ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2020


პატარა გიო

ომობანას თამაშობდენენ
ლუკა,ლაშა,გიო,რეზო,
გაჰყვიროდნენ - ბა-ბა-ბა-ბა!
დააყრუეს მთელი ეზო.
უფროსებმა გაიმარჯვეს,
ჩამოართვეს გიოს თოფი,
წაგებული დაატყვევეს
და მიაბეს სკამზე თოკით.
ყველა კუთხე რომ დაიპყრეს,
მოიბეზრეს ომობანა,
გადაწყვიტეს, ეთამაშათ
ახლა კუ-კუ-მალობანა,
მაღლა,ხეზე დაიმალა
გულადი და ცელქი ლუკა,
ლაშა ხეს ამოეფარა,
რეზო ჩახტა ღობის უკან.
გიოს ძებნა ეზარება,
ბუზღუნებს და დაბანცალებს
-თუ კარგია,თქვენ მეძებეთ,
პატარა ვარ,რას მაწვალებთ?!
დავიღალე,მეძინება,
მეხუჭება თვალებიო,
სახლში შევალ,ჩემს ლოგინში
უკეთ  დავიმალებიო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები