ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აკუნა მატატა
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2014


ამოცანა

ერთხელ დიდმა შაჰმა ბრძანა,
მომინდაო ტანის ბანა.
დაუძახეს ბაბაჯანას,
რომ აევსო აბაზანა.

ბაბაჯანამ დაჰკრა ხელი,
შეურია ცივ წყალს ცხელი.
ცივს ჰყინავდა, ცხელი დუღდა.
ბაბაჯანა ამას წუხდა.

წყალი დარჩა დასაკეტი
ცივი გახდა ორჯერ მეტი
თუ გაცივდა აბაზანა
დაისჯება ბაბაჯანა.

ახლა ყველამ გამოსცადეთ,
თქვენი ნიჭი, თქვენი ძალა!
რამდენ გრადუსზე გამთბარა
ბაბაჯანას აბაზანა.

*****

დედაენს რომ აქვს ბეჭედი
მამისგან ნაჩუქარი,
ხომ არ გგონია რომ იგი
ხალასი ოქრო არის?

ვერცხლთან შენადნობიაო,
აე უამბეს დედას,
მან კი არ იცის გასინჯვა
კითხვასაც ვეღარ ბედავს.

ხუთ გრამს იწონის ჰაერში,
ოთხ გრამ-ნახევარს წყალში,
რამდენი ოქრო არის და
რამდენი ვერცხლი მასში?

(მათთვის ვინც ფიზიკაში ერკვევა)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები