ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლოთი
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2014


ვხედავ ნაცრიან ღუბელს ზეცაზე

ვხედავ ნაცრიან ღრუბელს ზეცაზე,
მათი წუთები ცრემლად ანთია,
მაქვს უცნაური გრძნობა გრიგალი,
დღეს მოანტრებამ ისევ ამრია,

ფიქრია ჩემი გულის ყაჩაღი
სწორედ ფიქრია გულის მანტია,
და მწვერვალები ცვარ-დანამულნი
მუხამბაზების მთელი არმია,
დადუმებულან ეჭვები სახში
მათი შრიალი არსად არა სჩანს
მეც მიმეკეცნენ სიტყვები უქმნი
გამინიავდა ფიქრმა ამრია,
ერთი გატეხვა კი მოვახერხე
და მოანტრებამ უკან დამხია,
ჩამოირეცხა საძირე კვალი,
ტირიფს ფოთლები კვლავაც დამპალა,
ჩვენთვის განთიადს ფეხზე ავდგები
იქნებ ვივარგო ხატის ლამპარად,
ჩემს მაგიდაზე საწერ კალმთან
დასტად ლექსებში სუფევს არსება
მეძალებოდა ახალი რითმი,
როგორც გრიგალი ამორძალისა
მე გიხედები, ხშირად გიყურებ
გზებმა გამსრისა, როგორც პეპელა,
და მენატრები მუდამ გინატრებ
ჩემი სიცოცხლის გასაგრძელებლად....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს