ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 მაისი, 2014


მე

მე-ლუდომანიით შეპყრობილი, პოეტის ნიღაბს ამოფარებული
შიზოიდი ვარ.
მე ყოველდღიურად ვსაჭიროებ სიყვარულსა და გარდაცვალებას.
მე, ვისაც მაისის წვიმიან საღამოებში მელოდება აივანზე მძინარე მშობელი, რომელსაც თავის მხრივ ელოდებიან საუკუნო ძილს მიცემული ძმა, მეუღლე და დედა.
მე, ვისაც საკუთარი ლანდიც კი მაშინებს და ამავდროულად მეგალომანიური სენი მჭირს.
მე, ვინც ყოველთვის გავურბი პასუხისმგებლობას და გადადებული საქმე ეშმაკისა არა მგონია.
მე, ვინც კაზინოებისა და ბორდელების ყველაზე ხშირი სტუმარი ვარ.
მე, ვინც გამუდმებით ვიტყუები, რომ ჩემი ჭარბი წონა მაღელვებს.
მე, ვისაც გამუდმებით მესმის დაუსრულებელი ხმაური ყოველი ძილის წინ და ხმაური ჩემშია და გარეთ გამოსვლას არც კი ლამობს.
მე, ვისაც პირფერნი და ანგარებიანნი ყველაზე მეტად მაშინებენ.
მე, ვისაც გამუდმებით ის მიყვარს, ვინც...
მე, ვინც თანასწორთა შორის უპოვარი ვარ და უპოვართა შორის-პირველი.
მე, ვისაც უსაფუძვლოდ მიმაჩნია ყოველგვარი დოგმატიკონი.
მე, ვისაც მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დაუსრულებელი სიზმარი მგონია, ველი გარდაცვალებას ანუ გაღვიძებას.
მე ძალიან მალე ვაპირებ გამოღვიძებას, რადგან სიბერეზე ფიქრი მაშინებს.
მე გერონტოფობიით შეპყრობილი ლუდომანი და პოეტის ნიღაბს ამოფარებული შიზოიდი ვარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები