ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეგატო
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2014


შენ

ამეთვისტოსფერ კაბაში ტანი
ალვის სადარი ამორძალია,
მკლავებს ნატიფი მარჯნის ბროლრბი,
ედელვაისად შემოჰპარვიათ.
გიკოწიწებენ იები ბილიკს,
შენს ნატერფალზე ვარდები წვანან,
გამორანდული ობელესკები,
თვალგაყოლებით გიმზერენ ხარბად.
გადახეთქილან შენი ღაწვები,
აფეთქებულან ტოტებად ატმის,
ბროწეულებად გადასკდებიან,
ცოტაც და მალე ეს ბაგეები.

-------------------------------------------------------
ამეთვისტოსფერ კაბაში ტანი
ალვის სადარი ამორძალია.
მკლავებს ნატიფი მარჯნის ბროლები,
ედელვაისად შემოჰპარვიათ.



ჰერი ჰაა არაგვო
--------------------

დღეს ჯვარს დაიწერენ,ველები ალაზნის.
მაყრად მიგიწვევენ,ქორწილში ხევები,
ჰერი ჰაა,არაგვო!
მთვრალო და აშარო,
შეგშლიან დედოფლის თვალები ლამაზი.
დაკლაკნილ კალაპოტს მისდევ და მიაფრენ,
ჩქამებად ჩამოგაქვს,ციდან მზე წითელი,
დაისის ისრები
სიჩუმედ დაგაცხრა,
ნამსხვრევად აქცევ და გაჰკვეთავ არაგვო!
ლეგენდად არეულ მოწყვეტილ თვალებში,
იელვებს ველური ოცნების ყიჟინა,
ზმანებად გაწოლილ
ნისლიან ნაპირებს,
ჰერი ჰაა,არაგვო!
სიგიჟე უხდებათ.

დღეს, ჯვარს დაიწერენ,ველები ალაზნის,
შეგშლიან დედოფლის,თვალები ლამაზი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები