ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2014


თქვენს სამყაროს იქით

თქვენს სამყაროს იქით, სხვა სამყარო მაქვს
ცის უკიდეს სამყაროს
ვაებად თუ შფოთით
თქვენს სამყაროს იქით , თქვენს გარეშე ყოფნით

მირჩევნია სადაც, გზაც კი უსასრულოა
არაფერი მალული და არც  საიდუმლოა

თქვენს სამყაროს იქით, სხვა სამყარო მაქვს 
სადაც სიყვარულისთვის არავინ მოგკლავს
სადაც გაჭირვებული აქ უცნობი ცნებაა..
და უმთავრეს ღირსებად აქ პატივისცემაა 

გაცვეთილი ღიმილი - გაცვეთილი გრძნობაც
თქვენთან სიყვარულიც ხომ ვერ აგრძელებს ბრძოლას

გაამრუდეთ ყოველი 
ცხოვრებაც კი რთულია
თქვენს სამყაროს იქით, მხოლოდ სიყვარულია
შენ  კი მაინც აქ რჩები  თითქოს რაღაც გაკავებს
უკან არ იხედები თუმცა ვერც შლი ნაკვალებს

რადგან არ გიცხოვრია როგორც ადამიანი
როგორ გინდა გაქციო, ანგელოზი ფრთიანი?!


ან სად გაგიგონია ზეცად გაჩენილიყო
ანგელოზი სამოთხეში, უფრთოდ დარჩენილიყო?!

P.S  მხოლოდ თქვენს სამყაროში
                                 

























კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები