ფინიშის ხაზზე დავეცი და აღარაფერი გამიგია
ორი წამით გვიან რომ დავცემულიყავი, ეს დაცემა არაფერს შეცვლიდა, მაგრამ წავიქეცი მაშინ, როცა მენდობოდნენ, ჩემი იმედი ქონდათ. რას იფიქრებს ჩემზე პატრონი, როცა ასე მივლიდა, ცდილობდა საუკეთესო ვყოფილიყავი, ასე ამაყად იჯდა და მიმაქროლებდა... ხანდახან დგება დრო, როცა იცი, რომ არ უნდა შეგეშალოს, ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, როგორც საჭიროა. ეს მაშინ ხდება, როცა მარტო არ ხარ, როცა შენს იმედზე სხვებიც არიან, შენი ჯერათ და გენდობიან. ცხოვრება ყოველთვის გაძლევს შესაძლებლობას ახვიდე მწვერვალზე და იქიდან გადმოიხედო. ასეთი შესაძლებლობა მეც მომეცა, მაგრამ ვერ შევძელი გამოყენება. ახლა შეიძლებოდა ამაყად, თავაწეული მევლო ჩემს გახარებულ პატრონთან ერთად, მაგრამ აქ ვარ, დაძველებულ თავლაში, ჩემი პატრონი კი ალბათ ზის და დარდს სასმელში ახრჩობს, მე ვოცნებობ, რომ დროის უკან დაბრუნება შეიძლებოდეს, ის კი ფიქრობს, რომ ყველაფერი მისი ბრალია. სინამდვილეში ხომ მე დავმარცხდი. ზოგჯერ დგება დრო, როცა ირჩევ: ან ყველაფერი, ან არაფერი. მე ყველაფერი მინდოდა, მინდოდა მომეგო, ვყოფილიყავი გამარჯვებული, პატრონს იმედს ვაძლევდი, ვაჩვენებდი, რომ საუკეთესო ვარ, ყველაფერი მინდოდა, მაგრამ ისიც დავკარგე, რაც მქონდა, დავკარგე შესაძლებლობა. რას იფიქრებენ ახლა ჩემზე, ზოგს შევეცოდები, ზოგს კი ალბათ ვეზიზღები. ცხოვრება ასეთია, ხანდახან ერთის დაცემა ბევრის დაცემაა, ვიღაცის კი გამარჯვება. რას იფიქრებს ჩემი პატრონი, მის ოჯახს მისი ჯეროდა, მას-ჩემი, მე კი თავის მჯეროდა და დავმარცხდი, ჩემთან ერთად დამარცხდა ჩემი პატრონიც, მისი ოჯახი, მისი ქომაგები და მეგობრები, ყველა, ვინც ჩემზე ამყარებდა იმედებს. ხშირად ხდება ასე, ვისაც ძლიერად უნდა, ის ვერ იღებს, ვინც ფიქრობს, ოცნებობს ყოფნაზე, ის არ არის და უყურებს სხვას. ნეტავ ადამიანი ვყოფილიყავი, მეც შემძლებოდა ლაპარაკი, მივიდოდი ჩემს იმედდაკარგულ პატრონთან და დავარწმუნებდი, რომ ჩვენ კიდევ მოგვეცემა შესაძლებლობა. ვეტყოდი, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ, რომ რაც დღეს ვერ შევძელით ხვალ შევძლებთ, დავარწმუნებდი, რომ არ ღირს შეჩერება, არ ღირს დანებება.... ნეტავ ადამიანი ვყოფილიყავი. ყოველთვის ვეცდებოდი. არასდროს დავნებდებოდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ცხოვრება ყოველთვის გაძლევს შესაძლებლობა ახვიდე მწვერვალზე და იქიდან გადმოიხედო - მაინც მგონია რომ მწვერვალზე ასულს არ ეკადრება მწვერვალიდან "გადმოხედვა" , მწვერვალზე ასული იმას უნდა უყურებდეს რაც იქაა, ან მწვერვალის თავზე : ))
ცხოვრება ყოველთვის გაძლევს შესაძლებლობა ახვიდე მწვერვალზე და იქიდან გადმოიხედო - მაინც მგონია რომ მწვერვალზე ასულს არ ეკადრება მწვერვალიდან "გადმოხედვა" , მწვერვალზე ასული იმას უნდა უყურებდეს რაც იქაა, ან მწვერვალის თავზე : ))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|