ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2014


გენდაისი

ნაძვის მტვერია,
ნათელ შუბლზე შუქჩრდილად რომ გდევს,
თითქოს ოჯახი რიალებდეს ჭიანჭველების,
მძიმე ფიქრებს რომ გაჭირვებით შეხიდებიან.

თუ ჩაწყვეტილი მათრახია შენი წარბები,
იცოდეს ყველამ, ზურგი როგორ გადამიყვლიფე.

ხოლო ფითილი წამწამები - გამოვიცანი!
დენთია ცრემლი...

და თუკი გაკრთა ნაპერწკალი შენში სიბრაზის,
თვალები, როგორც ყუმბარები მწკრივებს არღვევენ
იშვიათ ჩემი ნაკვთებისას - უმძიმესია...

ხან როცა მიმზერ გირჩებივით შენი თვალები,
ხევდებიან და ეშვებიან ჩემს სიმწვანეში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები