ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2014


სიკვდილთან თავშეფარებული

ბიჭი საფლავებს ალაგებდა,
თუმც,მესაფლავეც არ ეთქმოდა.
გაქცეულს ჰგავდა ქალაქიდან,
(აქ სიმარტოვეს სხვა ექო აქვს...)
თავს კარგად გრძნობდა საუფლოში
სიჩუმისა და გარინდების.
საფლავის ქვებთან საუბრობდა,
თითქოს ჭკუასაც არიგებდნენ...
იყო მუდამ გულჩათხრობილი,
საოცრად თბილი გამოხედვით.
არ იშურებდა მათხოვრისთვის,
ჯერ არ ფიქრობდა სამოთხეზე...
კარგად იცოდა ჰარმონია
ბზის ტოტისა და ყვავილების.
თვითონ არავინ არ ჰყოლია,
ამ ყვავილების ნაირები...
სძულდა საფლავზე ნასუფრალი,
თუმცა, უსიტყვოდ ალაგებდა.
ლოცვით შესთხოვდა სასუფეველს
ღმერთს, თავის რწმენის მარაგიდან!..
ნიშნებს მუდამ თვალს ადევნებდა,
სიკვდილ-სიცოცხლეს გუშაგობდა.
ცხოვრებას ჰყავდა განდევნილი,
ეს ბიჭი აქ რომ მუშაობდა...
გალაკტიონის „მესაფლავეს“
სულებს ხმამაღლა უკითხავდა.
აქ იყო მისი შესაფარი,
სიკვდილის ნების უკითხავად...
      08.05.15




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები