ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სუკუბუს
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
30 აპრილი, 2014


"გიყვარდეს მოყვასი შენი"

                            საქართველოს კანონი
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

                თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის კანონმდებლობით დაცული უფლებებით სარგებლობის თანასწორი უზრუნველყოფა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, ორსულობის ან დედობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრების ან შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან სხვა ნიშნის მიუხედავად.



რა არის დისკრიმინაცია?

ამავე კანონპროექტის განმარტებით, დისკრიმინაცია ესაა რაიმე ნიშნით ნებისმიერი განსხვავება, გამიჯვნა ან/და შეზღუდვა, რომელიც გამოხატულია უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განსხვავებული აღიარებით, შესაძლებლობების არათანაბარი წარმოჩენით, შესუსტებით ან უარყოფით.


ვინ ვართ ჩვენ?
-მართლმადიდებლები. (?)

რას ქადაგებს მართლმადიდებლობა?
-სიყვარულს. (უპირველესად)

რა არის სიყვარული?

რომის პაპის, ბენედიქტე XVI-ს ენციკლიკის ("Deus Caritas Est"/ღმერთი არის სიყვარული/) მიხედვით სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი და ყოველი ღვთიური კანონის არსია.

წმინდა ბერი გაბრიელი გვაუწყებს, რომ "ღმერთი დაუსაბამო სიკეთე ,დაუსაბამო სიმართლე და ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა. ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს,მას ღმერთი უყვარს და ღმერთიც, ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს"



*****************

რატომ ვაპროტესტებთ კანონპროექტს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" ?

ამ წუთებში, რუსთაველის პროსპექტზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს აქცია სადაც ერთ-ერთ ტრანსფარანტზე წავიკითხე წარწერა - " ნუ დავაკანონებთ მამათმავლობას" 

ესაა რამოდენიმე მამაოთი დაკომპლექტებული ჯგუფი მათი მრევლითურთ.
ნუთუ წაიკითხა ყველამ ეს კანონპროექტი? - თუ უბრალოდ მამაოთა რჩევით/მოწოდებით მივიდა იქ?
რატომ მოუწოდებს სამღვდელოება საზოგადოებას ძალადობისა და დისკრიმინაციისაკენ? -

პასუხის რამოდენიმე ვერსია არსებობს:
1. არ წაუკითხავთ კანონპროექტის ტექსტი, რასაც აპროტესტებენ ის იგულისხმეს.
2. წაიკითხეს კანონპროექტის ტექსტი, თუმცა არასწორად გაიგეს და არც ითხოვეს ახსნა.
3. წაიკითხეს კანონპროექტის ტექსტი, სწორადაც გაიგეს, თუმცა შინაგანი სიძულვილი აქვთ "პიდარასტებისა" და "ლესბიანკების" მიმართ.
4. წაიკითხეს კანონპროექტის ტექსტი, სწორადაც გაიგეს, თუმცა ქვეყნის შიდა განხეთქილების მიზანი ამოძრავებთ.
5. წაიკითხეს კანონპროექტის ტექსტი, სწორადაც გაიგეს, თუმცა ქვეყნის სამოქალაქო აზროვნების განვითარების მძაფრი მოწინააღმდეგენი არიან.
6. წაიკითხეს კანონპროექტის ტექსტი, სწორადაც გაიგეს, თუმცა უყვართ ჩხუბი.
7. წაიკითხეს კანონპროექტის ტექსტი, სწორადაც გაიგეს, თუმცა ... ????????


წმინდა ბერი გაბრიელის სიტყვებს შეგახსენებთ ღრმამართლმადიდებლური ვალის სულისკვეთებით განმსჭვალულო ერთ-ერთო ძლიერო ძალავ (სამწუხაროდ)

საქართველოს "მოიერიშე სამღვდელოებავ" :

"ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, მისი სახით ქრისტე შეგიძულებია და სასუფევლისაგან შორსა ხარ... "

ასევე ,
"ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა"
"ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ"
"ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ"


პ.ს. წმინდა დავით აღმაშენებლის რეფორმებიდან უმნიშვნელოვანესი იყო  საეკლესიო რეფორმა. საერო დიდგვარიანებთან ერთად მეფე ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლესიო ფეოდალებსაც ებრძოდა. 1103 წელს მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა. ეს ღონისძიებანი ჩამოყალიბებულია კრების მიერ მიღებულ დოკუმენტში „ძეგლისწერაჲ რუის-ურბნისის კრებისაჲ“.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები