ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიის ქარონი
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2014


მოღალატეს

ამებლანდა ეს აზრების აბლაბუდა,
თავში ვაწყობ მე ამ რითმებს აბდაუბდას,
ზოგს სტრიქონი მაღაზიის აბრად უნდა,
ზოგსაც ლექსი, -ვფიცავ, სულ არაფრად უნდა...
მოკლედ, გული დაძაბუნდა. -

შენზე ფიქრით, ჩამომიწვა სულში ბინდი,
ამ ქვა გულში მითხარ, როგორ შემოფრინდი?
არ მემღერა მე ერთხელაც ინდი-მინდი,
შემოფრინდი და, იმ წამსვე გამიფრინდი,
დადგა ბინდი!

დაიბადა თვალში ცრემლი,
არ გამართლდა მოლოდინი,სანატრელი,
სიყვარულის და ოცნების გულქვა მკვლელი
სხვის ალერსში დაიძინებ, აღარ მელი...
აჰა, წკნელი...

გადამანთე გამეტებით,
არ დამინდო, გადამანთე შხამის წკნელი
რომ ღალატი დამავიწყო. მოწიწებით
გადამანთე ვარდის ტოტი რომ ეკლებით
ტკივილისგან დავიღრიჯო.

ეჰეი ბიჭო...
მე ტკივილი ალერსს მიჯობს,
მიტომ მინდა რომ ეს გული მოვიგლიჯო,
რომ ამურის ისარმა არ გამიგლიჯოს.
ასე მიჯობს,

რომ არავინ შევიყვარო,
რომ არასდროს, არავისგან გავიხარო,
მოღალატის სიყვარული მოვიპარო,
ოცნებები ნაქურდალით გავახარო,
და ათასჯერ დღეში, უხმოდ მოგახალო:
- რა ჰქენ ქალო?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები