ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: natinat
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2014


* * *

კვამლში გახვეულ ოთახიდან სიჩუმე ისმის
და არეული ოცნებები გაკვრია ოთახს.
თითქოსდა ბინდი გადაეკრა ბავშვობის სინდისს,
სიცოცხლე რაა... გალეშილი ლოთივით ხოხავს.
ჩემი ცრემლები, უმარილო, თავისას იტყვის...
ჩამოწოლილი მარტოობა ტირის და მოთქვამს.
ამოდუღდება უშენობა მიტყდება ფიცი,
კვლავ უიმედოდ ველოდები იმ ერთის მოსვლას.
ჩარაზკეტილი სხეულიდან ვნებები ბორგავს,
არ ვუშვებ გარეთ, ვეგუები ჩემს ყოფას, მისჯილს
გაიგეთ ვინმემ, არსობისთვის რომ მინდა ცოტა,
ვიღაც უბრალო, სულ უბრალო ღიმილსაც მითვლის.
უკვე მილეწილ წარსულის კარს ისევ მივტირი
ქანცგაწყვეტილმა მოლოდინმაც დამადო რაზა.
ვიღაც დაბინდულ შარაგზადან ჩემზე იცინის,
უმანკოდ მიმზერს, მაგრამ სულით ანგელოზს არ გავს.
გავღიმილდები მის ჯინაზე, ზრახვებს დავუხშობ,
რაც არის, იყოს, კიდევ ერთხელ მოვიგებ თამაშს.
ბრბოს და ჟამთა სვლას შეუპოვრად ნაბიჯს ავუწყობ
და გადავარტყამ ყოფის მათრახს უხედნავ ფაშატს.
თუ ამ სიცოცხლეს გალეშილი დაარქვეს ლოთი,
აჰა და მზად ვარ, მომაწოდეთ ღვინის ფიალა!
ან ჩავიხშობი, ან ცხოვრებას შევრჩები შფოთი,
კვლავ შავი ღვინით მოვიშუშებ სულის იარას.

(თორემ ფხიზელი ამ ცხოვრებას ვხედავ ტიალად)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები