ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიინ
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2014


***



ფანჯრიდან ვიხედები, გარეთ სიმწვანეა..... ხეები ჩემზე ახლოს არიან ცასთან....
ცა უღიმღამო, ბნელი და შუბლშეჭმუხნულია
ალბათ, გააბრაზეს სადღაც....
მცივა, მაგრამ ვერ ვცილდები ფანჯარასთან მოვარდნილი წვიმიანი ქარის
უხეშ ლაქლაქს.
წვიმს.... და მე მაინც გავდივარ გარეთ, ფეხშიშველი, ვიხედები მხოლოდ წინ და ვხვდები
უკან არაფერი დამრჩა....
ქარი მცემს სახეში, ტანზე გაცრეცილი სამოსი მეკვრის უფრო მჭიდროდ და ნაბიჯებს
სულ სადღაც ვკარგავ....
მაგიჟებს ეს ჩემი სისუსტე და ვჩემობ ძლიერებას, რომ ამ ქვეყნად არავისზე ნაკლები არ ვარ...
მუხლები მეკვეთება, არ მინდა გაჩერება, ზეცა განრისხდა  - იელვა სადღაც...
მივდივარ...
გზებზე ეკლებია, ტალახში სისხლი არ ჩანს...
ცამ უამინდობის ბადე გადაიცვა, შემდეგ კი ბინდიც გაცრა....
გზები ბილიკებმა ჩაანაცვლა...
გათოშილს დაღლილს, გზად დაკარგულს, ძალაც კი აღარ დამრჩა...
მხოლოდ რწმენის ამარ ვიხედები წინ და ვხედავ სამრეკლოზე როგონ რეკენ ზარებს
ახლაც...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები