ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიინ
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2014


***

... და ჩემში სიცოცხლე ხელახლა გახელდა...
დღეს ზღვაზე ვიყავით მე და ცა წასული...
ვამბობდით, ვყვებოდით, ვყვიროდით რას აღარ
ვგიჟობდით მე და ცა დღეს ზღვარგადასული.

ღამით  კი ვარსკვლავებს ჩავჭიდეთ ხელები,
სამყაროს მოვევლეთ ღრუბლებით ზემოდან...
მთვარესაც ვეწვიეთ, გავმართეთ ბაასი...
ღამეა...
ცა ვარსკვლავები, მთვარეა და
მე ვარ
შეშლილი....
ეფემერული სამყაროს გრიგალში....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს