ბედნიერება სწორედ იქ არის სადაც მე არასდროს არ ვიქნები. თ.ბაძაღუა
და ვიღაც ისევ არ აგრძელებს ბედთან მიქარვებს, და ვიღაცამდე მანძილები მხოლოდ მილია, ხოლო ჩემიდან შენს ქუჩამდე ოთხ ღერ სიგარეტ ნახევარია, თითებამდე ასე მილიონ კოლოფამდე და ეს ცხოვრება მგონი გამოვა რაღაც ისეთი არ დამრჩება შენი უფლებაც და ჩემი სული სხეულიდან ისე გამომაქვს, როგორც სახლიდან გარდაცვლილი თურქის "ტუფლები. თან ვცხოვრობ ისე უშენობით გაღარიბება არ მიწერია, (დიდხანს კიდევ) ვქაჩავ ნაფაზებს ვსვამ ზომაზე მეტს, ლუდზე ნაკლებს ვწერ და რიგებად ვაწყობ თვალებით კანაფიან დღეებს რაფაზე. და წესრიგშია არაფერი ახლა იმდენად რომ ყველადერზე შეიძლება წეროს უფალო კაცმა სხეულზე სპლინის რუჯით, წნელით მივდენი: ფეხებს, შავ დღეებს მივუყვები ცალად, უბრალო შარას, დარჩენილს ძაღლების და ორი მეძავის ხარჯზე, ყეფაა, წვიმებია - ზამთრის ექსტრაქტით, და როგორც წუხელ ამ ღამესაც სულის შემძრავი მძაფრი სუნი აქვს ფანჯარასთან მდგარი სექტანტის. მზე კი დალუქეს, ჰაერია ახლა მითები, სადღაც სუნთქავენ, სადღაც ჰყოფნით, სადღაც სრულიად... დასასრულია შენი გზების - ჩემი თითები, შენი თითებიც - ჩემი გზების დასასრულია. ------------------------------------------------------- ჰოდა მანამ კი, ვახლაფორთებ ხურდებს ლარამდე, არ მეღირსება პირი უჩანს ხვალ რვა ნომერი კენტი და შენ ჰო მითუმეტეს, თითებს ვაბანდებ ჯიბეში მთელი უშენობის მილიონერი.