ ის ვარაუდი იყო "საერთაშორისო ინფორმაცია". ხოლო როცა დედამიწის ფორმის სხვა ვერსია დამტკიცდა, - ცხადია, "საერთაშორისო ინფორმაცია" შეიცვალა. - ამას კამათი რად უნდა?
- ევფონიურობაზე თავის გამოდება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა გვეცოდინება, როგორ გამოთქვამდნენ მოცემულ სიტყვას შუმერები. დანარჩენ შემთხვევაში თქვენ ევფონიურ მსგავსებას იკვლევთ ორ სიტყვას შორის, სადაც ორივეს თვენგანვე წარმოთქმულის ინტერპრეტაცია აქვს. - არც ეს ღირს საკამათოდ!
...და ბოლოს, ტიტე, თუ კარგად გასინჯავ, მე არაფერი მითქვამს ისეთი, რასაც თქვენი ესოდენი გაცხარება უნდა გამოეწვია. მედავებით ცალკეულ სიტყვებზე და ტერმინებზე, რომელიც მე მხოლოდ საკომენტარო (არასამეცნიერო) სივრცეში ხელდახელ გამოვიყენე... ჩემი აზრის ძირ იდეას კი არც ახსენებთ. მე მიგანიშნეთ, რომ ვიდრე ივარაუდებთ დედამიწის სიმრგვალეს, ჯერ მისი სიბრტყელე უარყავით-მეთქი. ნაწერში ახსენეთ-მეთქი მაინც, რომ ადრე დედამიწა ბრტყელი ეგონათ.
რაც შეეხება ობიექტურობას, - მე სრულიად თამამად შემიძლია ვიყო სუბიექტური, მკითხველ-შემფასებლის კვალობაზე. თქვენ კი ვალდებული ხართ ცალმხრივად ობიექტურობა შეინარჩუნოთ, თუნდაც მოჩვენებითი.
19. მოკლედ, ჩვენი პრობლემა მგონი იმაშია, რომ ვერ ვანსხვავებთ ობიექტურ მიდგომას მესიანიტური, ეთნოცენტრიზმით შეპყრობილი თეორიებისგან და მგონი ეს სწორედ ის შემთხვევაა. სწორედ უადგილო ადგილას ხუმრობით, ცინიზმით მგელია, მგელიას ძახილით ვაფუჭებთ საერთო ატმოსფეროს; კონკრეტული პუბლიკაცია მგონი წაკითხული ბოლომდე არც გაქვთ, რადგან აქ კონკრეტულად ქართულობაზე არ არის საუბარი და არაბული, ტაჯიკური, აზერბაიჯანული, სომხური და მათ შორის ქართული მსგავსებები განიხილება. ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვას მე პირადად არ ვარ ჩვეული; არ ვიცი თქვენ რას ელით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ეს ინფორმაცია ინტერნეტში ვრცელდება და დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს კონკრეტული მიმართულების რეზონანსული მხარეები კარგად დაინახოს და მსოფლიო ცივილიზაციის საწყისები დიდ და პატარა ქვეყნებს არ დაუკავშიროს. მე ძალიან ბევრს ვიცნობ, რომლებსაც არმენული კარგად ცნობილი შოვინისტური ხაზი უჭირავს საქართველოში ეროვნულობის დევიზით, მაგრამ მე პირადად მიკვირს, რომ თქვენ ამ პუბლიკაციაში ეს შეამჩნიეთ, ვფიქრობ მეტი ობიექტურობაა საჭირო საყოველთაო ჭეშმარიტების დასადგენად. ერთიცაა, ალბათ ის ქართული რაც ჩვენ ვიცით, ის ენა რითიც ჩვენ ვსაუბრობთ, განსხვავდება იმ ქართულისგან და იმ ენისგან რაც გვაძლევდა სტატუს ქუოს; თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე პროტო ქართული ხალხები, მათი კულტურით და ცივილიზაციის სხვა ნიშნებით, იმდენად იწევს დროში უკან, რომ გვინდა თუ არ გვინდა, ამას მივყავართ დედამიწის ამ რეგიონში აღმოცენებული ცივილიზაციის პირველ საწყისებთან. ჩვენ არ აგვირჩევია ეს გეოგრაფიული მდებარეობა, ამიტომ უნდა შევეგუოთ, რომ კიდევ ბევრს იტყვიან ამ რეგიონზე კარგსაც და ცუდსაც და ობიექტურ ჭეშმარიტებასაც. ჭეშმარიტმა მეცნიერებამ არ იცის ჩემი შენი, მან იცის ობიექური პრინციპი. მე თქვენთან პოლემიკაში არ შემოვდივარ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ საერთაშორისო ინფორმაციის განმარტება, ძირშივე მცდარია, რადგან ერთ დროს უმრავლესობა ფიქრობდა რომ დედამიწა ბრტყელი იყო, მაგრამ აღმოჩნდა მრგვალი. ამ კომპოზიტის გაშიფრვისას თანაბარი წილი მიუძღვის სემანტიკას და ევფონიურობას; ერთი მეორის გარეშე ნაკლებად სარწმუნოა; მოკლედ, ჩვენი პრობლემა მგონი იმაშია, რომ ვერ ვანსხვავებთ ობიექტურ მიდგომას მესიანიტური, ეთნოცენტრიზმით შეპყრობილი თეორიებისგან და მგონი ეს სწორედ ის შემთხვევაა. სწორედ უადგილო ადგილას ხუმრობით, ცინიზმით მგელია, მგელიას ძახილით ვაფუჭებთ საერთო ატმოსფეროს; კონკრეტული პუბლიკაცია მგონი წაკითხული ბოლომდე არც გაქვთ, რადგან აქ კონკრეტულად ქართულობაზე არ არის საუბარი და არაბული, ტაჯიკური, აზერბაიჯანული, სომხური და მათ შორის ქართული მსგავსებები განიხილება. ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვას მე პირადად არ ვარ ჩვეული; არ ვიცი თქვენ რას ელით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ეს ინფორმაცია ინტერნეტში ვრცელდება და დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს კონკრეტული მიმართულების რეზონანსული მხარეები კარგად დაინახოს და მსოფლიო ცივილიზაციის საწყისები დიდ და პატარა ქვეყნებს არ დაუკავშიროს. მე ძალიან ბევრს ვიცნობ, რომლებსაც არმენული კარგად ცნობილი შოვინისტური ხაზი უჭირავს საქართველოში ეროვნულობის დევიზით, მაგრამ მე პირადად მიკვირს, რომ თქვენ ამ პუბლიკაციაში ეს შეამჩნიეთ, ვფიქრობ მეტი ობიექტურობაა საჭირო საყოველთაო ჭეშმარიტების დასადგენად. ერთიცაა, ალბათ ის ქართული რაც ჩვენ ვიცით, ის ენა რითიც ჩვენ ვსაუბრობთ, განსხვავდება იმ ქართულისგან და იმ ენისგან რაც გვაძლევდა სტატუს ქუოს; თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე პროტო ქართული ხალხები, მათი კულტურით და ცივილიზაციის სხვა ნიშნებით, იმდენად იწევს დროში უკან, რომ გვინდა თუ არ გვინდა, ამას მივყავართ დედამიწის ამ რეგიონში აღმოცენებული ცივილიზაციის პირველ საწყისებთან. ჩვენ არ აგვირჩევია ეს გეოგრაფიული მდებარეობა, ამიტომ უნდა შევეგუოთ, რომ კიდევ ბევრს იტყვიან ამ რეგიონზე კარგსაც და ცუდსაც და ობიექტურ ჭეშმარიტებასაც. ჭეშმარიტმა მეცნიერებამ არ იცის ჩემი შენი, მან იცის ობიექური პრინციპი. მე თქვენთან პოლემიკაში არ შემოვდივარ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ საერთაშორისო ინფორმაციის განმარტება, ძირშივე მცდარია, რადგან ერთ დროს უმრავლესობა ფიქრობდა რომ დედამიწა ბრტყელი იყო, მაგრამ აღმოჩნდა მრგვალი. ამ კომპოზიტის გაშიფრვისას თანაბარი წილი მიუძღვის სემანტიკას და ევფონიურობას; ერთი მეორის გარეშე ნაკლებად სარწმუნოა;
18. ტიტე...
ჯერ ერთი, მე არ ვაპირებ (არც შემიძლია) თქვენთან მეცნიერულ დავას. მეორე, - რა საჭიროა იმის ძიება, მე რამ გამაღიზიანა? მე მოგახსენეთ ჩემი აზრი და ვფიქრობ, მისი გათვალისწინება საჭიროა. რატომ?
1. "ჩემი აზრით მოცემული ვერსიის ამ ფორმით წარმოდგენა, სხვა თუ არაფერი, უხერხულია." - სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მოცემული საიტის მასალები პირდაპირ გადადის გუგლის საძიებო სისტემაში და თქვენი პუბლიკაცია (როგორც ყველა სხვა) უკვე ერთგვარი საინფორმაციო წყარო ხდება. ამდენად, ვფიქრობ, ჩვენს თითოეულ ნათქვამს ყურადღება თუ არ მივაქციეთ, უკვე ისედაც აღრეული თანამედროვე ინფორმატიკა, ბოლოს და ბოლოს საერთაშორისო დონის საფრთხედ გამოცხადდება;
2. პატარა ერებს ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ საკუთარი უნიკალურობისა თუ მესიურობის გაფეტიშებისკენ მიდრეკილება... ჩვენ ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ ამ კუთხით და ვეპოტინებით სამყაროში შექმნილ ყველაფერ პირველს (მეორე და მესამე... ჩვენი საკადრისი არ არის!). აქამდე სახელგანთქმულ სომხურ ფსევდომეცნიერებას ბოლო წლებში ქართულმა მხარემ ისეთი შემართებით აუბა მხარი, ვგონებ გადაასწრო კიდეც. თუმცა იმ ფაქტს, რომ სომხებს მართალსაც კი აღარ უჯერებენ, არად მივიჩნევთ და უარესი სახელისთვის ვწირავთ საკუთარ თავებს... "უცოდველი" პუბლიკაციებით!
3. "საერთაშორისო ინფორმაცია" ნიშნავს იმას, რაც (თუნდაც დასაბუთებამდე) სამუშაო ვერსიადაა მიღებული, მინიმუმ სამი ქვეყნის პრესტიჟული სამეცნიერო კვლევების შედეგად. სტალინის მიერ დაკვეთილი "მეცნიერული თითის წოვა" ყურადღების ღირსადაც არ მიჩნეულა ჯერ-ჯერობით. გილგამეშის სახელის განმარტება - "გმირის წინაპარი" - კონკრეტულად ეს ვერსია გახლავთ ის, რომელსაც ათიდან რვა მომხრე ჰყავს (პირობითად) და ყველა არასპეციალური სახელმძღვანელო-ენციკლოპედია მისით შემოიფარგლება. ჩემი არჩევანიც ეს იყო (სხვა არ გამაჩნდა). ამდენად იყო საჭირო მოცემული ვერსიის უარყოფა და მხოლოდ შემდეგ გადასვლა სხვა ვარიანტებზე... ხსენება მაინც (!!!), რადგან ვინმე დაინტერესებულს სწორედ ეს პუბლიკაცია რომ შეხვდეს, იცოდეს, - "ამ უნიკალურ" შეხედულებამდე, სხვა განსხვავებული ვარაუდებიც არსებულა სამყაროში...
4. მტკვართან დაკავშირებით ჩემი მონაკვეთი ნამდვილად იუმორშია გასატარებელი;
5. გაღიზიანება ნამდვილად არ მქონია, გარდა ყველაზე უმნიშვნელო დეტალის გამო: ქართულ კომპოზიტთან (გულ-კამეჩი) პირდაპირი ევფონიური იდენტიფიცირება, - "რაღაი ჰგავს, შანსი არ არის, ქართულია!";
6. მთავარი: ჩემზე პატრიოტს მცირეოდენს თუ მოიძევთ, მაგრამ ლამის საკუთარი წარმომავლობა შემაძულოს სწორედ ამგვარმა უკუდო ამპარტავნობამ, რომელმაც უკანასკნელ ხანს (ადრე თუ სახალისო იყო) დამანგრეველი შედეგები მოუტანა ერს. ხვდებით ალბათ და არ დავკონკრეტდები - დიდი თემაა და მტკივნეული. განა არ მჯერა? განა არ მიფიქრია? - მაგრამ სხვა მხრივ რომ განვიხილოთ, - ყველაფერ პირველს თუ ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი... თუ ჩვენ ვართ სამყაროს ჭიპი... ამი დედა ვატირე, ერთი ნაგლეჯი მაინც, ერთი ქვა ან ლურსმანი როგორ ვერ დავტოვეთ სადმე, რომ დასტურ-დაბეჭდილ ქართულად ეღიარებინა სამყაროს? ამიტომაც მჭირდება მსოფლიო დონეზე აღიარებული მტკიცებულება. თუ არა და, ყველაფერი დანარჩენი მასხარაობა და ფუჭი ფაფხური მგონია...
ტიტე, ლამის არცერთი პუნქტი (ამ ჩამონათვალიდან) არ გეხებათ პირადად თქვენ. ეხება ზოგადად ჩვენს ქცევას და საყოველთაო ზერელე დამოკიდებულებას ისეთი ფასეულობების მიმართ, რაც განვითარებული ერებისთვის შეუფერხებელი განვითარების ახალ-ახალ საფეხურს წარმოადგენს.

17.
ახლა ვფიქრობდი: დავწერო, არ დავწერო, დავწერო, არ დავწერო; არ ვაპირებდი ამდენის დაწერას, მოკლე მონახაზი მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ვრცელი თემაა და ყველაფრის ჩატევა შუძლებელია ერთ პუბლიკაციაში. რადგან აქ ახსნეს მტკვარი და მე წინა კომენტარში განვმარტე მისი სახელწოდების წარმომავლობის პერიოდიკა, ახლა მხოლოდ ერთს დავამატებ და ამით კიდევ ერთხელ დავაახლოვებ საქართველოს და სპარსეთის ყურის არეალს; კერძოდ სახელი მტკვარი, მომდინარეობს სახელიდან "კურ", "კურდ" და ეს ძირი ჩვენ გვხვდება არა შუა ბრინჯაოს ხანინდელ ხურიტებში კურდენებში, არამედ სუმერში: "კურ"-"ეკურ"-"კურგალ" დანიშნავს დიდებულ მთას, სახლ მთას. რატომ ქვია ამ მდინარეს "კურ" "დიდებული მთის" სახელი? დიდებულ მთაში ხომ არ ირებს სათავეს და იმიტომ? (იგულისხმება ანატოლიის აღმოსავლეთ მხარე დღევანდელი ყარსის რეგიონის მთიანეთი)

16. პირველ რიგში ყველას მადლობას გიხდით რომ დაინტერესდით. ამ თემაში თქვენი ჩართულობა ძალიან კარგია და თქვენს აზრებს გავითვალისწინებ, ასე რომ გთხოვთ, გამოთქვით თქვენი აზრები, კრიტიკა და შეხედულება.
მიშა რატიანი
"ჩემი აზრით მოცემული ვერსიის ამ ფორმით წარმოდგენა, სხვა თუ არაფერი, უხერხულია." არ ვიცი ეს რამ დაგაწერინათ, მაგრამ გაგრძელებიდან ჩანს, რომ უკმაყოფილება თქვენში ძირითადად გამოიწვია საერთოდ ამ პუბლიკაციის გამოქვეყნებამ, რასაც მერე იმით ხსნით, რომ ჯერ უნდა დამტკიცდეს რაღაც და შემდეგ გამოქვეყნდეს. მე ამაში ვერ დაგეთანხმებით და ვფიქრობ, ჩემნაირ აზრზე ბევრი აღმოჩნდება, რადგან პუბლიკაცია განსხვავდება მეცნიერული ნაშრომისგან (თუ ის ჭეშმარიტად პუბლიკაციაა და არ ემსახურება "სხვა" რამეებს) და ამ წერილით არაფრის დამტკიცება არ ხდება, არამედ ხდება კონკრეტული ვერსიის დაფიქსირება წყაროებზე დაყრდნობით, და, რომ ეს ვერსია განსხვავდება სხვა ვერსიებისგან, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. რაც შეეხება საერთაშორისო ინფორმაციას, მე ვერ ვხვდები ამაში რას გულისხმობთ, მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღემდე იკვლევენ ამ საკითხს და აქსიომად, ვერ ვიტყვით, რომ რაღაც მირებულია და საკამათო არაფერი დარჩა. არსებობს უამრავი ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება და განსხვავებული ვერსია. ეს იგივეა, ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ადამიდან წარღვნამდე გავიდა 2242 წელი (სეპტუაგინტის მიხევით), რაც რადიკალურად განსხვავდება მასორეტული ბიბლიის ვერსიისგან, სადაც იგივივე დროის მონაკვეთი მოიცავს 1656 წელს. ასევე არსებობს სხვა ვერსიებიც. რომელია სწორი? ორივე ერთ წყაროს ეყრდნობა. ეს არის ლაკონური წერილი და მასში ბევრი რამ არ ჩანს, ამიტომაც ვვარაუდობ, რომ გამოიწვევს აზრთა სხვადასხვაობას; პუბლიკაციამ თუ რეზონანსი არ გამოიწვია საზოგადოებაში, მე ის პუბლიკაციად არ მიმაჩნია, შესაბამისად თქვენ ამის ნათელი მაგალითი ბრძანდებით. ახლა ცოტა დროს დეტალებს დავუთმობ და ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლები; ვფიქრობ კომენტარებში დამატებული ინფორმაციაც საინტერესო იქნება მკითხველისთვის. მიშა რატიანი "გილგამეშიანი" აქადურ ენაზეა დაწერილი და შესაბამისად, სახელი "გილგამეში" აქადური ტრანსკრიპციაა... შუმერულად (ანუ სინამდვილეში) მას "ბილგა-მეს" ერქვა და როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, "გმირის წინაპარს" უნდა ნიშნავდეს. " ამ კომპოზიტის ერთ-ერთი ვერსია ასე გამოიყურება: "ბილ (გილ) - გა - მეშ" ასევე ორიგინალში ანუ სუმერულად "ბილ-გამეშ"; მე არც აქადურში და არც შუმერულში არ შემხვედრია "ბილგა-მეს"; საინტერესოა კომპოზიტის ასეთი ვერსია რას ეყრდნობა? "ბილ-გამეშ" ვარაუდობენ, რომ გმირის წინაპარს ნიშნავს, ასევე ვარაუდონებ, რომ ნიშნავს "უძლეველ მეფეს", ასევე - "მეშ_ის გვერდით შტოს"' მანინც და მაინც გმირის წინაპარი რატომ ამოარჩიეთ არ ვიცი. თქვენ ახსენეთ ბულგარელების დამოკიდებულება და რატომღაც ერთ სიბრტყეში განიხილეთ ეს პუბლიკაციაც და ისიც, თუ რას ამბობენ ბულგარელები. ეს მარაზმი და ასეთი მარაზმები უამრავი ვიცით იტალიურ პარალელებში და სხვ. ისინი ყოველგვარ რეალურ არგუმენტებს მოკლებულნი არიან და იუმორის სივრცეში განიხილება. არ ველოდი გულწრფელად მინდა გითხრათ. მტკვარის ძველი სახელწოდებაა "კურ", "კურდ", "კურა" უძველეს წყაროებში და მტკვარიც ამ სახელიდან მომდინარეობს. "მტ-კუარ_ი" (მტკვარი)-> კუარ-კურ. ეს სახელწოდება უკავშირდება კურდების, ქურთების, კარდუენეს, ჰურიტების, ხურიტების დროინდელ პერიოდს; რა შუაშია ბულგარეთი?
ახლა მოკლედ გიპასუხებთ კითხვებზე:
1. არის "ბილგამეშ" სუმერულად და ბაბილონურად აქადურ დიალექტზე "გილგამეშ". ჩემთვის ორივე წყარო მისაღებია და შინაარსის ამოსაკითხად ორივე გამოდგება. 2. ამაზე ზემოთ ვისაუბრე. 3. ამაზეც ვისაუბრე.
პ.ს. კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რომ მკითხველის ყველა აზრი საინტერესოა ჩემთვის. პირველ რიგში ყველას მადლობას გიხდით რომ დაინტერესდით. ამ თემაში თქვენი ჩართულობა ძალიან კარგია და თქვენს აზრებს გავითვალისწინებ, ასე რომ გთხოვთ, გამოთქვით თქვენი აზრები, კრიტიკა და შეხედულება.
მიშა რატიანი
"ჩემი აზრით მოცემული ვერსიის ამ ფორმით წარმოდგენა, სხვა თუ არაფერი, უხერხულია." არ ვიცი ეს რამ დაგაწერინათ, მაგრამ გაგრძელებიდან ჩანს, რომ უკმაყოფილება თქვენში ძირითადად გამოიწვია საერთოდ ამ პუბლიკაციის გამოქვეყნებამ, რასაც მერე იმით ხსნით, რომ ჯერ უნდა დამტკიცდეს რაღაც და შემდეგ გამოქვეყნდეს. მე ამაში ვერ დაგეთანხმებით და ვფიქრობ, ჩემნაირ აზრზე ბევრი აღმოჩნდება, რადგან პუბლიკაცია განსხვავდება მეცნიერული ნაშრომისგან (თუ ის ჭეშმარიტად პუბლიკაციაა და არ ემსახურება "სხვა" რამეებს) და ამ წერილით არაფრის დამტკიცება არ ხდება, არამედ ხდება კონკრეტული ვერსიის დაფიქსირება წყაროებზე დაყრდნობით, და, რომ ეს ვერსია განსხვავდება სხვა ვერსიებისგან, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. რაც შეეხება საერთაშორისო ინფორმაციას, მე ვერ ვხვდები ამაში რას გულისხმობთ, მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღემდე იკვლევენ ამ საკითხს და აქსიომად, ვერ ვიტყვით, რომ რაღაც მირებულია და საკამათო არაფერი დარჩა. არსებობს უამრავი ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება და განსხვავებული ვერსია. ეს იგივეა, ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ადამიდან წარღვნამდე გავიდა 2242 წელი (სეპტუაგინტის მიხევით), რაც რადიკალურად განსხვავდება მასორეტული ბიბლიის ვერსიისგან, სადაც იგივივე დროის მონაკვეთი მოიცავს 1656 წელს. ასევე არსებობს სხვა ვერსიებიც. რომელია სწორი? ორივე ერთ წყაროს ეყრდნობა. ეს არის ლაკონური წერილი და მასში ბევრი რამ არ ჩანს, ამიტომაც ვვარაუდობ, რომ გამოიწვევს აზრთა სხვადასხვაობას; პუბლიკაციამ თუ რეზონანსი არ გამოიწვია საზოგადოებაში, მე ის პუბლიკაციად არ მიმაჩნია, შესაბამისად თქვენ ამის ნათელი მაგალითი ბრძანდებით. ახლა ცოტა დროს დეტალებს დავუთმობ და ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლები; ვფიქრობ კომენტარებში დამატებული ინფორმაციაც საინტერესო იქნება მკითხველისთვის. მიშა რატიანი "გილგამეშიანი" აქადურ ენაზეა დაწერილი და შესაბამისად, სახელი "გილგამეში" აქადური ტრანსკრიპციაა... შუმერულად (ანუ სინამდვილეში) მას "ბილგა-მეს" ერქვა და როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, "გმირის წინაპარს" უნდა ნიშნავდეს. " ამ კომპოზიტის ერთ-ერთი ვერსია ასე გამოიყურება: "ბილ (გილ) - გა - მეშ" ასევე ორიგინალში ანუ სუმერულად "ბილ-გამეშ"; მე არც აქადურში და არც შუმერულში არ შემხვედრია "ბილგა-მეს"; საინტერესოა კომპოზიტის ასეთი ვერსია რას ეყრდნობა? "ბილ-გამეშ" ვარაუდობენ, რომ გმირის წინაპარს ნიშნავს, ასევე ვარაუდონებ, რომ ნიშნავს "უძლეველ მეფეს", ასევე - "მეშ_ის გვერდით შტოს"` მანინც და მაინც გმირის წინაპარი რატომ ამოარჩიეთ არ ვიცი. თქვენ ახსენეთ ბულგარელების დამოკიდებულება და რატომღაც ერთ სიბრტყეში განიხილეთ ეს პუბლიკაციაც და ისიც, თუ რას ამბობენ ბულგარელები. ეს მარაზმი და ასეთი მარაზმები უამრავი ვიცით იტალიურ პარალელებში და სხვ. ისინი ყოველგვარ რეალურ არგუმენტებს მოკლებულნი არიან და იუმორის სივრცეში განიხილება. არ ველოდი გულწრფელად მინდა გითხრათ. მტკვარის ძველი სახელწოდებაა "კურ", "კურდ", "კურა" უძველეს წყაროებში და მტკვარიც ამ სახელიდან მომდინარეობს. "მტ-კუარ_ი" (მტკვარი)-> კუარ-კურ. ეს სახელწოდება უკავშირდება კურდების, ქურთების, კარდუენეს, ჰურიტების, ხურიტების დროინდელ პერიოდს; რა შუაშია ბულგარეთი?
ახლა მოკლედ გიპასუხებთ კითხვებზე:
1. არის "ბილგამეშ" სუმერულად და ბაბილონურად აქადურ დიალექტზე "გილგამეშ". ჩემთვის ორივე წყარო მისაღებია და შინაარსის ამოსაკითხად ორივე გამოდგება. 2. ამაზე ზემოთ ვისაუბრე. 3. ამაზეც ვისაუბრე.
პ.ს. კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რომ მკითხველის ყველა აზრი საინტერესოა ჩემთვის.
15. ჩემი აზრით მოცემული ვერსიის ამ ფორმით წარმოდგენა, სხვა თუ არაფერი, უხერხულია. გილგამეშის თაობაზე არსებობს საერთაშორისო ინფორმაცია (ანუ, სადღეისოდ მიღებული საყოველთაო აზრი, რომელსაც ეთანხმება მსოფლიო მეცნიერება) და ეს ვიცით ჩვენც. ფრიად სასიამოვნოა (გინდა არ გინდა, - გულს უხარია), როცა ქართულ ძირებთან მიახლოვება და დაკავშირება მტკიცდება ნებისმიერი ისტორიული ფაქტისა, მაგრამ...
მაგრამ იმისათვის, რომ ზურგი ვაქციოთ ტრადიციულ ვერსიას, უნდა მოხდეს მისი მეცნიერულად დასაბუთებული უარყოფა და მხოლოდ შემდგომ წარმოვადგინოთ ახალი. ანუ, რას ვგულისხმობ:
"გილგამეშიანი" აქადურ ენაზეა დაწერილი და შესაბამისად, სახელი "გილგამეში" აქადური ტრანსკრიპციაა... შუმერულად (ანუ სინამდვილეში) მას "ბილგა-მეს" ერქვა და როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, "გმირის წინაპარს" უნდა ნიშნავდეს.
ჩვენ თუ ახალი გაგება გვსურს მოცემული პიროვნების სახელის წარმოშობისა, ალბათ პირველ რიგში, პირველწყაროში (პირველად ენაში) უნდა მოვიძიოთ. უფრო დასაჯერებელია, რომ მშობლებმა გილგამეშს მშობლიურ-შუმერულად დაარქვეს სახელი და არა, აქადურად. რატომ ვიკვლევთ და ვანაწევრებთ "მეორად" ენაზე არსებულ ვერსიას?
ეს იგივეა, ბულგარელები რომ იქედნურად უყურებენ ჩვენი მტკვრის სახელს და გარკვეული ეჭვები უჩნდებათ მის მკაცრად ბულგარულ წარმომავლობაზე, რადგან... ისინი განიხილავენ მდინარის მხოლოდ არაქართულ სახელს - "კურა", ხოლო მოცემული სიტყვის ფუძე ბულგარულად მამაკაცის სასქესო ორგანოს ნიშნავს.
ოდნავადაც არ მინდა შევიტანო ეჭვი ჩვენი სახელოვანი მეცნიერების ვარაუდში და იგივეს ვგრძნობ კონკრეტულად ამ წერილის ავტორის მიმართაც, მაგრამ იქნებ თავიდან ჯერ დავასაბუთოთ, რომ
1. პირველი ლიტერატურული პერსონაჟის სახელი შუმერულად "ბილგამესი" არ არის;
2. თუნდაც "ბილგამესი" იყოს... რომ საქმე გვაქვს არა "ბილგა - მესთან" (როგორც აქამდე იყო ცნობილი), არამედ სიტყვის სხვაგვარ (ჩვენთვის სასურველ) დაყოფასთან: ბილ-გამეს (გამესი და კამეჩი - ამ მსგავსებასაც არა უშავს!);
3. ვარაუდი, რომ სახელი (ნამდვილად კომპოზიტი) უნდა ნიშნავდეს "გმირის წინაპარს" - მცდარია;
...და მხოლოდ ამის შემდეგ გავასაჯაროვოთ ჩვენეული ახალი ვერსია!
წარმატებები... ჩემი აზრით მოცემული ვერსიის ამ ფორმით წარმოდგენა, სხვა თუ არაფერი, უხერხულია. გილგამეშის თაობაზე არსებობს საერთაშორისო ინფორმაცია (ანუ, სადღეისოდ მიღებული საყოველთაო აზრი, რომელსაც ეთანხმება მსოფლიო მეცნიერება) და ეს ვიცით ჩვენც. ფრიად სასიამოვნოა (გინდა არ გინდა, - გულს უხარია), როცა ქართულ ძირებთან მიახლოვება და დაკავშირება მტკიცდება ნებისმიერი ისტორიული ფაქტისა, მაგრამ...
მაგრამ იმისათვის, რომ ზურგი ვაქციოთ ტრადიციულ ვერსიას, უნდა მოხდეს მისი მეცნიერულად დასაბუთებული უარყოფა და მხოლოდ შემდგომ წარმოვადგინოთ ახალი. ანუ, რას ვგულისხმობ:
"გილგამეშიანი" აქადურ ენაზეა დაწერილი და შესაბამისად, სახელი "გილგამეში" აქადური ტრანსკრიპციაა... შუმერულად (ანუ სინამდვილეში) მას "ბილგა-მეს" ერქვა და როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, "გმირის წინაპარს" უნდა ნიშნავდეს.
ჩვენ თუ ახალი გაგება გვსურს მოცემული პიროვნების სახელის წარმოშობისა, ალბათ პირველ რიგში, პირველწყაროში (პირველად ენაში) უნდა მოვიძიოთ. უფრო დასაჯერებელია, რომ მშობლებმა გილგამეშს მშობლიურ-შუმერულად დაარქვეს სახელი და არა, აქადურად. რატომ ვიკვლევთ და ვანაწევრებთ "მეორად" ენაზე არსებულ ვერსიას?
ეს იგივეა, ბულგარელები რომ იქედნურად უყურებენ ჩვენი მტკვრის სახელს და გარკვეული ეჭვები უჩნდებათ მის მკაცრად ბულგარულ წარმომავლობაზე, რადგან... ისინი განიხილავენ მდინარის მხოლოდ არაქართულ სახელს - "კურა", ხოლო მოცემული სიტყვის ფუძე ბულგარულად მამაკაცის სასქესო ორგანოს ნიშნავს.
ოდნავადაც არ მინდა შევიტანო ეჭვი ჩვენი სახელოვანი მეცნიერების ვარაუდში და იგივეს ვგრძნობ კონკრეტულად ამ წერილის ავტორის მიმართაც, მაგრამ იქნებ თავიდან ჯერ დავასაბუთოთ, რომ
1. პირველი ლიტერატურული პერსონაჟის სახელი შუმერულად "ბილგამესი" არ არის;
2. თუნდაც "ბილგამესი" იყოს... რომ საქმე გვაქვს არა "ბილგა - მესთან" (როგორც აქამდე იყო ცნობილი), არამედ სიტყვის სხვაგვარ (ჩვენთვის სასურველ) დაყოფასთან: ბილ-გამეს (გამესი და კამეჩი - ამ მსგავსებასაც არა უშავს!);
3. ვარაუდი, რომ სახელი (ნამდვილად კომპოზიტი) უნდა ნიშნავდეს "გმირის წინაპარს" - მცდარია;
...და მხოლოდ ამის შემდეგ გავასაჯაროვოთ ჩვენეული ახალი ვერსია!
წარმატებები...
14. ბოლოში ჩემს თავს შევატყე, რომ ზედმეტი ინტერესით ვკითხულობდი
რას ველოდი ასეთს, არ ვიცი =)) ბოლოში ჩემს თავს შევატყე, რომ ზედმეტი ინტერესით ვკითხულობდი
რას ველოდი ასეთს, არ ვიცი =))
13. საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ მინდა ერთი დეტალი დავაზუსტო. მითოსის თანახმად გილგამეში იყო ღმერთ-კაცი ანუ ღმერთ - ადამიანი. ხოლო მისი მოწინააღმდეგე და შემდგომში დამეგობრებული ენქიდუ მხეცისმაგვარი ტყის კაცი. ამიტომ ნაკლებსავარაუდოა გილგამეშის გულ-კამეჩობა, უფრო სწორად მისი მსგავსება ხართან ან კამეჩთან, თუმცა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ავტორის აზრისადმი პატივისცემას. საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ მინდა ერთი დეტალი დავაზუსტო. მითოსის თანახმად გილგამეში იყო ღმერთ-კაცი ანუ ღმერთ - ადამიანი. ხოლო მისი მოწინააღმდეგე და შემდგომში დამეგობრებული ენქიდუ მხეცისმაგვარი ტყის კაცი. ამიტომ ნაკლებსავარაუდოა გილგამეშის გულ-კამეჩობა, უფრო სწორად მისი მსგავსება ხართან ან კამეჩთან, თუმცა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ავტორის აზრისადმი პატივისცემას.
12. ჩემს მიერ ჩამოთვლილი მეცნიერების წერილებში მსგავსი დაკვირვება არ ფიქსირდება გარდა რ. გაბაშვილისა; თუმცა, ზოგადი სურათის დასანახად მათ მიერ გაწეული სამუშაო შეუფასებელია და უდიდეს პერსპექტივას უსახავს ქართულ მეცნიერებას მომავალში. ჩემს მიერ ჩამოთვლილი მეცნიერების წერილებში მსგავსი დაკვირვება არ ფიქსირდება გარდა რ. გაბაშვილისა; თუმცა, ზოგადი სურათის დასანახად მათ მიერ გაწეული სამუშაო შეუფასებელია და უდიდეს პერსპექტივას უსახავს ქართულ მეცნიერებას მომავალში.
11. წარმოდგენილი ჰიპოთეზა კი საკმაოდ მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ვიკითხე. წარმოდგენილი ჰიპოთეზა კი საკმაოდ მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ვიკითხე.
10. გმადლობთ პასუხისთვის ტიტე. ზემოთხსენებული კითხვა იმიტომ გამიჩნდა, რომ წყაროები არ გაქვთ მითითებული ტექსტში და შესაბამისად მკითხველისთვის რთულია გაიგოს, ჰიპოთეზის რა ნაწილი არსებობდა აქამდე და რა ნაწილია უშუალოდ თქვენი დაკვირვების შედეგი. გმადლობთ პასუხისთვის ტიტე. ზემოთხსენებული კითხვა იმიტომ გამიჩნდა, რომ წყაროები არ გაქვთ მითითებული ტექსტში და შესაბამისად მკითხველისთვის რთულია გაიგოს, ჰიპოთეზის რა ნაწილი არსებობდა აქამდე და რა ნაწილია უშუალოდ თქვენი დაკვირვების შედეგი.
9. ლუტეცია
ისევე როგორც ყველა მეცნიერული ნაშრომი, თუ პუბლიცისტური წერილი ეყრდნობა სხვა წერილობით წყაროებსა და ლიტერატურას, ასევე წინამდებარე მოკლე პუბლიკაციაც-. ვერ ვიტყოდი რომ ეს აღმოჩენაა; თუ აღმოჩენის მხრივ მივუდგებით, ამაზე ჩემამდე გაცილებით ადრე რ. გაბაშვილმა გაამახვილა ყურადღება. ჩემი კვლევები ეყრდნობა ივ. ჯავახიშვილის, თ. ჩხენკელის, მ. წერეთლის, რ. პატარიძის და სხვ. ქართველი მეცნიერების ნაშრომებს, ასევე კონკრეტულად უძველეს წერილობით წყაროებს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მსგავსი ვარაუდი გამოთქმული აქვს რ. გაბაშვილს და გაცილებით ადრე, ვიდრე მე ამას გამოვიკვლევდი. თუმცა, ეს დაკვირვება დროშია დაშორებული, მაინც ერთ საგანზე 2 ადამიანის ერთი და იგივე ვარაუდია, რაც მას უფრო ამყარებს და საბოლოო ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ლუტეცია
ისევე როგორც ყველა მეცნიერული ნაშრომი, თუ პუბლიცისტური წერილი ეყრდნობა სხვა წერილობით წყაროებსა და ლიტერატურას, ასევე წინამდებარე მოკლე პუბლიკაციაც-. ვერ ვიტყოდი რომ ეს აღმოჩენაა; თუ აღმოჩენის მხრივ მივუდგებით, ამაზე ჩემამდე გაცილებით ადრე რ. გაბაშვილმა გაამახვილა ყურადღება. ჩემი კვლევები ეყრდნობა ივ. ჯავახიშვილის, თ. ჩხენკელის, მ. წერეთლის, რ. პატარიძის და სხვ. ქართველი მეცნიერების ნაშრომებს, ასევე კონკრეტულად უძველეს წერილობით წყაროებს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მსგავსი ვარაუდი გამოთქმული აქვს რ. გაბაშვილს და გაცილებით ადრე, ვიდრე მე ამას გამოვიკვლევდი. თუმცა, ეს დაკვირვება დროშია დაშორებული, მაინც ერთ საგანზე 2 ადამიანის ერთი და იგივე ვარაუდია, რაც მას უფრო ამყარებს და საბოლოო ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
8. მე მარტო შუმერული მეგონა სწორი. სუმერული არ მაქვს გაგებული. მადლობა ტიტე. მე მარტო შუმერული მეგონა სწორი. სუმერული არ მაქვს გაგებული. მადლობა ტიტე.
7. საინტერესოა. ეს თქვენი აღმოჩენაა, ანუ აქამდე არ არსებობდა ჰიპოთეზა, რომელსაც თქვენ აქ გვთავაზობთ? საინტერესოა. ეს თქვენი აღმოჩენაა, ანუ აქამდე არ არსებობდა ჰიპოთეზა, რომელსაც თქვენ აქ გვთავაზობთ?
6. ბუდულა
ორივე სწორია; მათი სახელწოდება "სუმერი", "შუმერი" აქადურია, (აქადურად "სუმერუ", ან "შუმერუ") სუმერულად კი მათი სახელია "ქი ენ გირ". ბუდულა
ორივე სწორია; მათი სახელწოდება "სუმერი", "შუმერი" აქადურია, (აქადურად "სუმერუ", ან "შუმერუ") სუმერულად კი მათი სახელია "ქი ენ გირ".
5. სუმერული თუ შუმერული? დავიბენი: ყველგან როგორ შეგეშლებოდა ... ასევე სტას---ყველგან "მზგავსება?" სუმერული თუ შუმერული? დავიბენი: ყველგან როგორ შეგეშლებოდა ... ასევე სტას---ყველგან "მზგავსება?"
4. სტას - თუ რას ემყარება მსგავსება, ეს ვრცელი თემაა და უდიდესი საკვლევი მასალა, ამიტომ ამ ეტაპზე თქვენს მიერ ნახსენებ "ინანა"_ზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას, რაც დარწმუნებული ვარ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ჩემი კვლევების ძირითადი მიმართულება და საწყისი წერტილი დაინახოთ; თუმცა ვიმეორებ, ესე მოკლედ მთლიანი სურათის დანახვა ძალიან გაგვიჭირდება.
სუმერული სახელი "ინანა" მათ სხვადასხვა წერილებში გვხვდება; ჩვენ ვიცით, რომ ის არის ქალღმერთი და ცხოვრობს მთიან რეგიონში; (შეგახსენებთ, რომ სუმერული ცივილიზაციის უმეტეს ნაკვალევს ჩვენ ვხვდებით მესოპოტამიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სპარსეთის ყურის არეალში, რაც წარმოადგენს დაბლობს და მთიანი რეგიონი, რომელშიც სახლობს "ინანა" არის ან ზაგრები, ან თურქეთ-სირიის მთიანეთი. ჩვენ უამრავ სუმერულ წერილში ვხვდებით ლეგენდარულ ადგილს სახელად "არატტა", სადაც ოქროა და უამრავი ძვირფასი ქვა; აქ სახლობს ქალღმერთი "ინანაც". ეს გაურკვეველი ტერიტორია დღემდე არ არის დადგენილი, თუ თანამედროვე კარტოგრაფიის რომელ მონაკვეთს მოიცავს. ვახსენეთ თურქეთი და იგულისმება მისი აღმოსავლეთი მხარის მთიანეთი, მათ შორის ყარსის რეგიონი, ძველი ტაო და კლარჯეთიც. სავარაუდოდ სუმერული ხალხები სწორედ ამ ტერიტორიებიდან განითესნენ; იმაზე, რომ სუმერები ადრეულ ხანაში მთიანი რეგიონების მაცხოვრებლები იყვნენ, მოწმობენ მათ მიერ შექმნილი უნიკალური არქიტექტურული ძეგლები, ზიგურატები; სავარაუდოდ ისინი მთების, გორაკების ანალოგიაა. სტას - თუ რას ემყარება მსგავსება, ეს ვრცელი თემაა და უდიდესი საკვლევი მასალა, ამიტომ ამ ეტაპზე თქვენს მიერ ნახსენებ "ინანა"_ზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას, რაც დარწმუნებული ვარ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ჩემი კვლევების ძირითადი მიმართულება და საწყისი წერტილი დაინახოთ; თუმცა ვიმეორებ, ესე მოკლედ მთლიანი სურათის დანახვა ძალიან გაგვიჭირდება.
სუმერული სახელი "ინანა" მათ სხვადასხვა წერილებში გვხვდება; ჩვენ ვიცით, რომ ის არის ქალღმერთი და ცხოვრობს მთიან რეგიონში; (შეგახსენებთ, რომ სუმერული ცივილიზაციის უმეტეს ნაკვალევს ჩვენ ვხვდებით მესოპოტამიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სპარსეთის ყურის არეალში, რაც წარმოადგენს დაბლობს და მთიანი რეგიონი, რომელშიც სახლობს "ინანა" არის ან ზაგრები, ან თურქეთ-სირიის მთიანეთი. ჩვენ უამრავ სუმერულ წერილში ვხვდებით ლეგენდარულ ადგილს სახელად "არატტა", სადაც ოქროა და უამრავი ძვირფასი ქვა; აქ სახლობს ქალღმერთი "ინანაც". ეს გაურკვეველი ტერიტორია დღემდე არ არის დადგენილი, თუ თანამედროვე კარტოგრაფიის რომელ მონაკვეთს მოიცავს. ვახსენეთ თურქეთი და იგულისმება მისი აღმოსავლეთი მხარის მთიანეთი, მათ შორის ყარსის რეგიონი, ძველი ტაო და კლარჯეთიც. სავარაუდოდ სუმერული ხალხები სწორედ ამ ტერიტორიებიდან განითესნენ; იმაზე, რომ სუმერები ადრეულ ხანაში მთიანი რეგიონების მაცხოვრებლები იყვნენ, მოწმობენ მათ მიერ შექმნილი უნიკალური არქიტექტურული ძეგლები, ზიგურატები; სავარაუდოდ ისინი მთების, გორაკების ანალოგიაა.
3. სხვათაშორის, ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა შუმერული და ქართული ენების გარკვეული მზგავსება. როდესაც ვკითხულობდი კრამერის ერთერთ წიგნს "ისტორია იწყება შუამდინარეთში" არაერთხელ თვალზე მომხვდა ასეთი მზგავსება. შუმერებს აქვთ ცნება "მე", რომელიც როგორც ვიცი აღნიშნავს სამყაროში არსებულ წესრიგს. ამ "მეს" სათავეში ენლილის ძმა, ენკი უდგას. ასევე საინტერესოა , რომ შუმერულ ენაში ხშირად გვხვდება სიტყვა "ნანა" ხან როგორც დამოუკიდებელი სიტყვა და ხან, როგორც რაიმე სიტყვის შემადგენელი ნაწილი. იგივე ღმერთების სახელებში: "ნანა", "ინანა." შუმერული მითოლოგიის მიხედვით, პირველქმნილი ოკიანეს მიერ თავდაპირველად შეიქმნა ორი ღმერთი: "ანი" ცა და "ენჰურსაგი" მიწა. ძველ ქართულში თუ არ ვცდები "ანი" ნიშნავს მთვარეს და ზუსტად "ანი" წარმოადგენს ჩვენი ანბანის პირველ ასოს. ამ ნაწარმოებში დავინახე კიდევ უფრო მეტი მზგავსებები და როგორც მივხვდი ერკვევით მზგავს საკითხებში და იქნებ თქვენ მაინც ამიხსნათ რას ემყარება ეს მზგავსება? წინასწარ მადლობა! სხვათაშორის, ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა შუმერული და ქართული ენების გარკვეული მზგავსება. როდესაც ვკითხულობდი კრამერის ერთერთ წიგნს "ისტორია იწყება შუამდინარეთში" არაერთხელ თვალზე მომხვდა ასეთი მზგავსება. შუმერებს აქვთ ცნება "მე", რომელიც როგორც ვიცი აღნიშნავს სამყაროში არსებულ წესრიგს. ამ "მეს" სათავეში ენლილის ძმა, ენკი უდგას. ასევე საინტერესოა , რომ შუმერულ ენაში ხშირად გვხვდება სიტყვა "ნანა" ხან როგორც დამოუკიდებელი სიტყვა და ხან, როგორც რაიმე სიტყვის შემადგენელი ნაწილი. იგივე ღმერთების სახელებში: "ნანა", "ინანა." შუმერული მითოლოგიის მიხედვით, პირველქმნილი ოკიანეს მიერ თავდაპირველად შეიქმნა ორი ღმერთი: "ანი" ცა და "ენჰურსაგი" მიწა. ძველ ქართულში თუ არ ვცდები "ანი" ნიშნავს მთვარეს და ზუსტად "ანი" წარმოადგენს ჩვენი ანბანის პირველ ასოს. ამ ნაწარმოებში დავინახე კიდევ უფრო მეტი მზგავსებები და როგორც მივხვდი ერკვევით მზგავს საკითხებში და იქნებ თქვენ მაინც ამიხსნათ რას ემყარება ეს მზგავსება? წინასწარ მადლობა!
2.
არა, ჩემი პუბლიცისტური წერილია; თემა ვრცელია და დიდ შრომას მოითხოვს
არა, ჩემი პუბლიცისტური წერილია; თემა ვრცელია და დიდ შრომას მოითხოვს
1. საინტერესო იყო. წაკითხულის გააზრება გამახსენდა,:) ტიტე, შენი სადისერტაციო თემაა?? საინტერესო იყო. წაკითხულის გააზრება გამახსენდა,:) ტიტე, შენი სადისერტაციო თემაა??
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|