დრამატურგია, ერთი ნხრივ, გარკვეული ფორმისა და შინაარსის ლიტერატურულ თხზულებას გულისხმობს, ხოლო მეორე მხრივ, ამბის, ფაბულის განვითარების კანონზომიერებს აღწერს და სიუჯეტური კომპოზიციის სხვადასხვა ეტაპებს ამზადებს. თუმცა შესაძლოა, არსებობდეს ამ ცნების სრულიად სხვა განმარტება, რომელიც ნაწარმოების, ტექსტის განვითარების შიდა რესურს გვაჩვენებს და მეტაფორულად ასე გამოითქმის: დრამატურგია საგანში (მოვლენაში) ჩატეული განვითარების პოტენციაა, რომელსაც მცირეოდენი ბიძგიც (კინეტიკური ენერგია) ჰყოფნის, რათა ამოძრავდეს და მასში არსებული სტრუქტურული ნახაზის მიხედვით შეძლოს განვითარება. ამბის განვითარების დრამატურგია ყველაზე უკეთ პიესებში და პოემებში ჩანს და მის ნაკლებობსაც ამ ჟანრებში ვგრძნობთ. ნაწარმოების დრამატურგია საუკეთესოა თუ მოცემულობაში ამბის განვითარები მთლიანი მოტივაცია დევს, თუ გზადაგზა დამატებით „წკიპურტს“ ან „ხელოვნურ აფეთქებას“ არ ითხოვს. ვიმეორებ, კარგი დრამატურგია აფეთქებების შიდა რესურსით (როგორც მზე) იკვებება და გარედან ჩარევას არ საჭიროებს. სამაგალითოდ, შეგვიძლია „ვეხისტყაოსნის“ მოცემულობა განვიხილოთ. ის იწყება უცხო მოყმის გამოჩენით და ფაქტობრივად „ამბავიც“ აქიდან გორდება. ამ ეპიზოდის შემდეგ, ავტორი, როგორც კომპოზიციის მთავარი კონსტრუქტორი, განზე გადის და მკითხველი ვეღარად გრძნობს ნაწარმოებში მის ყოფნის აუცილებლობას. გავადევნოთ თვალი სიუჟეტის განვითარებას. ავთანდილის წასვლა ტარიელის სძებნელად, პოვნა, დაბრუნება, გაპარვა, ფრიდონის ნახვა, ქარავანის შეყრა (აქ კინაღამ დაბრკოლდა ამბავი) ფატმანის შეყრა, ნესტანი გამოხსნა და ა.შ ერთი სიტვით, აქ მხოლოდ ერთგან შენელდა მოძრაობა. თუმცა ამბავს იმხელა აჩქარება ჰქონდა მიღებული, რომ არ გაჭირვებია ინერციით გადაეფარა ავთანდილის უმოტივო ხეტიალი ზღვის სანაპიროზე, ვიდრე ის „შემთხვევით“ ქარავანს გადაწდებოდა. აქვე ვთქვათ, რომ შემთხვევას, როგორც ამბის განვითარების ლოგიკურ მოტივს (გარდა მოცემულობისა) დრამატურგია არ იცნობს. თუ ამ მოთხოვნების მიხედვით სხვა პოემებს, ვთქვათ ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურასაც“ განვიხილავთ, ვნახვთ, რომ ყოველმხრივ უნაკლო და საეტაპო ტექსტი დრამატურგიულად ოდნავ მოსუსტებს. მთელი თხრობის მანძილზე ამბავი სულ ცოტა ორჯერ „მთავრდება“ და ორჯერვე ჩვენ ვგრძნობთ ავტორის ხელს, რომელიც დამატებითი „ბიძგებით“ ცდილობს ამბის გაგრძელებას, რათა პერსონაჟი სასურველ შედეგამდე მიიყვანოს. მივყვეთ თანმიმდევრობით. პირველად ამბავი იქ დამთავრდა, როდესაც ხევსურებმა თავთავიანთ სახლებს მიმართეს და ქეთელაური „ნარიანი გულით“ გაწირეს. არც სიზმარი და არც მინდიას მოსვლა არ არის საკმარისი მიზეზი მოძრაობის განსაახლებად. მეორედ მაშინ, შედგა ამბის ბორბალი, როდესაც ალუდამ მოჭრილი მარჯვენა არ მიიღო. სამწუხაროდ, მოტივაცია აქაც არასაკმარისი აღმოჩნდა. ამიტომ, ავტორი იძულებულია, რომ ხატობაში ალუდა „საკუთარი ხელით“ მიიყვანოს (სწორედ ისე, როგორც ალუდამ კურატი) და ხევისბრის წინ შავ კურატთან ერთად ჩამოსვას შუა სცენაზე. ავტორისგან ეს „ხელის წაკვრა“ საკმარისი აღმოჩნდა, ამის შემდეგ ალუდამ დამოუკიდებლად განაგრძო მოძრაობა. შეგვიძლია აქვე ვთქვათ, რომ დრამატურგიის მხრივ სრულიად უნაკლოა „სტუმარ-მასპინძელი“. გია არგანაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. საინტერესო განხილვაა...:-* ვფიქრობ ჯობია ასე ნაწილ-ნაწილ დადოთ...ბევრს გვიჭირს დიდი მოცულობის ნაწერების კითხვა, მით უფრო, თუ ეს კრიტიკა პუბლიცისტიკაა...:)
საინტერესო განხილვაა...:-* ვფიქრობ ჯობია ასე ნაწილ-ნაწილ დადოთ...ბევრს გვიჭირს დიდი მოცულობის ნაწერების კითხვა, მით უფრო, თუ ეს კრიტიკა პუბლიცისტიკაა...:)
5. საინტერესო ნამუშევარია. ძალან მომეწონა დრამატურგის პოეტური განმარტება. საინტერესო ნამუშევარია. ძალან მომეწონა დრამატურგის პოეტური განმარტება.
4. საინტერესო იქნება დასაწყისიდან დაგედოთ და ბოლომდე გასულიყავით ან თუნდაც მთლიანად დაგედოთ ( წამკითხველი მთლიანადაც წაიკითხავდა. პირადში გამოგზავნაც შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ მაინც ჯობია რომ აქ განათავსოთ
პირადში გამოგზავნილის წაკითხვის შანსი მხოლოდ მე და ჯონათანს გვექნება და აქ განთავსებულს კი პოტენციურად ბევრი მკითხველი ყავს ზოგი კითხულობს კიდეც, მაგრამ არ აკომენტარებს და ამიტომაც არ ჩანს რომ წაიკითხა
აქ ჯობია აშკარად :) საინტერესო იქნება დასაწყისიდან დაგედოთ და ბოლომდე გასულიყავით ან თუნდაც მთლიანად დაგედოთ ( წამკითხველი მთლიანადაც წაიკითხავდა. პირადში გამოგზავნაც შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ მაინც ჯობია რომ აქ განათავსოთ
პირადში გამოგზავნილის წაკითხვის შანსი მხოლოდ მე და ჯონათანს გვექნება და აქ განთავსებულს კი პოტენციურად ბევრი მკითხველი ყავს ზოგი კითხულობს კიდეც, მაგრამ არ აკომენტარებს და ამიტომაც არ ჩანს რომ წაიკითხა
აქ ჯობია აშკარად :)
3. გმადლობთ, რომ კითხულობთ! გეთანხმებით, გაგრძელებაცა აქვს ამ წერილს და დასაწყისიც... ვაჟას რამდენიმე პოემის ანალიზია სათაურით "ვკითხულობთ ლიტერატურას". თუმცა აქაც იმდნად ნაკლებია მკითხველი, რომ მირჩევნია ბატონ ჯონათანს და ბატონ ნიკის პირადში გადავუგზავნო წასაკითხად... :) ახლა კი ხუმრობაგაშვებით გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში გავაგრძელებ ამ ტექსტს. ჯერ ისევ ალუდას გარშემო ვტრიალებ, რადგან ამ პოემამ უკანასკნელ დღეებში (თვეებში) ისევ მითქმა-მოთქმა გამოიწვია... გმადლობთ, რომ კითხულობთ! გეთანხმებით, გაგრძელებაცა აქვს ამ წერილს და დასაწყისიც... ვაჟას რამდენიმე პოემის ანალიზია სათაურით "ვკითხულობთ ლიტერატურას". თუმცა აქაც იმდნად ნაკლებია მკითხველი, რომ მირჩევნია ბატონ ჯონათანს და ბატონ ნიკის პირადში გადავუგზავნო წასაკითხად... :) ახლა კი ხუმრობაგაშვებით გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში გავაგრძელებ ამ ტექსტს. ჯერ ისევ ალუდას გარშემო ვტრიალებ, რადგან ამ პოემამ უკანასკნელ დღეებში (თვეებში) ისევ მითქმა-მოთქმა გამოიწვია...
2. ვეთანხმები ჯონათანს
" შეგვიძლია აქვე ვთქვათ, რომ დრამატურგიის მხრივ სრულიად უნაკლოა „სტუმარ-მასპინძელი“. " ეს ფრაზა თითქოს ითხოვს გაგრძელებას ანუ იმ ბიძგს და წკიპურტს ავტორისაგან, რაზეც ავტორი თავად საუბრობდა ტექსტში :)
მოგიკითხეთ ბატონო გია ხშირად გვესტუმრეთ თქვენი ნაწერებით და ისეც ვეთანხმები ჯონათანს
" შეგვიძლია აქვე ვთქვათ, რომ დრამატურგიის მხრივ სრულიად უნაკლოა „სტუმარ-მასპინძელი“. " ეს ფრაზა თითქოს ითხოვს გაგრძელებას ანუ იმ ბიძგს და წკიპურტს ავტორისაგან, რაზეც ავტორი თავად საუბრობდა ტექსტში :)
მოგიკითხეთ ბატონო გია ხშირად გვესტუმრეთ თქვენი ნაწერებით და ისეც
1. სანამ ტექსტს ვნახავდი, სათაურიდან გამომდინარე, ვიფიქრე , რომ ვრცელი მასალა იქნებოდა წასაკითხი და შესაბამისად განვეწყვე :)
ლაკონურად და გასაგებადაა ჩამოყალიბებული განვითარების დრამატურგია ორ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ქართულ პოემაში, თუმცა, ცოტაოდენ გავრცობასაც აიტანდა და მოიხდენდა.
სანამ ტექსტს ვნახავდი, სათაურიდან გამომდინარე, ვიფიქრე , რომ ვრცელი მასალა იქნებოდა წასაკითხი და შესაბამისად განვეწყვე :)
ლაკონურად და გასაგებადაა ჩამოყალიბებული განვითარების დრამატურგია ორ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ქართულ პოემაში, თუმცა, ცოტაოდენ გავრცობასაც აიტანდა და მოიხდენდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|