ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2008


სეფიეთი



დამწიფდა ზღმარტლი.
ქარვისფერი აყრია ნეშო
სოფელ სეფიეთს.
დგას ნალიასთან ბიძაჩემი
მოჭრილი შეშით, -
მოდის ბებია.

მოდის სიზმარში...
შალის თავშალს მოაფრიალებს...
(ძაღლი აყეფდა...)
ნოემბრის წვიმა ავსებს ახლა
ღვინის ფიალებს
მათ საფლავებთან.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები