 | ავტორი: ლოთი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 18 მაისი, 2014 |
იცი რა, მე რომ ჩემს სიგიჯეს გასაქანი მივცე შემიპყროს, დარწმუნებული არ ვიქნები, ხვალ მეყვარები თუ არა. მე ჩემი თავის მჯერა, მაგრამ ხანდახან მგონია არ ვიცნობ საკუთარ თავს. ვნება გულს მიხრავს და მზად ვარ თავი მოვიკლა ან ვიხარხარო. მე გაღმერთებ, მგრამ შეიძლება შენზე მეტად კლდეებს მიხლილი ქარის ხმაური შემიყვარდეს..შემდეგ, შემდეგ ცრემლის ღვრით ღმერთს ლოცვას აღვუვლენ, გინდა, ბედნიერება მომანიჭო? ერთ რამ გააკეთე: შემიყვარე, შემდეგ მომეცი ნება გლუი განგიგმირო და დაგიმახსოვრო სამუდამოდ. თუ მეტყვი, რომ გიყვარვარ, როგორც მამა გიყვარს, საშინელებას ჩავიდენ. ყოველ ჭაბუკში მეტოქეს დავინახავ, რომელსაც მე მამჯობინებ. შენი პატივისცემა მაიძულებს შენზე ვწერო, შენი ალერსი ყველაზე აუტანელი ეჭვების მონად გამხდის. იცი კი რომ შენ გაქვს ღიმილი, რომელიც ჩემს ნაკლოვანებათა საშინელებას გადმომიშლის, ისევე, როგორც მზის სხივი უფსკრულის სიღრმეს ანათებს ხოლმე. მომხიბვლელო არსებავ მე შენ გაღმერთებ, მაგრამ არ შეგიშლი ხელს ბედნიერებაში. ეძებე ჭაბუკი, ვის ხელებსაც შეუძლია გრაციოზულად ჩაეჭიდონ შენს ხელებს, მაგრამ მე ნუ მეტყვი. იფიქრე იმაზე რომ ჩემზე მეტ ხანს იცოცხლებ, რომ კიდევ დიდხანს დარჩები ახალგაზრდა, როცა მე აღარ ვიქნები. გაიხსენე ჩვენი შეხვედრიდან ბოლო რამოდენიმე, მე დარდისა და კაეშნისგან გულშეღონებული ვფიქრობდი: ვარ კი ღირსი რომ მის გვერდით ვიარო? რა შეიძლება მას ჩემში უყვარდეს? ნუთუ არჩილდი რომელიც სინამდვილეს დანერგავს. და მაინც, როდესაც შენს მშვენიერ თავს ჩემს მხარს ადებდი, შენი დამათრობელი სიტყვებით მარიგებდი და სიცოცხლეს მიმატებდი. გაიხსენე ის ღიმილნარევი კილო ჩემი სიტყვებისა და როცა ლამაზ ჭაბუკს შეიყვარებ, შენს თავს კითხე, გელაპარაკება ისე როგორც მე გელაპარაკებოდი, უყვარხარ ისეთი ძალით, როგორიც მე მიყვარდი..... ეჰ! განა სულერთი არ არის! შენ მის მკლავებში ჩაგეძინება, შენი ბაგე მისას შეეხება და ასე გაგეღვიძება: რა მნიშვნელობა ექნება შენთვის სიტყვებს ოდესღაც ერთმა ლოთმა კაცმა თბილისის ქუჩებში რომ გითხრა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რა ორიგინალურად უხსნის ეს "ლოთი" სიყვარულს თავის რჩეულს...რამე რომ იყოს ამ თავის გულწრფელობას ლოთობას დააბრალებს...:) მომწონს...შემოვოვლი კიდევ... რა ორიგინალურად უხსნის ეს "ლოთი" სიყვარულს თავის რჩეულს...რამე რომ იყოს ამ თავის გულწრფელობას ლოთობას დააბრალებს...:) მომწონს...შემოვოვლი კიდევ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|