ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ჩემი თანაკლასელი, ზურა მირეკავდა - ამ საღამოს ცოლს ვირთავ და მეჯვარედ უნდა გიახლოო. ვახ, გამიხარდა და თან როგორ. რა სჯობს ახალი ოჯახის შექმნას, ქეიფს, კლასელებთან შეხვედრას, მარულას სიყვარულის ახსნაში და ასე შემდეგ... თუმცა რამოდენიმე წუთში სევდამ შემიპყრო - მეჯვარეობას ხომ საგრძნობი ხარჯების გაღებაც მოსდევს, რაც ჩემი ,,უჯიბო” შარვლისთვის წარმოუდგენლად დიდ ტვირთს წარმოადგენდა... ამ და სხვა შევბნელი ფიქრებით ვიყავი მოცული, როცა მოძრაობის ვექტორი მეტროსადგურ რუსთაველისკენ მივმართე და მოულოდნელად ვიღაცის მორიდებულმა თხოვნამ ,,დამეხმარე ძიმაო, რა!” შემაწყვეტინა ფიქრი. არ მივაქცევდი ყურადღებას, რომ არა მისი უცხოური აქცენტი. ამ ფაქტით გაოცებულმა ცნობისმოყვარედ ავხედე მთხოვნელს და გაკვირვებისგან შევხტი - ჩემს წინ ყორანივით შავი ზანგი იდგა. შემეძლო მეთქვა შავკანიანი-თქო, მაგრამ იმ მომენტში დამეფიცებოდა, რომ ზანგი უფრო იყო. - ჯერ ერთი - ,,ძიმაო” კიარა ,,ძმაო” უნდა მითხრა, მეორეც - შენს ფიზიკურ კონდიციებს რომ ვითვალისწინებ, დახმარების სურვილი სამუდამოდ მიქრება, მესამეც - იმავე ფიზიკური კონდიციების გათვალისწინებით ვიკავებ თავს, რომ სახეში მუშტი გთხლიშო და მეოთხეც - არანაკლებ მათხოვრად ვგრძნობ თავს ახლა თავადაც და ვერ გაგიმართავ ხელს-მეთქი. - დამეხმარე ძიმაო, დამეხმარე ფლიზ! - გაიმეორა გაუბედავად. - ვახ, ეტყობა ვერაფერი გაიგე ჩემი ლაპარაკიდან. ისე, რა მაგის პასუხია და რა უბნელი ხარ? - ვერა-ვაკელი, ძიმაო! - სონი-ერიქსონი ხარ, იბიომატ? - ვერელი ხარ თუ ვაკელი ბოლო-ბოლო? - ?! - მომისმინე, ვერელო თუ ვაკელო შავტუხავ! შენ იცი, რომ ქართველები ყველაზე ყავარკუდა ხალხი ვართ მთელს მსოფლიოში? ჰოდა, წარმოიდგინე, ასეთი თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანები, როცა ქუჩაში ხელის გაშვერას გადაწყვეტენ, ესეიგი მათ მართლა უკიდურესი გაჭირვება ადგათ და ყველაზე ღრმა თანაგრძნობის ღირსნი არიან.… მე რომ ახლა შენ დაგეხმარო, რა თვალით შევხედო იმ რამოდენიმე ათეულ ქართველ მათხოვარს, რომელნიც სახეს იფარავენ და ცრემლიანი ხმით ითხოვენ მოწყალებას? წადი რა, ძმაო, შენს მშობლიურ ნამიბიაში თუ ბოსტვანაში, დადექი ბანჯულის რომელიმე მეტროსადგურთან და იმათხოვრე, რამდენიც გინდა... და თუ ჩემს ნათქვამს რასობრივ დისკრიმინაციაში არ ჩამითვლი, დაგიმადლებ-მეთქი... - იდი ნა ხუი, ძიმაო! - რა მითხარი? - ყურებს არ დავუჯერე. - იდი ნა ხუი, რა, შეჩემა! მთელი ძალით მოვუქნიე მუშტი და ჩემდა გასაოცრად, სწორედ მე ავღმოჩნდი ძირს განრთხმული. დედამრავალგზისნაგინები შავტუხა თავს წამომდგომოდა და გამეტებით მირტყამდა წიხლებს, მე კი, გონებაში განუწყვეტლივ ვიმეორებდი მეხსიერების ნაგავსაყრელზე ნაპოვნ ფრაზას ,,საქართველოვ, შენ სადა გყავს შვილი დასაკარგავი...” ალბათ იგონებდა თავის ათორმეტ დედმამიშვილს... ფეხშიშველა სირბილს გველებით გავსებულ ქვიშაზე... მერე ათექვსმეტი წლის ასაკში ნაგრძნობ პირველ სიყვარულს... მერე სასიმამროს უარს, ქალიშვილის მითხოვებაზე... მერე ევროპაში გაცრუებულ იმედებს... და ამ ყველაფრის პასუხს მე მთხოვდა უნებურად... დაუზოგავად მცემდა... თბილისში ზანგის დანახვა ჯერ კიდევ იწვევს მხიარულ ღიმილს, ხოლო თეთრკანიანთან მოჩხუბარი ზანგის დანახვა ნამდვილად საოცარ სანახაობად ითვლება. ჰო, ქართველი უმალ პურის ჭამას გადაეჩვევა, ვიდრე სანახაობის სიყვარულს... ამიტომაც იყო, რომ ჩვენს ირგვლივ საოცრად მალე შეიკრა ცნობისმოყვარეთა წრე და მოშველებას ვინ ჩივის, გაშველების იდეაც არავის მოსვლია. ბარემ მოდით და მიეხმარეთ ჩემს ცემაში, თქვენ დედებს მე რა ვუთხარი-მეთქი - შევბღავლე სეირის მაცქერლებს. მხოლოდ ამის შემდგომ იკადრეს ზანგისთვის ჩემი თავის წართმევა. კარგა ხანს მომიწია ჭიშკართან ყურყუტი იმის გამო, რომ ვცდილობდი, ჭუჭულას თვალს როგორმე ავრიდებოდი. ბინაში ცოტათი მოვიწესრიგე გარეგნობა. მხოლოდ მარჯვენა თვალის ქვეშ გაჩენილ ვეება სილურჯეს მოვუხერხე ვერაფერი და ამ საკითხის გადაჭრის გზების ძებნით ვიყავი დაკავებული, კარზე კაკუნი რომ გაისმა. - მობრძანდით! - დავიძახე უხალისოდ - დარწმუნებული ვიყავი ჭუჭულა იქნებოდა. კარში პირველად ვატულის შემელოტებული თავი გამოჩნდა და მცირე ხანში ტანიც შემოყვა ფეხებთან ერთად. - ვაახ, შეენ, ტო? როგორ მოხდა, რომ ფეხი შემოგიცდა?! - გაოცებულმა შევეკითხე, რადგან იმ სამი წლის მანძილზე, რაც მათი მდგმური ვიყავი, ერთხელაც არ მომხდარა ამგვარი რამ. - გამარჯობა, თემო! როგორ ხარ? - არ ქვია მთლად გადასარევი ჩემს ახლანდელ მდგომარეობას. შენ როგორ ხარ? - სკამი მივუჩოჩე. - ეჰ, რა ვიცი, ვარ რა! - ნაღვლიანად მითხრა და რომ ამომხედა. ისეთი ვედრება ედგა თვალებში - შევძრწუნდი. - რა ხდება, ვატული, რითი შემიძლია დახმარება? - მეთქი. - სალაპარაკო მაქვს შენთან, მაგრამ არ ვიცი, როგორ დავიწყო! -ო. - კარგი რა, რისი გერიდება, გუშინ ხომ არ გაგვიცვნია ერთმანეთი? - მეთქი. - არა, მაგრამ... მმე... მოკლედ... დამენძრა რა! - ბიჭო, თუ არ მეტყვი რა გჭირს, ისე ვერ დაგეხმარები აშკარად! - მეთქი. - თემო, რაღაც უნდა გითხრა... შენ არ გეტყოდი, მაგრამ სხვა არავინ მყავს, ხომ იცი... თან ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისაც ოდნავ მაინც შეუძლია ჩემი შველა... - ჰე ბიჭო, ამოღერღე! - მეთქი. კარგა ხანს იყოყმანა, თავიც გადააქიცინ-გადმოაქიცინა დედამიწის ოთხივ კუთხით და ბოლოს, როგორღაც გადააბიჯა ზღვარს: - კაცები მომწონს... - რაა?! - კაცები არა, პრინციპში ერთი კაცი. - ვატული, არ მითხრა ახლა, რომ ჩემზე ხარ შეყვარებული, თორემ თავს გაგიჩეხავ შე ახვარო! - მეთქი. - არა, შენ არა, შენ არ მომწონხარ! - ძალიან გაწითლდა და თვალები დახარა. გამიხარდა, რომ ჩემს შესაბმელად არ მოსულა, თუმცა ოდნავ კი დამწყდა გული - ნუთუ ასეთი შეუხედავი ვარ, პედარასტებსაც რომ არ მოვწონვარ-მეთქი და სარკისკენ გავაპარე თვალი. - აბა ვინ მოგწონს შე უბედურო, ან მე რითი შევძლებ შენს დახმარებას? - ჩვენი უბნელი რომაა (შენთან ძმაკაცობს), აი ის! -ო. მოულოდნელად ისტერიკული ხარხარი ამივარდა. ვატულის გასაცოდავებულ სახეს რომ შევხედე, ვცადე შემეკავებინა თავი, თუმცა არაფერი გამომივიდა. ჩემი ძმაკაცის გამომეტყველება წარმოვიდგინე, ამ ამბის გაგებისას და მთლად ჩავბჟირდი. - ბიჭო, მე რისი გაკეთება შემიძლია, იმ კაცის ძმაკაცი ვარ, სუტენიორი კიარა?! - რჩევა მინდა შენგან, რას ფიქრობ, როგორი რეაქცია ექნება ამაზე? - ისე მოიკუნტა, თან შემებრალა და თან შემეზიზღა. - დიდი ხანია ეგ ფიქრები გაწუხებს ვატული-უბედურო? - მეთქი. - ხუთი წელი იქნება დაახლოებით! გავშრი. როგორც ვიცოდი ცოლი სამი-ოთხი წლის წინ შეირთო და თურმე მთელი ამ ხნის მანძილზე მამაკაცის სიყვარულს დაატარებდა გულით. - მაკუნას რას უპირებ, ტო? - გავეყრები, ალბათ. ისედაც კარგახანია აღარ ვაკეთებთ იმას... ხომ ხვდები... ვახ, დავიზაფრე კაცი ტო. Aაბა კამა-სუტრაო და სამოცდარაღაცა პოზაო... სულ ტყუილი ყოფილა ტო. ამ ხალხის ენას რა ვუთხარი ტო. - ვატული, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დაგეხმარო, ან საიდან დაასკვენი, ეგეთ რამეში ხელის შემწყობად რომ გამოვდგებოდი, შე სულელო, ჰა? წადი ახლა. Dდაგელაპარაკები მაგ თემაზე სხვა დროსაც. ისე კი ნუ გეშინია, არავის ვეტყვი ამის შესახებ! - მეთქი. ბოლო წინადადებამ აშკარად მოჰგვარა შვება. წამოდგა და ხელი გამომიწოდა, დამშვიდობების ნიშნად. - ისევ შემოვალ ამ თემაზე სალაპარაკოდ, ერთხელ, კარგი? - კარგი, ბრატ, ვიბაზროთ ერთხელ კიდევ, არაა პრობლემა! - გამოწვდილ მარჯვენას მეც შევაგებე ხელი და კარი გავუღე. აი, დღეც ამას ქვია - გავიფიქრე, როცა მარტო დავრჩი - ჯერ ზანგმა მცემა, მერე პედარასტი მეწვია ბინაში... ახლა ქორწილში ჩხუბიღა მაკლია მხოლოდ კომპოზიციის შესაკრავად და სურათიც მზად იქნება-მეთქი. ეზოდან გასვლისას გაპრანჭულ მაკუნას მოვკარი თვალი. ვაი, შე საწყალო, დაჭრილი ირმის თვალები კიარა, საერთოდ როგორ გაქვს სიცოცხლის სურვილი! - ჩავილაპარაკე უნებურად და ქუჩას შევერიე.
(ცოტაც დარჩა)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. უი ხუთი დამეწერა, ისე მივეჩვიე ამ ავტორის ნაწერებზე ხუთიანების წერას რომ ტვინმა მექანიკურად შემაფასებინა ნაწარმოები, ალბათ იმსახურებდა კიდეც ))) უი ხუთი დამეწერა, ისე მივეჩვიე ამ ავტორის ნაწერებზე ხუთიანების წერას რომ ტვინმა მექანიკურად შემაფასებინა ნაწარმოები, ალბათ იმსახურებდა კიდეც )))
18. მოახერხო და ერთ პატარა მოთხრობაში, ყველა დისკრიმინაციის, ყველა შესაძლო გამოვლინება გადმოსცე უდაოდ დიდი ნიჭია :D
სახალისო იყო, თუმცა თავს ისე ვგრძნობ თითქოს მიცვალებულის ძვლებზე ვიცეკვე, იუმორიც ასეთი გასდევს მოთხრობას :D
+3 ქულა მოახერხო და ერთ პატარა მოთხრობაში, ყველა დისკრიმინაციის, ყველა შესაძლო გამოვლინება გადმოსცე უდაოდ დიდი ნიჭია :D
სახალისო იყო, თუმცა თავს ისე ვგრძნობ თითქოს მიცვალებულის ძვლებზე ვიცეკვე, იუმორიც ასეთი გასდევს მოთხრობას :D
+3 ქულა
17. ახლა ვფიქრობდი პოლიტკორექტულად მეპასუხა თუ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ იდიოტი ხარ!.. ახლა ვფიქრობდი პოლიტკორექტულად მეპასუხა თუ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ იდიოტი ხარ!..
16. არ ვაპირებ ვიყო პოლიტკორექტული; ვინც პიდარესტებზე წერს არანაკლებ სცოდავს..
არ ვაპირებ ვიყო პოლიტკორექტული; ვინც პიდარესტებზე წერს არანაკლებ სცოდავს..
15. სად გაგიგია კაცი, კაცთან მაჭანკალს აგზავნიდეს? სად გაგიგია კაცი, კაცთან მაჭანკალს აგზავნიდეს?
14. ძალიან კარგია, ძმაო! განსაკუთრებით ის მიყვარს შენ ნაწერებში, რომ კარგად იკითხება, იუმორი, სარკაზმი, ირონია, ტრაგიზმი ზომიერადაა გაჯერებული. თან როგორი მოქნილი წინადადებებია. ესაა შენი სტილი მგონი, რომლითაც მკითხველი სხვებისგან აუცილებლად გამოგარჩევს. შენიშვნა საერთოდ არ მაქვს და შემდეგ თავზე გადავალ ახლა :) ძალიან კარგია, ძმაო! განსაკუთრებით ის მიყვარს შენ ნაწერებში, რომ კარგად იკითხება, იუმორი, სარკაზმი, ირონია, ტრაგიზმი ზომიერადაა გაჯერებული. თან როგორი მოქნილი წინადადებებია. ესაა შენი სტილი მგონი, რომლითაც მკითხველი სხვებისგან აუცილებლად გამოგარჩევს. შენიშვნა საერთოდ არ მაქვს და შემდეგ თავზე გადავალ ახლა :)
13. სიუჟეტის განვითარების ამბავზე ნაკლებად ვფიქრობდი, როცა დიალოგებს, გმირის ფიქრებს და "ვერა-ვაკელი" მათხოვრის ბიოგრაფიას ვკითხულობდი. ეს "ათორმეტი დედმამიშვილი" ხომ, საერთოდ! სიუჟეტის განვითარების ამბავზე ნაკლებად ვფიქრობდი, როცა დიალოგებს, გმირის ფიქრებს და "ვერა-ვაკელი" მათხოვრის ბიოგრაფიას ვკითხულობდი. ეს "ათორმეტი დედმამიშვილი" ხომ, საერთოდ!
12. ისე საზიზღრობაა
ისე ზედმეტად უბრალოდ წავიდა ან მე ველოდი მეტს
ისე არაუშავს ისე საზიზღრობაა
ისე ზედმეტად უბრალოდ წავიდა ან მე ველოდი მეტს
ისე არაუშავს
11. არასაკმარისად ჰომოფობია თემო და არასაკმარისად ლატენტური გეია ვატული, ანუ ცოტა შერბილებულ ფორმებშია დახატული საქართველოს სიტუაცია. დანარჩენი მომეწონა. :) არასაკმარისად ჰომოფობია თემო და არასაკმარისად ლატენტური გეია ვატული, ანუ ცოტა შერბილებულ ფორმებშია დახატული საქართველოს სიტუაცია. დანარჩენი მომეწონა. :)
10. ყველაზე მეტად მინდოდა რომ ჰარირამას მოწონებოდა ეს ნაწერი, რაც არ გამომივიდა სამწუხაროდ:(((
ვნახოთ, სამომავლოდ როგორ წარიმართება ჩემი გმირის თავგადასავალი _ გამოგიტყდებით და თავადაც ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს მის მომავალზე:)))
ყველას დიდი მადლობა, მეგობრებო! ყველაზე მეტად მინდოდა რომ ჰარირამას მოწონებოდა ეს ნაწერი, რაც არ გამომივიდა სამწუხაროდ:(((
ვნახოთ, სამომავლოდ როგორ წარიმართება ჩემი გმირის თავგადასავალი _ გამოგიტყდებით და თავადაც ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს მის მომავალზე:)))
ყველას დიდი მადლობა, მეგობრებო!
9. ველოდები. :)
ველოდები. :)
8. ცოტა უცნაურად და არაბუნებრივად ვიტარდება ამბავი:) ანუ არდასაჯერებელს გავს ყველაფერი.სიტყვა "სტრანნად"მინდოდა მეტქვა მაგრამ ეგ ზუსტად ვერ გამოხატავდა იმას რიის ტქმაც მინდოდა. რაღაც წინაპირობა უნდა ყოფილიყო მომხარდი ამბების , რაც ვტVლი რომ არ იყო, ამის გამარგლება ალაბტ ის იქნება რომ ასხევე გაგღზელდეს და აბსურდს დაემსგავსოს. მპოკლედ გაგრძელდება და დანაღცენებს აც შევხედოტ. წარმ ატებები:) ცოტა უცნაურად და არაბუნებრივად ვიტარდება ამბავი:) ანუ არდასაჯერებელს გავს ყველაფერი.სიტყვა "სტრანნად"მინდოდა მეტქვა მაგრამ ეგ ზუსტად ვერ გამოხატავდა იმას რიის ტქმაც მინდოდა. რაღაც წინაპირობა უნდა ყოფილიყო მომხარდი ამბების , რაც ვტVლი რომ არ იყო, ამის გამარგლება ალაბტ ის იქნება რომ ასხევე გაგღზელდეს და აბსურდს დაემსგავსოს. მპოკლედ გაგრძელდება და დანაღცენებს აც შევხედოტ. წარმ ატებები:)
7. პირველ ნაწილს ასი თავით ჯობია. ასე რა შე კაცო, რას დამზაფრე იმ უწმაწურობებით. ძლივს არ განათდა ვითარება ? :D
5 ქულა.
პირველ ნაწილს ასი თავით ჯობია. ასე რა შე კაცო, რას დამზაფრე იმ უწმაწურობებით. ძლივს არ განათდა ვითარება ? :D
5 ქულა.
6. აი, ასკლიპიოდოტა სწორად ჩაწვდენია საქმის არსს :)) მეჯვარეს ქორწილის დღეს, დილით ატყობინებენ ჩვენში მეჯვარე ხარო? ;)
სახალისო ეპიზოდები იყო.
მომწონს თხრობის შენეული სტილი- ლაღი, მსუბუქი.
აი, ასკლიპიოდოტა სწორად ჩაწვდენია საქმის არსს :)) მეჯვარეს ქორწილის დღეს, დილით ატყობინებენ ჩვენში მეჯვარე ხარო? ;)
სახალისო ეპიზოდები იყო.
მომწონს თხრობის შენეული სტილი- ლაღი, მსუბუქი.
5. ეძღვნება ანტიდისკრიმინაციულ კანონს (?) :))) ეძღვნება ანტიდისკრიმინაციულ კანონს (?) :)))
4. ავტორი: პილიგრიმი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
16 მაისი, 2014 ჰაჰაჰა, გარისკე , გააგრძელე და მაგარიც გამოვიდა.
პირველი იმდენად არ მომეწონა, ამის წაკითხვაც ძლივს დავიწყე. ხოდა არ ვნანობ.
კარგია, რომ დაბრუნდი, პილიგრიმ:) ავტორი: პილიგრიმი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
16 მაისი, 2014 ჰაჰაჰა, გარისკე , გააგრძელე და მაგარიც გამოვიდა.
პირველი იმდენად არ მომეწონა, ამის წაკითხვაც ძლივს დავიწყე. ხოდა არ ვნანობ.
კარგია, რომ დაბრუნდი, პილიგრიმ:)
3. აი ემ ვეითინგ ))) აი ემ ვეითინგ )))
2. აუ, კარგი იყო :დ აუ, კარგი იყო :დ
1. მდაა... მაინც გავრისკე გაგრძელება:))) მდაა... მაინც გავრისკე გაგრძელება:)))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|