ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2014


მე - უდაბნო

უდაბნო ვარ და
ქვიშასავით ცხელი სხეულით,
ყოველ ალიონს, მუცლის ცეკვას ქარებთან ვცეკვავ.
არ ვითენთები ვნებისაგან,
მზის ამოსვლისას,  ტანიდან მცვივა სურვილები
მლაშე წვეთებად.
ღამისფერ თმაში
მონატრებას ზვირთებად ვიშლი 
და ვერ მაშინებს სიცხეების უხმოდ ატანა,
რადგან თუ დამწვავს,
მხოლოდ მისი თვალები დამწვავს,
წყურვილსაც მისი ტუჩებიდან ვიკლავ და
ღამით,
უღრუბლო ცის ქვეშ, მთვარიანში ვუწვები მკლავზე,
როგორც უდაბნოს მოსისინე გველები ქვიშას.
თითებიც ისე მეხებიან ნესტიან ტანზე...
და მიყვებიან ათას იგავს გადამხდარს გზაზე...
და მიყვებიან ათას სიტყვას არ ნათქვამს ჩემთვის...
და მიყვებიან ათას სურვილს გადმორგულს ჩემში...
დილით კი ვნება ჩამოცლილი ჩემი სხეული,
ურცხვად აცილებს სარეცლისკენ მიმავალ მთვარეს.

მე უდაბნო ვარ,
ქვიშასავით ცხელი სხეულით
და ოაზისად ჩემს ბედუინს ყოველდღე ველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები