ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ ადამიანებს, აშორებთ პლანეტები. ერთი და იგივე თეფშებიდან ჭამენ ერთმანეთის ნერვებს, ერთი და იგივე ჭიქებიდან სვამენ ერთმანეთის სისხლს.
ან როგორ იტევს ვიწრო ოთახი კედლებში კოსმოსს, ან კიდევ ამდენ მეტეორიტს,- ამდენ ჭიქას, ამდენ ჩანგალს, ამდენ მფრინავ თეფშს? ამ ქაოსს რატომ ეძახის ხალხი მსოფლიო წესრიგს, ოჯახურ სითბოს.
სასაცილოა ყველაფერი: კარზე დაკაკუნების შემდეგ დასადგურებული სიჩუმეც, შემშრალებული ცრემლებიც, ნაჩქარევად მილაგებული ოთახიც, ნაძალადევი ღიმილიც და უკვე გამქრალი ძალადობის კვალიც.
სტუმარი დროებითი ზავია. ზავდება ტკივილი და მოვალეობა, ზავდება სასმელი, იკმაზება საჭმელები, იკაზმება უფროსი ქალიშვილიც, რადგან ამ სტუმარს სხვა უფრო სიმპატიური სტუმარიც ახლავს.
და ჩაღდება ქეიფი, რომელიც მაგონებს ბრძოლასა და ბრძოლას შორის მეომრების ღრეობას.
ჩაღდება ცეცხლიც, რომელშიც არაფერი იწვის, იცლება ჭიქები და ადამიანებიც იც(ვ)ლებიან.
სუფრის წევრების ლუღლუღი აგონიაში მყოფი მეომრის მონოლოგს მაგონებს, რომელსაც არავინ უსმენს.
სტუმრებსაც გაისტუმრებენ, ოთახიც დაიგვება, სუფრაც მილაგდება, აღიგვება პირისაგან მიწისა ლხენის ნაკვალევი და ყველა პლანეტა განლაგდება თავის ორბიტაზე.
როგორი პატარაა კოსმოსი! დიდი დათვი აგრძელებს ბრდღვინვას, პატარა დათვი ტორავს შეკაზმულ ირემს, რომელსაც არ ჰყოფნის გამბედაობა, რომ გადახტეს და იმ მეტეორს გამოენთოს, სუფრის ქვეშ რომ უწვავდა ფეხებს.
როგორი პატარები არიან ტელესკოპის მილში სხვა გალაქტიკის პლანეტები.
19:46 26.05.2014წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. 5+ სევდანარევი სინამდვილე ... 5+ სევდანარევი სინამდვილე ...
13. რა მძიმეა და რეალურიც, სამწუხაროდ. მომეწონა ძალიან.
"და ჩაღდება ქეიფი, რომელიც მაგონებს ბრძოლასა და ბრძოლას შორის მეომრების ღრეობას." :(
რა მძიმეა და რეალურიც, სამწუხაროდ. მომეწონა ძალიან.
"და ჩაღდება ქეიფი, რომელიც მაგონებს ბრძოლასა და ბრძოლას შორის მეომრების ღრეობას." :(
12. საინტერესოა საინტერესოა
11. ხშირად მიფიქრია კოსმოსური ამბებისა და ადამიანის იგივობაზე. ძალიან მაგარია. ხშირად მიფიქრია კოსმოსური ამბებისა და ადამიანის იგივობაზე. ძალიან მაგარია.
10. იფ. ინტერესო.............2 მაგარ!=)))) იფ. ინტერესო.............2 მაგარ!=))))
9. დიდი მადლობა, რომ კითხულობთ! ქეთ, მიჭირს დაგეთანხმოთ, რადგან ,,შემშრალი ცრემლები" ნიშნავს, რომ შეაშრება, მაგრამ შემშრალებული -ხელით რომ შეიმშრალებს ადამიანი. მეც ვიფიქრე საიტზე დადებამდე მაგ საკითხზე, მაგრამ არ შემიცვლია. ჯონათან, მართალი ბრძანდებით, შევცვლი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
დიდი მადლობა, რომ კითხულობთ! ქეთ, მიჭირს დაგეთანხმოთ, რადგან ,,შემშრალი ცრემლები" ნიშნავს, რომ შეაშრება, მაგრამ შემშრალებული -ხელით რომ შეიმშრალებს ადამიანი. მეც ვიფიქრე საიტზე დადებამდე მაგ საკითხზე, მაგრამ არ შემიცვლია. ჯონათან, მართალი ბრძანდებით, შევცვლი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
8. ძალიან მომეწონა! +++++ ძალიან მომეწონა! +++++
7. თითქოს საინტერესო სპექტაკლს ვუყურე ახლა პარტერიდან. ძალიან კარგი რეჟისურა. "სტუმარი დროებითი ზავია. ზავდება ტკივილი და მოვალეობა, ზავდება სასმელი, იკმაზება საჭმელები, იკაზმება უფროსი ქალიშვილიც"... თითქოს საინტერესო სპექტაკლს ვუყურე ახლა პარტერიდან. ძალიან კარგი რეჟისურა. "სტუმარი დროებითი ზავია. ზავდება ტკივილი და მოვალეობა, ზავდება სასმელი, იკმაზება საჭმელები, იკაზმება უფროსი ქალიშვილიც"...
6. მე მეომეწონა ეს განსხვავებულად დაჯერილ-დაწერილი ფიქრი არის მიგნებები სიგადაშიგ, ვაპლიუსებ მე მეომეწონა ეს განსხვავებულად დაჯერილ-დაწერილი ფიქრი არის მიგნებები სიგადაშიგ, ვაპლიუსებ
5. ერთი და იგივე თეფშებიდან ჭამენ ერთმანეთის ნერვებს, --ეს გამყვა
კარგი კადრებია, კარგი პარალელები, ცოტა ქაოსია ზოგ ადგილას დასალაგებელი და კარგია. +4 ერთი და იგივე თეფშებიდან ჭამენ ერთმანეთის ნერვებს, --ეს გამყვა
კარგი კადრებია, კარგი პარალელები, ცოტა ქაოსია ზოგ ადგილას დასალაგებელი და კარგია. +4
4. შემრალებული ცრემლებიც >>>>>>> ეს ჩაასწორე ასე - შემშრალი ცრემლებიც მგონი უკეთესი იქნება :)
განსხვავებულობა ვიგრძენი :) შემრალებული ცრემლებიც >>>>>>> ეს ჩაასწორე ასე - შემშრალი ცრემლებიც მგონი უკეთესი იქნება :)
განსხვავებულობა ვიგრძენი :)
3. როგორი პატარები არიან ტელესკოპის მილში სხვა გალაქტიკის პლანეტები.
+ ბევრი როგორი პატარები არიან ტელესკოპის მილში სხვა გალაქტიკის პლანეტები.
+ ბევრი
2. ცინცხალი ლექსი :)
კოსმოსი- ჩვენი საერთო სახლი ( არა ოჯახი).
საინტერესოა, ოღონდ ზოგ ადგილს მეტისმეტად ნაფიქრალობა ეტყობა.
" რომ განახორციელოს ნახტომი"- " რომ გადახტეს"
"სტუმარი დროებითი ზავია"- ეს რა კარგადაა მიგნებული.
სტროფებში სტრიქონების რაოდენობა შეგნებულადაა ასე არეული?
ქაოსია აქაც :)
ცინცხალი ლექსი :)
კოსმოსი- ჩვენი საერთო სახლი ( არა ოჯახი).
საინტერესოა, ოღონდ ზოგ ადგილს მეტისმეტად ნაფიქრალობა ეტყობა.
" რომ განახორციელოს ნახტომი"- " რომ გადახტეს"
"სტუმარი დროებითი ზავია"- ეს რა კარგადაა მიგნებული.
სტროფებში სტრიქონების რაოდენობა შეგნებულადაა ასე არეული?
ქაოსია აქაც :)
1. თემა აქიური, ოჯახსა და საყაროს შორის კარგი პარალელებია, პროზაში დადება უფრო მოუხდებოდა თემა აქიური, ოჯახსა და საყაროს შორის კარგი პარალელებია, პროზაში დადება უფრო მოუხდებოდა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|