ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეთუნა
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2014


* * *

ჩვენ წარსული ამოვავლეთ
ქოქოსის რძეში
და მომავალს ყვავილები ჩავაწანით
მზეჩამდგარ ფრთებში...
და არ იფიქრო
რამდენხანს გასტანს
ქოქოსის სიტკბო
და თუ შერჩება ყვავილები
მომავალს ფრთებში...
უკულელეს ჰანგს აყვება
თეძო და ტალღა,
ვიცეკვებთ ქართან...
მზე ჩასვლისას
პალმის რტოებს ააელვარებს,
მანამდე კი,
ქვიშას ურევს ლაჟვარდს და გუავას -
ჩვენ გვაფერადებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები