გაყვითლებული, მოძველებული წიგნი ბევრ სხვა წიგნთან ერთად თაროზე დევს და ფურცლებზე სიამაყე ეტყობა. მან იცის თავის ფასი, დანიშნულება და ვალს პირნათლად ასრულებს უკვე მრავალი წელია. ის ამაყია, რადგან ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის ერთადერთი იარაღია. ალბათ რამდენი ადამიანის სულში ჩაუგდია ის ნაპერწკალი, რომელიც წლების მაძილზე ანათებდა მას. რამდენისთვის უჩვენებია ის სამყარო, ის ცხოვრება, რომელიც მასში ინახება. რამდენისთვის გაუნათებია გონება, ყველაფერი სხვანაირად დაუნახებია, რამდენი აუტირებია. რამდენის სულში ჩასულა და ზოგისაში კი სამუდამოდ დარჩენილა. თვითონ ისევ თაროზეა და ამაყია, თავისი სიტყვებით, გაუფერულებული ყდით, გაცვეთილი ფურცლებით ამაყობს, იმიტომ, რომ ეს ფურცლები კითხვაში გაიცვითა, ეს ყდა სიძველით გაუფერულდა და ეს სიტყვები დღესაც ფასობს, დროს უძლებს, სულს ასაზრდოებს, გულს აცოცხლებს და გონებას ანათებს. წიგნი თაროზეა და დუმს, რადგან მის სათქმელს სხვები ამბობენ, მისი მკითხველები, მისი აღზრდილები. ის მხოლოდ ფიქრობს, რადგან იცის, რომ მთავარი ფიქრია და ელოდება შემდეგ მკითხველს, რომ ისიც ჩააფიქროს. წიგნი ელოდება შემდეგ წარმოსახვას, რომელსაც გაშლის, შემდეგ გონებას, რომელსაც გაანათებს, შემდეგ სულს, რომელსაც განამტკიცებს, შემდეგ გულს, რომელსაც აიძულებს იგრძნოს და შემდეგ ცრემლს, რომელიც მის ბოლო ფურცელს დაასველებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მიხარია რომ წიგნს ასეთი კარგი მინიატურა მიეძღვნა<3 მიხარია რომ წიგნს ასეთი კარგი მინიატურა მიეძღვნა<3
1. კარგია ! ++ კარგია ! ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|