 | ავტორი: ტერე ჟანრი: პოეზია 29 აპრილი, 2014 |
ჩემზე ამბობენ პოეტიაო. ტყუილია. თუმცა ასეც ხდება, მგლებიც კითხულობენ ზოგჯერ სახარებას, ოცდაორი წელია ვთამაშობ თეატრში უსახელო ნაბიჭვრების სახელობის. მსახიობი ვარ. ჩემი პროფესია, ეს ძმრიანი იები და ეკლის გვირგვინი გარდაცვალების მთელი ეს პროცესეა აპლოდისმენტები უსისხლო გვამების მოწმობს, რომ მევარ მსახიობი. რომელსაც ერგო როლი ადამის და რომელიც ყოველ ღამე გეთსიმანიის ბაღში იესოსთან ერთად ლოცულობს რომ არ აღმოჩნდეს იუდა და არ შეჭამოს გამხმარი მჭადი მაშინ, როდესაც ნატვრის ხის ჩეროში მუცელატკიებულ ბავშვებს ძინავთ. ისინი იბრძვიან. ისინი გლოვობენ. არა გაყიდულ მჭადს, არა გაყიდულ პურს, ისინი გლოვობენ გაყიდულ სიზმრებს, გაყიდულ ბავშვობას, გაყიდულ საფლავებს, გაყიდულ მამას... ყველაზე ხშირად პატარას ეღვიძება, ყველაზე ხშირად პატარა გლოვობს, ყველაზე ხშირად პატარას შია ღმერთი. ადგება ხოლმე, პატარა ფეხისგულებით გარს უვლის თავის დედამიწას, ნინევეის ნანგრევებად ქცეულ სისხლიან ოდას და განუწყვეტლივ იმეორებს წინა დღით, მეზობლის სახარებაში ამოკითხულ სიტყვებს: „უფალო, უფალო, რაისათვის დამიტევებ მე". მინდა, რომ მივვარდე ამ ბავშვებს მთელი ძალით შევანჯღრიო და ვუყვირო: მამა არ ტოვებს საკუთარ შვილებს! მერე რა, რომ ისინი უკვე მიატოვა საკუთარმა მამამ რომელსაც არ ქონდა გახსნილი ბანკში ანაბარი და დატოვა ისინი ნატვრის ხის ჩეროში დამშეული სულების ანაბარა. თვითონ კი წავიდა ეშმაკმა უწყის სად. ვუყურებ ამ ბავშვებს და საკუთარ თავს ვეკითხები: რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი? ჩემი მიზანი არაა ღირსეული სიცოცხლე. ჩემი მიზანია ღირსეული სიკვდილი. ვუყურებ ამ ბავშვებს და საკუთარ თავს ვეკითხები: რა არის მათი ცხოვრების მიზანი? მარადისობა. სადაც არ არის ნატვრის ხეები. სადაც არ არის სისხლიანი ოდები. სადაც არც მამა არ არის... სადაც მართალნი განისვენებენ. ვუყურებ ამ ბავშვებს და საკუთარ თავს ისევ ვეკითხები: ნუთუ ამ ბავშვების მამა მე ვარ? ნუთუ მცდელობა ადამის თამაშის კრახით დასრულდა? ნუთუ ჩემი ლოცვა არ იქნა შესმენილი? ყოველი ბრძოლის წინ თვალებს ვხუჭავ და უბრალოდ ვიღიმები. ახლაც, თვალებდახუჭული ვდგავარ და ვფიქრობ: აზრი არა აქვს გაღიმებას. ჩემი ყველა ნერვი მკვდარია. ჩემი ყველა ოცნება მკვდარია. მე ყველა ბრძოლა წავაგე და ვითარცა ავაზაკი აღვიარებ: „მომიხსენე, მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. შორეული მიხარია რომ მკითხულობ :) შორეული მიხარია რომ მკითხულობ :)
6. სხივებ დაწყვეტილი მზის აღსარებას გავდა... 5555555555555 სხივებ დაწყვეტილი მზის აღსარებას გავდა... 5555555555555
5. მადლობა მარიამ :) მადლობა მარიამ :)
4. წინა ლექსებთან შედარებით ეს უფრო დალაგებულია, მაგრამ არც მთლად ისე. ზომებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეცადე არ გაწელო ხოლმე სათქმელი. მასალა აშკარად კარგი გაქვს, საინტერესო ავტორი ხარ ჩემთვის და ამდენს იმიტომ ვლაპარაკობ.
5. წინა ლექსებთან შედარებით ეს უფრო დალაგებულია, მაგრამ არც მთლად ისე. ზომებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეცადე არ გაწელო ხოლმე სათქმელი. მასალა აშკარად კარგი გაქვს, საინტერესო ავტორი ხარ ჩემთვის და ამდენს იმიტომ ვლაპარაკობ.
5.
3. მადლობა მეგობრებო :)
მადლობა მეგობრებო :)
2. საინტერესოა. ++ საინტერესოა. ++
1. ღრა და დეპრესიული ხასიათის ლექსია გამაჟრჟოლა ფინალი განსაკუთრებულად მომეწონა კარგია ++ ღრა და დეპრესიული ხასიათის ლექსია გამაჟრჟოლა ფინალი განსაკუთრებულად მომეწონა კარგია ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|