ტალღა უნდა იყოს სწრაფი და მჩქეფარე, სიცოცხლესავით, - ანდა პირიქით...
სიცოცხლე უნდა იყოს ლაღი, მენთოლიანი, მაჭარივით, - ანდა პირიქით...
მაჭარი უნდა იყოს ცელქი, მათრობელა, მაისის წვიმასავით, - ანდა პირიქით...
წვიმა უნდა იყოს მირაჟი, გამჭვირვალე, ბროლივით, - ანდა პირიქით...
ბროლი უნდა იყოს თხელი, გათოშილი, თითქმის სიკვდილივით, - ანდა პირიქით...
სიკვდილი უნდა იყოს მლაშე, უცაბედი, ცუდი სიზმარივით, - ანდა პირიქით...
სიზმარი უნდა იყოს ბურუსი, აუხსნელი, ქალივით, - ანდა პირიქით...
ქალი უნდა იყოს ლამაზი, მზისფერი, ყვავილივით, - ანდა პირიქით...
ყვავილი უნდა იყოს გაშლილი, ანუ ღია, გულივით, - ანდა პირიქით...
- შეიყვანეთ სიყვარულის ინექცია?.. - დიახ, ახლახან... - გაიმეორეთ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|