მე ის დავკარგე. აშკარად დავკარგე მაგრამ სახელს ვერ ვიხსენებ, რა... დამავიწყდა ის სიტყვა, ეტყობა თავიდან ამომიფრინდა და ვერ ვიხსენებ. სხვა სიტყვებით ვიტყვი და იქნებ გამახსენდეს: დილით რომ დგები , სადღაც რამე სასიამოვნოს გაიგონებ და მერე მთელი დღე აგეკვიატება და გეღიღინება, ეგ... არა, "პერსევერაცია" არა
დაიცა,უფრო გარკვევით ვცდი: საღამოს რომ გინდა რამე დაწერო და გული გეუბნება , დაწერეო და მერე რომ ვერ წერ... აარა, არა, "სკლეროზი" კი არა...
ოჰჰჰ, ვერ მიგახვედრეთ...ბებიაჩემს რომ ჭირდა , როცა მოხუცი იყო და არ იცოდა რა ექნა, რაღაც უნდოდა გაეკეთებინა და მაგრამ ეგ სიტყვა ხელს უშლიდა: არააა, სახსრების "კოკსართროზი" კი არა, არა....
არა, სულ სხვანაირად ვიტყვი: როცა გოგო ხარ და ბიჭი გიყვარს და სულ მასზე ფიქრობ და ერთად ყოფნა გინდათ და , მეტი აღარ შეგიძლიათ, ისე გიყვართ და სულ მასზე ფიქრობ და ... არა "პრეზერვატივი" არ დამიკარგია...
იქნებ ასე გამახსენდეს:
სტიქიასთან როცა ხარ შეჭიდებული და ყველანაირ კონფლიქტს და ცვლილებათა მეტამორფოზას აფიქსირებ ანდა ექსპერიმენტს როცა ატარებ და კვლევასა და შემეცნებას ცდილობ და არაფერი გამოგდის... ცვლილების და სტაბილურობის მუდმივი განცდის , მყარი არგუმენტების და მრავალფეროვანი მონოტონურობის ფონზე როცა ცდილობ ყველაფრის პრეზენტაციასა და ტრანსლაციას...
...მაინც არ გამახსენდა...
დილით რომ მისით ყველაფერი სავსე გაქვს , მიდიხარ სამსახურში და გზაში ფიქრობ, როგორც კი მიხვალ, ერთი სული გაქვს კომპიუტერს ჩაუჯდე და ნახავ, რომ აღარ გაქვს... არა, საფულე არა ...არც ბლოკნოტი.
გამახსენდა....
როცა გემი ხარ, მიაპობ შორეულ ტალღებს , გეხეთქება ზღვა და აღელვებულს გაჩერება მოგინდება, ხომ უნდა ჩაუშვა ღუზა.... ხოდა, გამახსენდა, მუზა დავკარგე :)
სტიქიასთან როცა ხარ შეჭიდებული და ყველანაირ კონფლიქტს და ცვლილებათა მეტამორფოზას აფიქსირებ ანდა ექსპერიმენტს როცა ატარებ და კვლევასა და შემეცნებას ცდილობ და არაფერი გამოგდის... ცვლილების და სტაბილურობის მუდმივი განცდის , მყარი არგუმენტების და მრავალფეროვანი მონოტონურობის ფონზე როცა ცდილობ ყველაფრის პრეზენტაციასა და ტრანსლაციას... ++
რა კარგი იყო გემრიელი, მთელი კითხვის პროცესში გგულშემატკივრობდი :) :)