ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათია
ჟანრი: პროზა
1 დეკემბერი, 2008


მერე რა?..

  მერე რა, რომ "მეტაადამიანობას" ვიჩემებ? მერე რა, რომ უსულო საგნებში სიცოცხლეს ვხედავ?  მერე რა, თუ კარსა და ადიალას ვესაუბრები? მერე რა, თუ ღამღამობით არ მძინავს და მინდება ხოლმე არასოდეს გათენდეს? მერე რა, თუ მარტო სიარული მიყვარს? მერე რა, თუ?...
                                                რა მერე?...
                                                            ჰა?..
  ახლა არსებობას გადავამეტე და სადღაც სხვაგან ვარ. აქ არავინაა, მხოლოდ თეთრი ნისლია ირგვლივ... და სკამი, სადაც ვზივარ და ვფიქრობ. ვზივარ? არ ვიცი მართლა ასეა თუ არა, ვგრძნობ რომ ვზივარ, მაგრამ ჩემი სხეული სრულებით არ ჩანს. სრული უძრაობა... არავითარი ხმაური, თითქოს გარდავიცვალე, მაგრამ არც ანგელოზი ჩანს, არც ეშმაკი, არც ღმერთი... მე, ნისლი და სკამი მხოლოდ... ნეტავ რომელი პლანეტაა? არა, ეს არ არის პლანეტა, ეს ფიქრების სამყაროა, ჩემი, საკუთარი...
  ვზივარ გაუნძრევლად, უგრძნობად... შემდეგ კი ვხედავ, რომ ეს ყოველივე ნელ-ნელა ქრება, ნისლი იფანტება...
გაურკვევლობა და ჩემი ფიქრები სახრჩობელაზე დავკიდე.
  მორჩა ლექცია, ახლა ავდგები და წავალ...  არ ვიცი სად...
                                                                                          მერე რა?..
                                                                                                      ჰა?...
                                                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები