მე,როგორც ტაიგა
მიწა.ზეცამდე შორია.ხიდი ვარ და მკვდარი ლოსები მოაჯირებზე მკიდია,როგრც მე ვინმეს ფეხებზე.
ირგვლივ ნაძვების ხროვაა,ან იქნებ,უფრო რიგია.თავად გაგიყვან ბოლომდე,მხოლოდ ამას გთხოვ,მომენდე.
ქარები ნაძვებს მიმსხვრევენ,მტკივა სუყველა იმედი.სადღა არსებობს კარიბჭე,რომ გავაღწიოთ აქედან.
თუ ვინმეს დაივიწყებენ,დაე მე ვიყო პირველი.მე აღარ დავიჩოქები,ბოლო იმედიც დამემსხვრა.
წიწვებს ესოდენ ჩვეული გაშიშვლებული დამტოვეს,სამარცხვინოა სიკვდილი თორემ სუიციდს რა უნდა.
თოვლი ხომ მუდამ მეწვევა,თითქოსდა ჩემი პალტოა.გადავაკიდებ გორებზე,თითქოს ზაფხული წაუხდათ.
წუხან,ტირიან ციყვები,სახლი ნაძვებმა წაიღეს.იმედში დაბუდებულებს თავად აღარ აქვთ იმედი.
მიწავ,ზეცაში ამტყორცნე,ან ზეცა თავზე დაიმხე,თორემ მომავალს წარსული ვერც ვეღარაფერს უშველის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ,,მე-როგორც ტაიგა''! საინტერესოა. ,,მე-როგორც ტაიგა``! საინტერესოა.
8. რაღაცეები მომეწონა რაღაცეები მომეწონა
7. "წიწვებს ესოდენ ჩვეული გაშიშვლებული დამტოვეს"
"თოვლი ხომ მუდამ მეწვევა,თითქოსდა ჩემი პალტოა.გადავაკიდებ გორებზე,თითქოს ზაფხული წაუხდათ."
ამ ფრაზებს ხელის შევლება უნდა. საინტერესო იყო მთლიანობაში :)
"წიწვებს ესოდენ ჩვეული გაშიშვლებული დამტოვეს"
"თოვლი ხომ მუდამ მეწვევა,თითქოსდა ჩემი პალტოა.გადავაკიდებ გორებზე,თითქოს ზაფხული წაუხდათ."
ამ ფრაზებს ხელის შევლება უნდა. საინტერესო იყო მთლიანობაში :)
6. მეც მომეწონა აქ რაღაცეები, მაგრამ მოაჯირს წამოვკარი ფეხი :)
წარმატებები! მეც მომეწონა აქ რაღაცეები, მაგრამ მოაჯირს წამოვკარი ფეხი :)
წარმატებები!
4. რაღაც მომეწონა მე აქ- სავარაუდოდ, ტაიგის შეგრძნება :)
რაღაც მომეწონა მე აქ- სავარაუდოდ, ტაიგის შეგრძნება :)
3. წარმატებები ჩემგანაც !!! წარმატებები ჩემგანაც !!!
1. წარმატებები... წარმატებები...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|