ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიის ქარონი
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2014


ტანგო სალსა


ქუჩის მოღეღილ მკერდზე,
ჩრდილს ვეცეკვები ტანგოს,
თუ შენთან ყოფნა შევძელ
აღარ დაგტოვებ მარტოს.

მოვეფერები სიოს,
გაბმულს მაგ თმების ქსელში,
და მერე გალაკტიონს
შევეპარები ლექსში.

მოვიპარავ და მოვალ
იასამნებით ხელში.
შენი კისკისი რომ არ, -
მე სხვა ვერაფრით შემშლი.

ქუჩის მოღეღილ მკერდზე,
ქარს ვეცეკვები სალსას,
თუ ერთხელ მოსვლა შევძელ,
ვერ მაიძულებ წასვლას.

25.05.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები