ბაბუს წვერები- ცრემლმორეულ ნაღველს იშრობდა, ბაბუს თვალები-წარსულიდან გამოყვა ლანდად, მახსოვს,რაც ბებომ წუთისოფლად მარტო დატოვა, მთელი სიცოცხლე გადაექცა წუხილად,დარდად...
და იდგა ეზოს გასასვლელთან,ქუხთა და მთვარე იმალებოდა მთების შუა,იქ სადაც ღმერთი ანგელოსების გალობასაც ჩუმად უსმენდა და სადაც მუდამ სიყვარულის სკდებოდა დენთი..
და იდგა ეზოს გასასვლელთან,და იდგა სევდა, ნაძვნარებს ფესვებს ულოკავდა ბებერი თრია, ნოემბრის თვეა,დეკემბერი ცდილობს გაგდებას ნოემბრის თვეა,მთელ ბილიკზე სიცოცხლე ყრია,
ყრია ფოთლებად,დარდობს ბაბუ,იმაზე დარდობს რომ ვეღარ შეძლო ერთ თაბახზე მთელი დარდების ლექსად დაწერა,ყოველ დილას საფლავის ქვასთან იდგა და ნაზად წყალს უსხავდა,იმ წითელ ვარდებს
რომელის ცოლის სასაფლაოს სტუმრობდა ხშირად, ბაბუს თვალები-მარტოობის სარკედ ქცეული, იჯდა ბაბუ და იხსენებდა ლამაზ დღეებსაც, იჯდა და ბაბუ და უციებდა გულ-მკერდს წყეული,
დეკემბრის ქარი,ცის გადაღმა ხმებოდა მთვარე, იდგა დუმილი,ბაბუს გულში დნებოდა ნელა, ბაბუს წვერები-ცრემლმორეულ ნაღველს იშრობდა, ხოლო მის გულში მარადჟამად ძალიან ბნელა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ,,ძალიან კარგი ლექსი ბაბუზე, სევდიანი, მაგრამ სასიამოვნო" - ვეთანხმები :) ,,ძალიან კარგი ლექსი ბაბუზე, სევდიანი, მაგრამ სასიამოვნო" - ვეთანხმები :)
6. ძალიან კარგი ლექსი ბაბუზე, სევდიანი, მაგრამ სასიამოვნო მოგონება-მიძღვნა! ძალიან კარგი ლექსი ბაბუზე, სევდიანი, მაგრამ სასიამოვნო მოგონება-მიძღვნა!
5. ვეთანხმები თეას.... ბოლო შეცვალე, ლექსმა ამიყოლია და გამათბო რაღაცნაირად ! 5 ვეთანხმები თეას.... ბოლო შეცვალე, ლექსმა ამიყოლია და გამათბო რაღაცნაირად ! 5
4. ბაბუაზე დაწერილი ლექსების დღეები მაქვს და შესაბამისად, გამეხარდა ახლა ამის ნახვა. მომეწონა კიდეც, ოღონდ ბოლოს ეს "მარადჟამად ძალიან ბნელა" არ მოუხდა, ასე მგონია. სოფელი გამახსენა მთლიანად ლექსმა და განსაკუთრებით "ბებერმა თრიამ". :)
ბაბუაზე დაწერილი ლექსების დღეები მაქვს და შესაბამისად, გამეხარდა ახლა ამის ნახვა. მომეწონა კიდეც, ოღონდ ბოლოს ეს "მარადჟამად ძალიან ბნელა" არ მოუხდა, ასე მგონია. სოფელი გამახსენა მთლიანად ლექსმა და განსაკუთრებით "ბებერმა თრიამ". :)
3. ავტორი: ზაზა-მუხა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
23 მაისი, 2014
მოგიკითხე დაკარგულო ავტორი: ზაზა-მუხა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
23 მაისი, 2014
მოგიკითხე დაკარგულო
2. გაწელილია, შემოკლება არ აწყენდა, ბაბუს სიყვარულში 5 გაწელილია, შემოკლება არ აწყენდა, ბაბუს სიყვარულში 5
1. ბაბუ.. :(( მენატრება მე ბაბუ..:(( თქვენ კი წარმატებები.. ++ ბაბუ.. :(( მენატრება მე ბაბუ..:(( თქვენ კი წარმატებები.. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|