ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერენა რომერსონ
ჟანრი: პროზა
15 მაისი, 2014


ვერცხლის ათასწლეული I


                            გზა ისენდარისკენ

არსაბირონულ ღამის ცაზე უეცრად გაკრთა ფერადი სხივები. თანამგზავრი ასანისკო მეცამეტედ მოიზლაზნებოდა, თითქოს რვაფეხა აჭრილიყოს ცაში და უჰაერობისგან გაწამებული უგრძელეს საცეცებს განწირულივით ასავსავებდა სივრცეში.
გზაც მალე გამოჩნდა და მეფის ამალამაც იწყო სვლა ჩრდილოეთისაკენ, მართალია მეომრები ასანისკოს ნათებამ წამიერად გაახალისა, მაგრამ  იმდენად მოექანცა ბრძოლას ისინი, რომ სულერთი იყო, ნათელსა თუ ბნელში ერთნაირი უიმედობით დააბიჯებდნენ და ყოველ წამს ჩასაფრებულ სიკვდილს ელოდნენ. თითქოს ისინი ის მამაცი მეომრები კიარ იყნენ რომლებმაც ასორმოც წლიან  ომში გაიმარჯვეს, არამედ ისინი ვინც ამ ბრძოლებში დამარცხდნენ. მხოლოდ გამარჯვების სიხარული და სამშობლოს სიყვარული აქეზებდა მათ გულებს არ დანებებოდნენ.  ყველაფერთან ერთად პეგასებმაც ჩამოყარეს ფრთები , შიმშილისაგან საბრალოთ გულ-მუცწლი შეჰვარდნოდათ, საკვების მარაგი დიდი ხნის წინ გათვებოდათ, ამ მხარეში კი არ ხარობდა ლესურა, მაგიური მცენარე რომლითაც კვებავდნენ კეტრებს,  მაგიურ არსებებს. და ახლა პეგასები კიარ მიაქროლებდნენ მხედრებს, არამედ მეომრები მიათრევდნენ საბრალო ცხოველებს.
მოკვდავი ერის მეომრთა უმრავლესობას აუხსნელი წყევლა დაადეს სამხრეთის ელფებმა, ჰოზის მთასთან ბრძოლისას, როდესაც ჯუჯების გათავისუფლებას სცდილობდნენ. ახლა სამხრეთის ელფების წყევლა ნელ-ნელა ერეოდა მათ სხეულებს და სულად ქცევის გარდაუვალობას ენით აუხსნელი ტკივილით ითავისებდნენ.
ჯადოქარმა ჰალინორმა ათასი მაგიური შელოცვით ეცადა ელფების წყევლა მოეხსნა, მაგრამ აბა რას მოერეოდა მისი მაგია ნეგრატემელი გველების შხამს, რომელიც წამლავდა მოკვდავთა სისხლს. ჰალინორმა მალევე აიღო თავის განზრახვაზე ხელი და ისევ ჯადობარიერის გამაგრებას შეუდგა, რომ მტერი მოულოდნელად არ დასხმოდათ თავს, ახლა ზუსტად ისიც კი არ იცოდნენ სად იმყოფებოდნენ.
ვარსკვლავთ მთვლელი კარგ დროს გამოჩნდა, დაფეთებულივით გამოვარდა თავისი კარვიდან და მთავარ სარდალ რეოსს მიჰვარდა, სახეზე ფერი აღარ ედო, რეოსმა ტაარს (ასე ეძახდნენ არსაბირონელები ვარსკვლავთ მთვლელებს) მღელვარება შეატყო და მაშინვე მიხვდა რომ ამ მოკვდავ ბებრუხანას კარგი ამბავი არ მოჰქონდა მისთვის, არც შემცდარა, დაბნეულმა და შეშინებულმა ტაარმა მხოლოდ ამის თქმა მოახერხა "ისენდარის უფსკრული"  სანამ პირველ და ბოლო სიტყვებს იტყოდა სამჯერ წაებორძიკა ენა, თუმცა რეოსი მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე და სასწრაფოდ მეფე სერუგაის ეახლა.
შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებია, დახვეწილი მოძრაობითა და ფორმალობის დაცვით მიმართა ძვირფას მეფეს, რის შემდეგაც მშვიდად აუწყა რომ სიკვდილში მიემგზავრებოდნენ.
მერე ისიც ამოღერღა, ამჯერად მათ სიკვდილს ისენდარის უფსკრული რომ ერქვა,  ვერც უკვდავი და ვერც მოკვდავი ვერ გადაურჩებოდა  ჯოჯოხეთური არსებებით სავსე ამ უშველებელ მიწავარდნილს, რომელიც ქალაქ ისენდარის აღმოსავლეთით მდებარეობდა.
მეფემ მხოლოდ სახე გაამკაცრა, თითქოს მთავარსარდალ რეოს სისუსტის გამჟღავნებისთვის საყვედურობდა, მაგრამ მისი საყვედური მხოლოდ მზერაში შეინიშნებოდა, თქმით კი არაფერი უთქვამს მამაცი რეოსისთვის.  თავი ასწია მაღლა და თქვა "ვერც ისენდარის და ვერც ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელი არსებებიც კი ვერ დაამარცხებენ შელისანდერელ მეომრებს, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ-ო" მერე ისე მოიქცა თითქოს არ შეუნიშნავს როგორ შეკრთა მის სიტყვებზე მთავარსარდალი, ზურგით დადგა და უბრძანა ყველა შეემზადებინა მორიგი ბრძოლისთვის, რომელიც გარდაუვალი იყო, ალბათ სადღაც გობუგოს შავ კლდეებში ჩასაფრებული ელოდნენ მათ გამოჩენას ღვთის მოღალატე არსებები.
ამასობაში ჭორიკანა ტაარს მმთელი ამალასათვის უამბნია ისენდარის უფსკრულის შესახებ და ისედაც იმედ დაკარგული მეომრები სულ გაუგიჟებია,  ტყუილს და მართალს ყველაფერს ჰყვებოდა რაც კი იცოდა და რაც არ იცოდა სახელდახელოდ იგონებდა და მეომრებს ეუბნებოდა, მღვიმეებში ცერპერები ჰყვთ დაბმული და როგორც კი ახლოს გაივლით მთელს ლაშქარს ერთიანად გადაგსანსლავთო, ზოგს გადაგყლაპავთ, ზოგს კი წვენს გაგაგაცლით და უკანვე გადმოგაფურთხებთო, მერე ცოცხალი კლდეების ლეგენდაც გაახსენდა და ამბის თხრობა განაგრძო
ერთ დღეს სამი მოგზაური ჯადოქარი ნეგრატემიდან ჰაბუგანში ბრუნდებოდნენ, სამხრეთელმა ელფმა მათ ტყუილი გზააჩვენა და კოზმო რომ გაიარეს გელუნდერში მოხვდნენო, მერე კი ისენდარიც მალევე გამოჩნდა სულ რაჩაღ ოცდაშვიდჯერ რომ დატრიალდა ასანისკო არსაბირონის ცაზე, უკვე ისენდარის უფსკრულს მიუახლოვდნენ და სწორედ მაშინ დაეფჩინა პირი ამ საზიზღარ მიწავარდნილსო.
ჯადოქრები ჩრდილოეთ საგრეგიდან ყოფილან და ისენდარის შესახებ არაფერი სმენოდათ, არც წაეკითხათ. მოკლედ როდესაც უფსკრულში ჩაეშვნენ მოეჩვენათ რომ ვიღაც უთვალთვალებდათ, თავიდან იფიქრეს რომელიმე გობურგი ან რაიმე სხვა ხუთფეხა ცხოველიაო, მათ მხარეში ცხოველებს ხუთი ან შვიდი ფეხი ამოსდით, ჰოდა ყურადღბა აღარც მიუქცევიათ,  ასე იხეტიალეს დიდხანს და ვერ გააგნეს გასასვლელს, ვეღარც ის შემოსასვლელი იპოვეს საიდანაც მოვიდნენ. ჯადოქრები მოკვდავი ერისანი ყიფილან, მალე მოშივდათ მოსწყურდათ, ირგვლივ კი შავი ქვებისა და ასობით გვირაბის მეტი არაფერი ჩანდა.
მათ გადაწყვიტეს ცალ-ცალკე მოეძებნათ საკვები ან გასასვლელი, თან ოქროს პატარა სხივებით მოენიშნათ ადგილი სადაც გაივლიდნენ. ასე გაყრილთ დიდხანს აღარ უვლიათ, ერთ-ერთ ჯადოქარს ეზმირა გადაეყარა, რომელიც ყველაზე ველურ სურვილებს შთააგონებდა მოკვდავებს, მან კი ისე მოაჯადოვა ის რომ თავისი ორი მეგობარი ცოცხლად შეაჭმევინა, მერე კი დანაყრებული ჯადოქარი თვითონ შეუსანსლავსო.
როდესაც ტაარმა თხრობა დაასრულა ყველა მეომარმა წარმოიდგინა ის თუ როგორ ჭამდნენ ერთმანეთს და ამ საზარელ ფიქრებში გართულთ სულ არ შეუმჩნევიათ როგორ ჩამოათრია მთავარსარდალ რეოსმა ტაარი და პანღურის კვრით როგორ გააგდო უკანა რიგებისკენ სადაც ორ მეომარს დაავალა მიეხედათ მისი ენისთვის ან დროებით ამოეკერათ მისთვის პირი.
მეომრებს სასოწარკვეთა დასჩნეოდათ, ზოგი ერთმანეთს ეთხოვებოდა, ზოგი კი ტელეპათიის მმეშვეობით ცდილობდა მეგობრებსა და ნათესავებს დაკავშირებოდა, რათა უკანასკნელი ფიქრები გაეცვალათ მათთან,  ზოგი უბრალოდ ლოცულობდა და ცდილობდა დანარჩენებისგან  მღელვარება დაეფარა.  რეოსი შემაღლებულ ადგილას დადგა და ხალხს მიმართ: "ყური მიგდეთ მეომრებო ! - მისმა ჟღერადმა ხმამ სივრცე გაჭრა და ყველაზე ბოლო რიგებში ჩამწკრივებულ მეომრთა გულებსაც მისწვდა, განზრახ ამეტყველდა ძველ ვერგამილურ ენაზე, მშობლიურმა ბგერებმა ყველას მოაგონა დიადი შელისანდერი, შევერცხლილი კოშკებითა და აყვავებული ფასკუნჯიანი ბაღებით, მარადიულ ხე-ბუჩქთა და სხვა მცენარეთა სურნელება თითქოს მთავარსარდლის ხმაში გამოსჭვიოდა, ყველამ გაიხსენა თავისი ვალი სამშობლოს, ,ეფისა და უფლის წინაშე-
ჩვენ ვერ შეგვაშინებს ისენდარის უფსკრული, ვერც სიკვდილის უღელტეხილი და ვერც მდუღარე ინფერნუსი, ჯოჯოხეთისა თუ მაგბორის ტყეების, გობუგოსა და კერუგამის ურჩხულები ვერ მოგვერევიან, რადგან მათ არ იციან რას ნიშნავს ბრძოლა სიკეთის, სიყვარულისა და მეგობრობისათვის, ისნი იბრძვიან სიწმიდეთა წინააღმდეგ ჩვენ კი ვიცავთ არსაბირონის სიწმინდეებს, თუნდაც ზოგიერთი ჩვენგანი სამუდამოდ ჩაიმარხოს ისენდარის შავ კლდეებში ჩვენი ხსოვნა არ მიეცემა დავიწყებას, თქვენ, ჰო თქვენ!  ცოცხალნი თუ მკვდარნი სულერთია, მაინც დიდებითა და პატივით დაბრუნდებით სამშობლოში, გმირთა ხსოვნას სიკვდილი ვერ მოერევა, რადგან იმდენად ძლიერია მათი სახელი ვერც დრო და ვერც სიკვდილი მათ ვერაფერს აკლებს, დაგვიწყნიათ ებსუნამიელთა გმირობები? ანდა ჰარუფრას სირონოზთა თავგანწირვა არშეონის კრიზისის  დროს? დაგავიწყდათ რომენ-ადარების გვარის სიდიადე, დედოფალ სელენესა და მისი აღმატებულება სეტრინას გმირული ამბები?  ცხადია არა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოკვდავია ვინ უკვდავი, გმირი არასოდეს კვდება, მე ბევრი მკვდარი უკვდავი და უკვდავი მოკვდავი მინახავს, ცრუ ღმერთები რომლებიც სულს ღაფავენ, დიახ ისინი ყველამ მიივიწყა, მამაცთა სახელმა და დიდებამ ღმერთებისას გაუსწრო და თქვენ რაღაც უფსკრულის გადალახვამ და მოსალოდნელმა სიკვდილმა შეგაშინათ? მაშინ თქვენ უკვე აღარ წერიხართ ცოცხალთ რიგებში, მეფე ამბობს "მშიშარა მეომარი, უკვე მკვდარი მეომარიაო" მოკვდავნო და უკვდავნო, პირველთ ნუ შეგაშინებთ დრო, მეორეთ კი დროის მარადისობა. 
რეოსის სიტყვით გამოსვლის შემდეგ მეომრები ახალი ძალებით აღივსნენ, ახლა გზას ისე მიუყვებოდნენ თითქოს აღარც სიკვდილი აშინებდათ, უფრო მეტიც მათგან უმრავლესობა მზად იყო სიცოცხლე  სახელსა და დიდებაზე გაეცვალა,  მოკვდავს ხომ მხოლოდ ხსოვნით შეუძლია უკვდავყოს თავი, ჰოდა ასეთ შესაძლებლობას მესომენელი მოკვდავი მეომრები ხელიდან არაფრის დიდებით არ გაუშვებდნენ.
ბევრი იარეს, ძალიან ბევრი, შიშსაც კარგახანს გაურბოდნენ მაგრამ როდესაც უფსკრულს მიუახლოვდნენ წამოეწიათ და როგორც მტრედი ბუდეში ისე მოკალათდა მათ მამაც გულებში.
რეოსის სიტყვები მართალია ყველას ახსოვდა, მაგრამ დრომ ისინი შიშს გაუზავა, გაცრიცა და  დამაჯერებლობაც მოაკლო თითქოს.
ლაშქარი დასვენებას და ძალების აღდგენას საჭიროებდა. მეფემ  დაბანაკების თაობაზე ბრძანება გასცა რაც ცხადია დაუყონებლივ აღასრულეს და ისენდარის ქვა-ღორღებზე ვებერთელა ღამის კარვები გაშალეს. აღსასრულამდე წუთებსა და ნაბიჯებს ითვლიდნენ.
მეფის კარავს აალებული ფრიმველები ანათებდნენ, სერუგაი მეფე მოჯადოებულ იატაკზე წინ და უკან დააბიჯებდა, თითქოს მისი ქცევა ბუნებრივი იყო და ფიქრს უადვილებდა, მერე რეოსს მიუბრუნდა რაღაცის თქმა დააპირა, მალევე მიხვდა , კითხვის დასმას არავითარი აზრი არ ჰქონდა რადგან თვითონაც იცოდა პასუხი. უბრალოდ წამიერმა იმედმა გაკაწრა გულში - იქნებ არსებობდეს გზა რომელიც უფსკრულს აგვარიდებსო.  ამაზე ფიქრმა დაღალა, რაც იქნება იქნებაო და ვერცხლის ტახტზე ამაყად მოკალათდა ისე რომ გამომეტყველება არ შეცვლია.
ამ დროს კარვის ღიობში ჩქარი ნაბიჯით პრინცესა სერენა შემოვარდა, ბაბუას მეფურად მიესალმა და ათასი კითხვაც დააყარა,  თან პასუხსაც დაუყონებლივ ელოდა.  მეფე მიუახლოვდა მას და თბილად ჩაიკრა გულში, ათას საფერებელ სიტყვას ეუბნებოდა, თან გრძელ ოქროსფერ თმას აბჯრიდან უყრიდა. ვერაფრით ეგუებოდა იმას რომ თავისმა შვილიშვილმა მეომრის მაგია შეისწავლა და  ახლა მეფის ჯარს როგორც რიგითი მებრძოლი ისე ემსახურებოდა. ერთხანს უცქირა საყვარელ შვილიშვილს და მერე ბაბუა ისევ მეფედ იქცა, ვერცხლის ტახტზე დაბრძანდა და მეომარ სერენას თითქმის ყველა კითხვაზე გასცა პასუხი.
ბოლოს დაასკვნა, ისენდარს ვერაფრით აუქცევდნენ გვერდს, არც ტყე იყო, არც ზღვა, არც მდინარე,  არაფერი არსებობდა ისეთი რაზეც გაივლიდნენ. გადაფრენითაც ვერ გადაფრინდებოდნენ რადგან  იმ წყეულ ადგილას ფრენა შეუძლებელი იყო,  მაგნიტური ველი რომელიც უფსკრულის გარშემო იქმნებოდა, პეგასებს, გრიფებს, თუ კეტრებს არ აძლევდა აფრენის საშუალებას, არსაბირონის სამხრეთი არც ტელეპორტაციის შესაძლებლობებით გამოირჩეოდა,  ნებისმიერი სხვა კუთხიდან შეიძლებოდა ტელეპორტირება, მაგრამ იქედან უკან არაფრით. ყველა გზა მოჭრილი იყო, შელისანდერში დაბრუნება, მხოლოდ უბსკრულის გავლით შეიძლებოდა. სერენამ კიდევ ერთხელ გაითავისა შექმნილი ვითარების სირთულე, მართალია იგი მოკვდავი არ იყო რომ მის არსებას შიში ან ტკივილი მიჰკარებოდა, მაგრამ ცდილობდა ეგრძნო როგორც მოკვდავს,  უნდოდა გაეგო რა იყო შიში,  რა იყო სიკვდილი, ქარის სისწრაფით გადაირბინა ბანაკი და შავი მთის ყველაზე მაღალ წვეროზე აძვრა, იქედან თვალი მოჰკრა ძაძებში შემოსილ ქალს, რომელსაც ხელში რაღაც ნაჭრებში გახვეული ეჭირა. ქალს მიუახლოვდა, საბრალოს თვალებიდან თბილი სითხე სდიოდა, სერენას არასოდეს ენახა მსგავსი რამ, ქალს ვერგამილურად დაელაპარაკა, მან კი ტკივილით სავსე მზერით უპასუხა, ცხადი იყო სერენას ენა არ ესმოდა.  მერე პრინცესმ ხელი შეახო და მის ენაზე ალაპარაკდა, რას აკეთებო ჰკითხრა, არ ვიციო უპასუხა ქალმა. სერენა გაოცდა და კითხვა ისევ გაუმეორა, თან თვალებზე რომ წვეთები მოგორავდნენ  თითებით მოუმშრალა. უცხო მიუხვდა რაც აინტერესებდა უმშვენიერეს არსებას და უთხრა ვტირიო, ასე საქმე წინ არ წავიდოდა, სერენამ მიწას ფეხისგული დაჰკრა, მისი სხეული მძლავრი ენერგიით აივსო, თვალებიდან ოქროს სხივებს აშუქებდა, გრძელ კლანჭებს ჰაერში აქნევდა, მერე როცა მოკლე რიტუალი დაასრულა ქალს კლანჭი შუბლზე მიადო, ოდნავ გაუსერა, წითელი სითხე აღმა აუყვა თითებს, დაინახა ვრცელი უსასრულო კოსმოსი, გონების თვალი ქალის სამყაროს მიაპრო, ოკეანეებით დაფარული ლურჯი პლანეტა მოეწონა, ადამიანებიც ნახა, ზოგი უცნაურად აღებდა პირს და კბილებს აჩენდა რატომღაც, ზოგსაც  თბილი წვეთები ჩამოსდიოდა ლოყებზე,  იმ უცხოს რომ ჰქონდა ისეთი.  მერე ხის ძირას ის ძაძებიანი ქალი ვიღაც ყმაწვილთან ერთად დაინახა, ისინი ერთმანეთს თუჩებით მიკვეოდნენ, ეს არ ეუცხოვა მაგრამ ქალის განცდა ვერ გაეგო, ასე რატომ სიამოვნებდა რჩეულის კოცნა?  გაიგონა როგორ უთხრა ვაჟმა მიყვარხარო, სერენასაც მოუნდა ჰყვარებოდა, მერე ერთმა მოგონებამ მეორე შეცვალა და ნახა იმ ხეზე ჩამოკიდებული ის ყმაწვილი. თავი მოუკლავს? და მერე? რაღა იქნა ის საბრალო?
კიდევ სურდა ბევრი რამის ნახვა მაგრამ ფიქრებიდან ქალის ქვითინმა გამოარკვია, ისიც იმავეს ხედავდა რასაც პირნცესა სერენა და ამ მოგინებებმა გაანადგურეს კიდევ ერთხელ.
სად ხარო, ჰკითხა პრინცესამ, ვფიქრობ სიზმარში ვარო, აქ როგორ მოვხვდი თვითონაც არ ვიციო,  ჩამთვლიმა, მომეჩვენა რომ მისი ხმა მეძახდა და ამ ხმას გამოვყევიო. 
სერენამ წარმოიდგინა და შეეცადა ის განეცადა რასაც ქალი განიცდიდა, მერე დაფიქრდა და უთხრა : მე მაგიის უზენაეს ხელოვნებას ვფლობ, შემიძლია ტკივილისაგან გაგათავისუფლო, მისახსოვრე შენი ტკივილები  და შენ აწი აღარასოდეს მოგაგონდება შენი საყვარელიო.
ქალი შეცბა, ეწყინა, სათნო სახე ბრაზისგან დაეკუჭა და პრინცესას უთხრა, მის სახებას დრო ისედაც გააფერმკრთალებს, უსახურს გახდის, მაგრამ სანამ იარსებებს ის განცდები რაც მასთან ყოფნისას მეუფლებოდა, მანამ არ მოკვდება იგი ჩემშიო, შეიძლება ზუსტად ვეღარასოდეს მოვიგონო სად ამოსდიოდა მეჭეჭები ან რმდენი, შესაძლოა ისიც დამავიწყდეს რატომ მიყვარდა, მაგრამ არასოდეს არ დამავიწყდება როგორ მიყვარდაო. თუ განცდებს წამართმევ მაშინ მეც და ისიც მოვკვდებითო.
სერენამ გაუღიმა უცხოს. მერე ქალის სახე ნელ-ნელა გაფერმკრთალდა, თითქოს ჰაერი გამხდარიყოს, უხმაუროდ გაიფანტა. ამ დროს პრინცესას ამირე წამოეწია, სერენა ერთ ადგილას გაყინულიყო და იმ ადგილს ათვალიერებდა სადაც წუთის წინ ადამიანს ესაუბრებოდა, იქ კი აღარაფერი იყო.  მაღალი გორაკი მალე მაგდალენამაც ამოირბინ, ამირეს მიესალმა და სერენას მიუახლოვდა. ის კი ისევ იმ ადგილს უთვალთვალებდა, მაგრამ ქალი აღარ ჩნდებოდა.
როცა ფიქრებიდან გამოერკვია,  ამირეს ჰკითხა, თუ შეიძლება არსაბირონში ადამიანი ტელეპორტიტდესო, ყინულის ელფმა გაოცებულმა შეხედა პრინცესას,  საიდან ეს უცნაური ფიქრებიო, მერე სერენამ მეგობრებს უამბო რაც მოხდა, ალბათ  მაგდალენასაც და ამირესაც გაუჭირდებოდათ დაჯერება, რომ არა სისხლის კვალი სერენას თითებზე.
მერე ამირეს წმინდა წიგნ ნებუროსში წაკითხული, ერთი უცნაური ამბავი მოაგონდა, რომლიდანაც ირკვეოდა, თურმე არშეონის კრიზისის დროს, როცა ოცდაექვსი მაგიური პლანეტა ქაოსის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდა, იმ პლანეტებს შორის არსაბირონთან ერთად დედამიწაც ყოფილა.  მაშინ ადამიანებს არსაბირონელებივით შეძლებიათ ჯადოქრობა და სიკეთის მხარესაც იბრძოდნენ წიგნის თანახმად.
რამდენიმე სიტყვა არსაბირონისა და დედამიწის მაშინდელ ურთიერთობებზეც  ეწერა, ოღონდ ამირე ვერაფრით იხსენებდა რა ურთიერთობები იყო ნახსენები. ნებუროსის წაკითხვის უფლება ხომ სამასი წლის წინ მიანიჭეს და ახლა მის მეხსიერებას წაკითხულიდან ბევრი არც არაფერი შემორჩენოდა.
ამირე ცდილობდა გაეხსენებინა ის ადგილი სადაც დედოფალ სელენესა და დედამიწელ მეომარზე ეწერა, უფროსწორად კი მათ სიყვარულზე ეწერა რაღაც ლეგენდის მაგვარი. პრინცესასაც ახსოვდა,  ვერცხლის სასახლეში მთავრები რომ ჩურჩულებდნენ ბებიასა და ვიღაც დედამიწელზე, მაგრამ მაშინ ამისთვის არ მიუქცევია ყურადღება,  გამოდის ბებია სელენეს მართლაც ჰყვარებია ადამიანი. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ის მთვარეზე ცხოვრობდა. ლეგენდის თანახმად უზენაესმა სელენეს ვერცხლის ფაეტონი აჩუქა და როცა მზე მინავლდებოდა იგი ეშვებოდა მიწაზე რომ თავის გულისწორს მოფერებოდა. მაგდალენას არ მოეწონა დედოფალზე ამგვარი ეჭვების მოსმენა, სერენას და ამირეს საყვედურით გახედა, ის ხომ ყველა დროის უდიდესი დედოფალია, როგორ შეეძლოთ ის ეფიქრათ თითქოს მთვარის ცივილიზაციის არსებონის ეპოქაში სელენეს ადამიანი ჰყვარებოდა. არა ეს ვერ იქნებოდა სიმართლე, მაგდალენა არაფრის დიდებით დაიჯერებდა, თუნდაც ნებუროსში წაეკითხა. წმინდა წიგნის ყველა იმ ფურცელს ამოგლეჯდა, რომელიც დედოფალის სახელს ასეთ ჩრდილს მიაყენებდა.
მაგდალენას აუხსნეს, რომ ეს ათასწლეულების წინ მოხდა  და ახლა მის ღირსეულ აწმყოს ვერ დაალაქავებდა გიჟური წარსული,  დღევანდელს შეუძლია გუშინ მომხდარი ზღაპრად აქციოს.  სელენემ ხომ მას შემდეგ ბევრი ცხოვრება გამოიარა. სერენა და ამირე სულაც არ უწყრებოდნენ დედოფალს წარსულის გამო, ისინი მხოლოდ იმის ამოხსნას ცდილობდნენ რა კავშირი შეიძლებოდა ყოფილიყო არსაბირონელებსა და ადამიანებს შორს, ამირეს კი ნებუროსში აღწერილი დედოფალ სელენესა და იმ ყმაწვილის ამბავი მოაგონდა.
აშკარაა რომ დედამიწა ჯერაც ინარჩუნებდა კავშირს არსაბირონთან, მაგრამ როგორ?
ის ქალი თქვენს მოსვლამდე გაუჩინარდაო-ანუ გაქრა, სივრცეში გაიფანტა, მანამდე კი შენ მისი მოგონებების ამოკითხვა მოახერხე, ისინი დედამიწას უკავშირდებოდნენ ცხადია,  გამოდის რომ ქალი მართლაც ლურჯი პლანეტიდან გვესტუმრა, ამას შენს თითებზე სისხლის კვალიც მოწმობს.
და ეს კიდევ ერთ რამეზე მეტყველებს.
სერენა და მაგდალენა სმენად იქცნენ, ამირემ განგებ არ დაასრულა სიტყვა, თითქოს მეგობრების მოთმინებას ცდიდა, მერე კი ამაყად დაასკვნა- ადამიანები... ჩვენს შემთხვევაში ერთი ადამიანი, აბსტრაქტულად კი არ ჩნდება არამედ თავისი ასტრალური პროექციის წყალობით, მეორე ორეულით ყალიბდება ჩვენს სივრცეში. გამოდის პარალელურად იქმნება მისი ბოიოლოვიური ორეული და ის რაც მას ჩვენს რეალობაში მოსდის, მის რეალობაშიც იგივე ემართება.
მარტივად რომ ვთქვათ სერენას მიერ აქ გაკაწრული იმ ქალის შუბლი, იქაც გაიკაწრებოდა, სამყაროთაშორისი ასეთი მოგზაურობები კი უდიდეს ენერგიას მოითხოვენ, ასეთი მაგია ღვთიურთანაა ახლოს და თეორიულად ადამიანებს არ გააჩნიათ მისი გამოყენების უნარი, პრაქტიკულად კი სულ სხვა სურათს ვხედავთ. ნუთუ არსაბირონელთა ყველაზე დიად მეცნიერებს თუ ჯადოქრებს გამორჩათ რაღაც ისეთი რაც ამ მოვლენას ლოგიკურად ახსნიდა?
ამირე ფიქრებში წავიდა და ცდილობდა ყველა წაკითუხლი სიბრძნე მოეგონებინა, როგორმე უნდა ამოეხსნა ეს ახალი თავსატეხი, თუნდაც ამისთვის თავისი მარადისობა შეელია.
მან კიდევ იცოდა რაღაც, რისი გამხელაც ჯერ მეგობრებისთვის არ სურდა, შემთხვევით არ გაუხსენებია სელენეს კავშირი მთვარის ცივილიზაციის დროს დედამიწასთან. თითქმის დარწმუნებული იყო- ის რაც აქ ახლა მოხდა იმ ძველი კავშირების გადმონაშთი იყო, ოდესღაც სელენე ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე რომ ახერხებდა კოსმოსში სინათლის სიჩქარით მოგზაურობას.  ვინ იცის... იქნებ დედოფალს დღესაც ჰქონდა შეხება სხვა ცივილიზაციებთან, დაშორებულთ მათი გალაქტიკიდან, მას ხომ იმდენად უყვარდა "ირმის ნახტომის" ერები რომ მთავარანგელოზი ევგურილიც კი დაითანხმა  ზოგიერთი მათგანის არსაბირონში გადმოსახლებაზე, ეს მოვლენა ისტორიაში დიდი გაერთიანების სახელით შევიდა, რის შედეგად მოკვდავებმაც მოიკიდეს ფეხი პლანეტა არსაბირონზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს