ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
კარგა ხანს ვიბორიალე უბანში, რამოდენიმე მეზობელსაც მივადექი ფულის სასესხებლად, მაგრამ ამაოდ _ ლარიც ვერ ვიშოვე. არადა კატასტროფა ახლოვდებოდა. ის ის იყო, საცრემლე ჯირკვლებს დავუწყე წვალება, რომ თვალსაწიერის ბოლო დეციმეტრზე ჩემი ძმაკაცი(ვატულის შეყვარებული) დავლანდე და ოტებული ყიზილბაშივით დავედევნე. ფული არც მას უჭყაოდა, თუმცა იდეა აღმოაჩნდა, რამდენადაც მყარი, იმდენადვე გულისამრევი _ ბებიაჩემს ერთი ოქროს კბილი აქვს(კარგა ხანია შავი დღისთვის ვინახავ), წამოდი ამოვუღოთ და შენთვის დამითმიაო. რას ლაპარაკობ, შე ახვარო-მეთქი _ მრავლად შეურაცხვყე ძმაკაცი და წამოვედი. ნახევარ საათში დავურეკე _ წამო, განვკურნოთ ბებიაშენი პირის ღრუს სიყვითლისგან-მეთქი. არ შემეძლო მსგავსი საშინელების ყურება და სადარბაზოში დაველოდე. დაახლოებით ოც წუთში გამობრუნდა, ცხვირსახოცით სისხლში მოსვრილი კბილი გამომიწოდა და წარმატებები მისურვა. მართალია, თავს ყველაზე საშინელ ადამიანად ვგრძნობდი, მთელს სამყაროში, მაგრამ სუიციდზე ფიქრი რამოდენიმე დღით გადავდე და გავწიე ლომბარდისკენ. _ ას ოც ლარზე მეტს ვერაფრით მოგცემ! _ გაიგიჟა თავი ცხვირგრძელმა და მკერდმცირე გოგონამ. _ კი, მაგრამ ასე ცოტა რატომ გამოდის? _ თავი მოვისაწყლე. _ ბატონო, ეს ხომ ნაკეთობა არ არის _ ჯართის ფასის გადახდა შემიძლია მხოლოდ. _ რას ლაპარაკობ, გოგონი, ამისთანა სიბრძნის კბილია ჩამოსხმული და ამას არ ეძახი შენ ნაკეთობას? _ საშინლად გავვოცდი. უკანასკნელ წინადადებაზე ხმამაღლა გაეცინა, რამაც შედეგად ის მოიტანა, რომ ათი ლარიც წამიმატა და ლომბარდიდან გამოსულს მხოლოდ ას ოცდაათი ლარი, გატეხილი გული და თვითმკვლელობის იდეა გამაჩნდა. ამ სიტუაციაში კაზინოში წასვლა ყველაზე შესაფერ ქმედებად მივიჩნიე და ასეც მოვიქეცი. ჩემის აზრით, კაზინო ყველაზე ქართველთმოძულე დაწესებულებაა ჩვენს ქვეყანაში. აქ შეხვდებით საზოგადოების ყველა ფენას და რაღა თქმა უნდა საარსებო წყაროს დიდ ნაწილს ყველა იქ ტოვებს. მოთამაშეებში ასეთი გამოთქმაც არსებობს: მოგებული წაგებულია და წაგებული _ წყალწაღებულიო. ხშირად მიფიქრია იმაზე, რომელიმე მთავრობას სათამაშო დაწესებულებები რომ გაეუქმებინა, ვერცერთი მისი სოციალური პროექტი მოიტანდა უკეთეს შედეგს... პირადად მე ყველაზე მეტად რულეტკა მიზიდავს სათამაშოდ და დღესაც აღნიშნულ მანქანას მივუჯექი. საერთოდ, რულეტკასთან თამაშის მთელი ლოგიკა ულოგიკობაშია. სანამ ახალბედა ვიყავი, თითქმის ყოველთვის ვიგებდი, მაგრამ როგორც კი საქმეში მეხსიერება ჩაერთო, სწორედ იქ შეწყდა ჩემი წარმატებაც. მეხსიერება ყველაზე დიდი მტერია რულეტკის მოთამაშისთვის: დავუშვათ, ბოლოს ამოვიდა 32. შენ იღებ რამოდენიმე ციფრს და მათ შორის რვასაც(სრულიად შემთხვევით)... ამ დროს(ჰოი, საოცრებავ) 8 ამოვიდა სწორედ... მორჩა, მთელი ცხოვრება გემახსოვრება რომ 32-ის შემდეგ, ლოგიკურად, 8 უნდა მოვიდეს. ნებისმიერი სხვა ციფრის მოსვლას აპარატის მუხანათობას აბრალებ. თანდათანობით, ბევრი ასეთი ცრუკომბინაცია გელექება გონებაში და შენ ხდები ხელმოცარული. რამოდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, ვიღაც მომიჯდა მარჯვნიდან. ჯერ ჩემს მონიტორს დახედა და იქ რომ ვერაფერი აღმოაჩინა სახეირო, მერე მე ამომხედა მწუხარე გამომეტყველებით _ არ გაქვს ბრატ დღეს პალასა?-ო. _ რავი, ახლა დავჯექი, ამის დედაც-მეთქი. _ კიდევ 25 მოვიდა! _ მომისამძიმრა. _ ჰო, ვხედავ! _ ვუთხარი და ბურთულას ენა გამოვუყე _ გაგაფარჩაკებ-მეთქი. ის იყო, ოცლარიანი შევაცურე და ზეროსკენ მოვმართე თითი, მოულოდნელად უცნობმა ხელი გადმოყო და შვიდი ლარი დადო ჩვიდმეტზე _ ნახე, უეჭველად მოვაო. გაბრაზებულმა, დემონსტრაციულად გავაუქმე მისი ფსონი და ისევ ზერო ავიღე, მეზობელ ციფრებთან ერთად, თუმცა ეჭვმა შემიპყრო და სამი ლარი მაინც განვათავსე 17-ზე. _ ჩვიდმეტი რა, ხომ გითხარი, ჩვიდმეტი! _ იბღავლა ჩემმა მეზობელმა და მე სირცხვილით თავი ჩავკიდე. თუმცა ას რვა ლარი მაინც მოვიგე იმ გათამაშებაზე და არც ეს იყო ურიგო. _ ამის მერე დაგიჯერებ, ბრატ! _ დავამშვიდე ,,ბალეშჩიკი'' და ამით გათამამებულმა, ოთხ ცდაზე წამაგებინა ოთხმოცი ლარი. მერე ჩემი ტრიუმფის დროც დადგა: მთელი ტიერი ავიღე და განსაკუთრებით ციფრი 5 დავტვირთე. გაფაციცებით ვადევნებდი თვალს ბურთულას. ჯერ მოძრაობა შეანელა, მერე 14-ში ჩაგორდა, თუმცა ვერც იქ მოისვენა, განაგრძო გზა და ჩემს მიერ აღებული ციფრების მწკრივიდან სულ უკანასკნელში, 27-ში მოიკალათა. სიხარულისგან წამოვვარდი, მაგრამ როგორც კი ჩემს რეაქციას თვალი ჰკიდა, მაშინათვე ამოხტა და უკუმოძრაობა დაიწყო ახვარმა ბურთმა. ზედ 5-ის თავზე გამოელია ძალა, რაც იქნება იქნებაო, გაიფიქრა და ჩაეშვა ციფრში, რომელიც ყველაზე მეტად მაწყობდა. ოთხასი ლარი მოვიგე. ამის მერე გარდამავალი უპირატესობით წარიმართა ჩვენი ბრძოლა. ბოლოს დაღლა დამეტყო, ბურთულა კი სწორედ მაშინ შევიდა ეშხში. ნახევარ საათში მხოლოდ ოცი ლარი მედო ჯიბეში. მთლიანად 6-ზე განვათავსე, რაც სასტიკად გააპროტესტა ჩემმა ,,ბალეშჩიკმა.'' ხმაურზე დაცვის თანამშრომელი მოვიდა და კატეგორიულად მოგვთხოვა დაწესებულების დატოვება... სწორედ ამ დავიდარაბაში ვიყავით, როცა გავიგონე ხმა, რამაც უბედნიერეს ადამიანად მაგრძნობინა თავი _ სიქს, ბლექ! ფლიზ იორ ბეთს! _ უუტკბესი ხმით მომილოცა აპარატმა შვიდას ოცი ლარის მოგება და ამის პარალელურად, სამუდამოდ გამომაჭიტლაყეს იქედან. გარეთ გამოსვლისას, ჩემმა უცნობმა ,,ბალეშჩიკმა'' ჰონორარი შემახსენა _ ამდენი ხანი რომ მხურვალედ გგულშემატკივრობდი, კარგი ხომ იყო?!-ო. რაღას ვიზამდი _ ოცი ლარი გავუწოდე _ მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა-მეთქი, მაგრამ მეტი რომ აღარ შეიძლება, ისე ეწყინა. _ ბრატ, სხვანაირად კი არ გამიგო, მაგრამ აგერ, ბუდკაში ორმოცი ლარი მაქვს ვალი და კაცურად, ერთი ოცი ლარიც დამიმატე, თორემ შემჭამა იმ ოჯახქორმა!-ო. _ მოიცა რა, ათასი პრობლემა მაქვს, თუ ძმა ხარ!-მეთქი. _ სადაური ხარ, კაცურო კაცო, შენა?-ო. _ გურული!-მეთქი. _ აახ, მთლად ზემლიაკები ვყოფილვართ, ბიჭო, ჩემზე უფრო ჩოხატაურელი ჩოხატაურშიც არ დადის არავინ!-ო. _ მთელი გულით მახარებს შენი გურულობა, მაგრამ თავადაც ისე ძალიან მჭირდება ფული, რომ მეტს ვეღარ მოგცემ!-მეთქი, ვუთხარი და ზურგი შევაქციე. _ მოიცადე, სად მიდიხარ, ბიჭო, საუბრისას ზურგს რატომ მაქცევ? _ ტანსაცმელზე მომქაჩა. დარტყმაში მთელი ძალ-ღონე ჩავაქსოვე, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ _ არ წაქცეულა. სამაგიეროდ, ისეთი პასუხი დამიბრუნა, ყველა თანავარსკვლავედმა ერთდროულად ჩამირბინა თვალწინ და ორთავ ბეჭით გავეკარი მიწას. თფუ, შენ კაცი არ ყოფილხარო, მომაფურთხა კიდეც და გაიქცა. ნაცემსა და უზომოდ შეურაცხყოფილს. შვიდასი ლარი ისევ ხელუხლებლად მედო ჯიბეში და მხოლოდ ამით შემეძლო თავის დამშვიდება. ნერვიულობისგან ყელი მთლად გამიშრა და მაღაზიაში შევიარე ლუდის შესაძენად. გამოსვლისას, როგორც კი ბოთლი პირზე მოვიყუდე, ხალხის უზარმაზარი ტალღა დამეჯახა და წარმიტაცა. მალევე გავაცნობიერე, რომ რატომღაც, ადამიანთა იმ ჯგუფში ვიმყოფებოდი, რომელსაც მრავალგზის დიდი ჯგუფი მოსდევდა დედ-მამ-დედმამიშვილ-წინაპარ-მომავლის გინებით... რა ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ მეწყინა ეს ამბავი _ სასწრაფოდ განვერიდე დევნილ-მადევრებს და ტროტუარზე გავდექი სეირის საცქერლად. როგორც გაირკვა, პედარასტ-ლესბოსელების უფლებების დამცველთა აქციას თავს დასხმია პედარასტთმოძულე ქართველთა უზარმაზარი არმია და ,,ეოტნათ მტერი.'' _ მოდი აქ, სად გარბიხარ, შე ეშმაკის მოციქულო! _ დამფრთხალი მამათმავალი წინ გამოეგდო ვეება არგანით შეიარაღებულ მღვდელს და სწორედ ჩემსკენ მორბოდნენ. პედარასტს აქედან მეც შევუბღვირე და იმანაც მიგანა, მაგრამ არ გაუმართლა _ იმავ წამს, მამაომ არგანის მოკაუჭებული თავი გამოსდო ფეხში და ორივენი მტვრიან ქუჩაში გაგორდნენ. ცხოვრებაში პირველად ვესწრებოდი ღვთისმსახურის ბრძოლას ეშმაკის მოციქულთან და საშინლად გავხალისდი. _ მიდი, მამაო, ურქინე, მიადისკრიმინაციე, ეგ ჩათლახი, ეგა! _ ვაგულიანებდი ზეაღტაცებული და იმანაც ყურად იღო ჩემი რჩევა _ მეტოქეს ცხვირ-პირში დაუშინა თავი. თავის მხრივ მამათმავალმაც გაიბრძოლა და ზემოდან მოექცა მამაოს, თუმცა კისერი გაეხლართა ჯვრის სატარებლად ჩამოკონწიალებულ ვერცხლის ჯაჭვში და ამაოდ ცდილობდა თავდახსნას. ბოლოს, ძალიან რომ შეწუხდა, იკადრა ხელის გამოღება _ ერთი ხელით წვერებში ჩააფრინდა მამაოს. მეორეთი კი _ თვალებში. მამაომ უცებ გამონახა კონტრილეთი და მკლავზე უკმინა. პედარასტმა ერთი საზარლად დაიწივლა, როგორღაც მოახერხა ჯაჭვისგან თავის დაძვრენა და წამოხტა, მაგრამ მამაომ ქამარში წაავლო ხელი და აღარ მისცა გაქცევის საშუალება. სანამ მიწაზე გორაობდნენ, არავის მიუქცევია მათთვის ყურადღება, მაგრამ ფეხზე მდგომიარეებმა რომ განაგრძეს ჩხუბი, მაშინ კი დაიძრნენ ქართველი პატრიოტები პედარასტის ჩასაქოლად, რაც პოტენციურმა მსხვერპლმაც შენიშნა და სხვა რომ ვეღარაფერი იღონა, მღვდელს მუცელში ჩაარტყა თავი, თავად კი ზეადამიანური სისწრაფით მოკურცხლა. წელში ორადმოხრილი მამაო მკლავებზე გადამესვენა.
(შემდეგ თავში დავამთავრებ)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ეს ყველაზე მაგარი ნაწილია!
საოცარი იუმორით დაწერილი, ყველა ხუმრობა ისეა მორგებული შინაარს რომ გაოგნებული ვარ, ყოჩაღ ! ბებია კი შემეცოდა თავისი ოქროს კბილით, მაგრამ ამად ღირდა, ეშმაკი მამათმავლებისა და ანგელოზი მღვდლების შეტაკება ალეგორიად აღვიქვი და კიდევ უფრო დიდი სიამოვნება მივიღე.
წერის კუტურაზე აღარ ვიტყვი არაფერს, რადგან საოცრად სუფთად წერ, ძალიან ლამაზი ფრაზებით და კოგიკური წყვეტა არსად შემინიშნავს. ველოდი ამ ნაწარმოებშიც ასეთ თავს ))) ეს ყველაზე მაგარი ნაწილია!
საოცარი იუმორით დაწერილი, ყველა ხუმრობა ისეა მორგებული შინაარს რომ გაოგნებული ვარ, ყოჩაღ ! ბებია კი შემეცოდა თავისი ოქროს კბილით, მაგრამ ამად ღირდა, ეშმაკი მამათმავლებისა და ანგელოზი მღვდლების შეტაკება ალეგორიად აღვიქვი და კიდევ უფრო დიდი სიამოვნება მივიღე.
წერის კუტურაზე აღარ ვიტყვი არაფერს, რადგან საოცრად სუფთად წერ, ძალიან ლამაზი ფრაზებით და კოგიკური წყვეტა არსად შემინიშნავს. ველოდი ამ ნაწარმოებშიც ასეთ თავს )))
24. ჩემის აზრით, კაზინო ყველაზე ქართველთმოძულე დაწესებულებაა ჩვენს ქვეყანაში.
ეს მოგიწონე, მეც მაგ აზრის ვარ! ჩემის აზრით, კაზინო ყველაზე ქართველთმოძულე დაწესებულებაა ჩვენს ქვეყანაში.
ეს მოგიწონე, მეც მაგ აზრის ვარ!
23. მშვენიერია! პერსონაჟი კრებითი სახეა ბევრი ჩვენი თანამემამულის სამწუხაროდ, თუმცა ნამეტანად ,,დატვირთულია" ცუდი თვისებებით, ,,ყველაფერი ერთშია" ერთგვარად, მაგრამ ამავდროულად იმდენად ბუნებრივადაა დახატული, რომ ავტორი ყველა სიტყვას გვაჯერებს. რაც შეეხება დისკუსიას კომენტარებში, ჩემთვის ავტორი სრულიად თავისუფალია და ვერავინ ვერაფერს შეედავება. თუნდაც ედავონ, ვერაფერს დააკლებენ. ჰენრი მილერს ,,კირჩხიბის ტროპიკისთვის" ყურებზე დააჭრეს ნეტა ხახვი? ისე დამამცირებლად ლაპარაკობს ებრაელებზე მისი გმირი, მაგრამ ბესტსელერია წიგნი და არც არავის აუკრძალავს და ,,ურია" ,,იუდეველით" არც ერთ გამომცემელს შეუცვლია, რამდენადაც ვიცი. ისე კი რაღა დაგიმალოთ და მენანება ასე მალე დასამთავრებლად ეს მოთხრობა. მშვენიერია! პერსონაჟი კრებითი სახეა ბევრი ჩვენი თანამემამულის სამწუხაროდ, თუმცა ნამეტანად ,,დატვირთულია" ცუდი თვისებებით, ,,ყველაფერი ერთშია" ერთგვარად, მაგრამ ამავდროულად იმდენად ბუნებრივადაა დახატული, რომ ავტორი ყველა სიტყვას გვაჯერებს. რაც შეეხება დისკუსიას კომენტარებში, ჩემთვის ავტორი სრულიად თავისუფალია და ვერავინ ვერაფერს შეედავება. თუნდაც ედავონ, ვერაფერს დააკლებენ. ჰენრი მილერს ,,კირჩხიბის ტროპიკისთვის" ყურებზე დააჭრეს ნეტა ხახვი? ისე დამამცირებლად ლაპარაკობს ებრაელებზე მისი გმირი, მაგრამ ბესტსელერია წიგნი და არც არავის აუკრძალავს და ,,ურია" ,,იუდეველით" არც ერთ გამომცემელს შეუცვლია, რამდენადაც ვიცი. ისე კი რაღა დაგიმალოთ და მენანება ასე მალე დასამთავრებლად ეს მოთხრობა.
22. ჯაფარა 77 კომენტარებს მხოლოდ მაშინ წერს როცა აკრიტიკებს ვინმეს თუ მოეწონა იქ არაფერს არ წერს ხო არ შეაქებს ვინმეს რა პონტია :)) რავი მე ასეთი შთაბეჭდილება დამრაჩა (არა ის არ იფიქროთ ეხლა თიტქოს იმიტომ ვწერ რომ მე გამაკრიტიკა ვაფშე არ მინახავ ამის კომენტარი ჩემს ლექსზე მე მარა ასე თუ ისე შემხვედრია ბევრჯერ) მომიტევეთ სიტყვით რომ გამოვედი
არც ცერტილი დამივიწყებია არც მძიმე პროსტა დამეზარა :)) ჯაფარა 77 კომენტარებს მხოლოდ მაშინ წერს როცა აკრიტიკებს ვინმეს თუ მოეწონა იქ არაფერს არ წერს ხო არ შეაქებს ვინმეს რა პონტია :)) რავი მე ასეთი შთაბეჭდილება დამრაჩა (არა ის არ იფიქროთ ეხლა თიტქოს იმიტომ ვწერ რომ მე გამაკრიტიკა ვაფშე არ მინახავ ამის კომენტარი ჩემს ლექსზე მე მარა ასე თუ ისე შემხვედრია ბევრჯერ) მომიტევეთ სიტყვით რომ გამოვედი
არც ცერტილი დამივიწყებია არც მძიმე პროსტა დამეზარა :))
21. ავტორო, გეყოფა რა თავის მამართლებელი ”ფაქტების” ძებნა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვითონ სიტყვასაც არასწორად წერ, თუნდაც ბრჭყალებში წერდე, მაინც გეტყობა რომ არ იცი სწორი ტერმინი.
"პედერასტი" - ეს არის სწორი. ვისი სიტყვების ციტირება მოახდინეთ უნდა მიაწეროთ ხოლმე, რადგან ღმერთმა იცის ეგ ავტორიტეტულმა პირმა თქვა თუ ვიღაც ღლაბუცა "ობივაწელმა".
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%B5%D0%B4%D0%B5%D1%80%D0%B0%D1%81%D1%82%D0%B8%D1%8F
აქ ნახე. ბევრ საინტერესო რამეა.
ავტორო, გეყოფა რა თავის მამართლებელი ”ფაქტების” ძებნა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვითონ სიტყვასაც არასწორად წერ, თუნდაც ბრჭყალებში წერდე, მაინც გეტყობა რომ არ იცი სწორი ტერმინი.
"პედერასტი" - ეს არის სწორი. ვისი სიტყვების ციტირება მოახდინეთ უნდა მიაწეროთ ხოლმე, რადგან ღმერთმა იცის ეგ ავტორიტეტულმა პირმა თქვა თუ ვიღაც ღლაბუცა "ობივაწელმა".
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%B5%D0%B4%D0%B5%D1%80%D0%B0%D1%81%D1%82%D0%B8%D1%8F
აქ ნახე. ბევრ საინტერესო რამეა.
20. ,,პიდარასტი - ასე უწოდებენ ქართველი მოქეიფე, ღიპიანი კაცები იმ გაიძვერებს, რომლებიც საჯდმოსაც არ იშურებენ სხვისთვის. 2005 წლის აღწერით პიდარასტთა 99% იაღოველი იყო, ეს რიცხვი შეიცვალა 2010 წელს - 98 %. პიდარასტობას შეიძლება ითქვას, რომ დასაბამი დაუდო ვინმე ღუტუ ბაბილონელმა, რომელმაც გაუსაძლისი უქალობის დროს ალტერნატივა გამოძებნა. ცნობილი პიდარასტები საქართველოში: სუდია, გრძელთმიანი და საყურიანი ბიჭები, ნებისმიერი ბლანჟეიანი მამაკაცი და არც სააკაშვილზე ამბობენ კაის. მაგენის ქვეყანა: ჰოლანდია, აშშ და ახლა უნდებიან, რომ ჩვენთანაც შემეიტანონ.''
ჩემი სიტყვები არ არის _ ერთერთ საიტზე წავაწყდი:))))) ,,პიდარასტი - ასე უწოდებენ ქართველი მოქეიფე, ღიპიანი კაცები იმ გაიძვერებს, რომლებიც საჯდმოსაც არ იშურებენ სხვისთვის. 2005 წლის აღწერით პიდარასტთა 99% იაღოველი იყო, ეს რიცხვი შეიცვალა 2010 წელს - 98 %. პიდარასტობას შეიძლება ითქვას, რომ დასაბამი დაუდო ვინმე ღუტუ ბაბილონელმა, რომელმაც გაუსაძლისი უქალობის დროს ალტერნატივა გამოძებნა. ცნობილი პიდარასტები საქართველოში: სუდია, გრძელთმიანი და საყურიანი ბიჭები, ნებისმიერი ბლანჟეიანი მამაკაცი და არც სააკაშვილზე ამბობენ კაის. მაგენის ქვეყანა: ჰოლანდია, აშშ და ახლა უნდებიან, რომ ჩვენთანაც შემეიტანონ.``
ჩემი სიტყვები არ არის _ ერთერთ საიტზე წავაწყდი:)))))
19. " მეორე ნაწილში კი კიდევ ერთხელ შემზიზღდა ქართული რეალობა, ორივე მხარის საქციელის გამო, განსაკუთრებით თავდამსხმელის გამო, რომელსაც ალბათ სამაგალითო ჰგონია თავისი საქციელი." - ალბათ ჯაფარას ეს სიტყვები ადასტურებს, რომ ეს ნაწარმოები არ არის ძალადობის წამახალისებელი. :) ნუ მე ასე მგონია. მაგალითად ავტორი, რომელიც წერს ნაწარმოებს რეალობაზე, მაგალითად რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე, ვერ აუვლის გვერდს ისეთი პერსონაჟის დახატვას, რომელიც თავის მეტყველებაში იყენებს სიტყვას "თათარი". ეს არ ნიშნავს, რომ ავტორიც იზიარებს ამ პერსონაჟის დამოკიდებულებას. მთავარია რას წარმოადგენს ნაწარმოების საბოლოო მიზანი, რომელსაც ემსახურება პერსონაჟების მეტყველება და ქცევა. " მეორე ნაწილში კი კიდევ ერთხელ შემზიზღდა ქართული რეალობა, ორივე მხარის საქციელის გამო, განსაკუთრებით თავდამსხმელის გამო, რომელსაც ალბათ სამაგალითო ჰგონია თავისი საქციელი." - ალბათ ჯაფარას ეს სიტყვები ადასტურებს, რომ ეს ნაწარმოები არ არის ძალადობის წამახალისებელი. :) ნუ მე ასე მგონია. მაგალითად ავტორი, რომელიც წერს ნაწარმოებს რეალობაზე, მაგალითად რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე, ვერ აუვლის გვერდს ისეთი პერსონაჟის დახატვას, რომელიც თავის მეტყველებაში იყენებს სიტყვას "თათარი". ეს არ ნიშნავს, რომ ავტორიც იზიარებს ამ პერსონაჟის დამოკიდებულებას. მთავარია რას წარმოადგენს ნაწარმოების საბოლოო მიზანი, რომელსაც ემსახურება პერსონაჟების მეტყველება და ქცევა.
18. საინტერესო იქნება გაგრძელებაც...:-* საინტერესო იქნება გაგრძელებაც...:-*
17. უცნაური შეგრძნება დამეუფლა ამ კომენტარების წაკითხვისას:
ნეფერტარის რჩევა ყურადსაღებია და შესაძლოა გავითვალისწინო კიდეც, საბოლოო ვარიანტის შემუშავებისას, მაგრამ...
მე ქართველი ვარ და ჯერ თვალითაც არ მინახავს ქართველი, ვისაც მეტყველებაში ,,მამათმავალი'' გამოეყენებინოს. ეს ბიჭი კი ტიპიური ქართველია, ოღონდ რადიკალიზმი არ ახასიათებს, თუმცა ყველა საკითხზე ისეთი შეხედულება აქვს, რიგით ქართველს რომ აქვს დღეს... მეგობრებო, მე ისეც შემიძლია წერა, ერთი ბარბარიზმიც რომ არ გამოვიყენო, მაგრამ ეს ხომ ტყუილი იქნება ეპოქის წინაშე...
ისე კი დარწმუნებული ვარ, ამქვეყნად ყველაზე ნაკლებად მე მომწონს ეს ნაწარმოები... (თავმდაბლობის გამო არ ვამბობ)
ჯაფარა, ავტორი აქ არსად საუბრობს.
მადლობა ყველას! უცნაური შეგრძნება დამეუფლა ამ კომენტარების წაკითხვისას:
ნეფერტარის რჩევა ყურადსაღებია და შესაძლოა გავითვალისწინო კიდეც, საბოლოო ვარიანტის შემუშავებისას, მაგრამ...
მე ქართველი ვარ და ჯერ თვალითაც არ მინახავს ქართველი, ვისაც მეტყველებაში ,,მამათმავალი`` გამოეყენებინოს. ეს ბიჭი კი ტიპიური ქართველია, ოღონდ რადიკალიზმი არ ახასიათებს, თუმცა ყველა საკითხზე ისეთი შეხედულება აქვს, რიგით ქართველს რომ აქვს დღეს... მეგობრებო, მე ისეც შემიძლია წერა, ერთი ბარბარიზმიც რომ არ გამოვიყენო, მაგრამ ეს ხომ ტყუილი იქნება ეპოქის წინაშე...
ისე კი დარწმუნებული ვარ, ამქვეყნად ყველაზე ნაკლებად მე მომწონს ეს ნაწარმოები... (თავმდაბლობის გამო არ ვამბობ)
ჯაფარა, ავტორი აქ არსად საუბრობს.
მადლობა ყველას!
16. გკითხულობ. ველოდები. )) გკითხულობ. ველოდები. ))
15. ალბათ ბედნიერი უნდა ვიყო ამ ამბით.
ეგება ასეცაა და ჯერ ვერ აღვიქვამ უბრალოდ.
მაინც გმადლობ ალბათ ბედნიერი უნდა ვიყო ამ ამბით.
ეგება ასეცაა და ჯერ ვერ აღვიქვამ უბრალოდ.
მაინც გმადლობ
14. ჰო, იმასაც დავამატებ, რომ პირველად მომეწონა ჯაფარა77-ის კომენტარი.
ჰო, იმასაც დავამატებ, რომ პირველად მომეწონა ჯაფარა77-ის კომენტარი.
13. აი, როგორ არ მინდოდა ამ პოლემიკის გაგრძელება... მაგრამ თანანას ისეთ პატივს ვცემ რომ ვერ დავტოვებ უპასუხოდ.
თანანა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რადგან ის უკვე მიღებულია და იურდიულ სივრცეში არსებობს. აი, როგორ არ მინდოდა ამ პოლემიკის გაგრძელება... მაგრამ თანანას ისეთ პატივს ვცემ რომ ვერ დავტოვებ უპასუხოდ.
თანანა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რადგან ის უკვე მიღებულია და იურდიულ სივრცეში არსებობს.
12. იურისტი არ გახლავართ, მაგარამ, დავუშვათ, (პილიგრიმს ჯვარი წერია და...) სასამართლოში გაირჩეს ეს საქმე, საინტერესოა. რომელი უფრო მაღლა დადგება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება თუ ანტიდისკრიმინაციული კანონი?..
იურისტი არ გახლავართ, მაგარამ, დავუშვათ, (პილიგრიმს ჯვარი წერია და...) სასამართლოში გაირჩეს ეს საქმე, საინტერესოა. რომელი უფრო მაღლა დადგება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება თუ ანტიდისკრიმინაციული კანონი?..
11. პერსონაჟს ნებისმიერი ტერმინის გამოყენების უფლება აქვს მაგრამ:
როგორც გაირკვა, პედარასტ-ლესბოსელების უფლებების დამცველთა აქციას თავს დასხმია პედარასტთმოძულე ქართველთა უზარმაზარი არმია და ,,ეოტნათ მტერი.'' ეს პერსონაჟის სიტყვები არაა ტექსტში
კაზინო იდეალურად იყო დახატული, მეორე ნაწილში კი კიდევ ერთხელ შემზიზღდა ქართული რეალობა, ორივე მხარის საქციელის გამო, განსაკუთრებით თავდამსხმელის გამო, რომელსაც ალბათ სამაგალითო ჰგონია თავისი საქციელი.
წინა თავები არ წამიკითხავს, მაგრამ ამ ნაწილიდან ვიტყვი რომ ავტორს კარგი იუმორი და თხრობის კარგი მანერა აქვს, ფანტაზიაც რათქმაუნდა. +4 პერსონაჟს ნებისმიერი ტერმინის გამოყენების უფლება აქვს მაგრამ:
როგორც გაირკვა, პედარასტ-ლესბოსელების უფლებების დამცველთა აქციას თავს დასხმია პედარასტთმოძულე ქართველთა უზარმაზარი არმია და ,,ეოტნათ მტერი.`` ეს პერსონაჟის სიტყვები არაა ტექსტში
კაზინო იდეალურად იყო დახატული, მეორე ნაწილში კი კიდევ ერთხელ შემზიზღდა ქართული რეალობა, ორივე მხარის საქციელის გამო, განსაკუთრებით თავდამსხმელის გამო, რომელსაც ალბათ სამაგალითო ჰგონია თავისი საქციელი.
წინა თავები არ წამიკითხავს, მაგრამ ამ ნაწილიდან ვიტყვი რომ ავტორს კარგი იუმორი და თხრობის კარგი მანერა აქვს, ფანტაზიაც რათქმაუნდა. +4
10. პასუხი მე-8 და მე-9 კომენტარს:
რაკი ავტორი წერს, პასუხი ავტორს მოეთხოვება. ავტორი გმირს როგორც უნდა ისე ალაპარაკებს უნდა უწმაწურად, უნდა ვარდის სურნელს აფრქვევინებს პირიდან. მე ვფიქრობ რომ ავტორი ყოველთვის გამოხატავს თავის პოზიციას ნაწარმოებში - IMHO. მეორეც, აქამდე სპეციალური კანონი არ არსებობდა, ახლა არსებობს და თუ ამას ვინმე ლ.გ.ტ.ბ. წაიკითხავს, - ავტორს პრობლემა შეექნება და არა მგონია რომ მხარდამჭერმა კომენტატორებმა მისი ინტერესები დაიცვან სასამართლოში. მესამეც ივნისის ბოლოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ეწერება ხელი და ცოტა სხვანაირად ამოიყურება ეს ერთი შეხედვით უწყინარი სარკაზმი. ევროპა რომ მოგწონთ პარიზი, ამსტერდამი ბარსელონა და მილანი, სწორედ ეგენი გეუბნებიან რომ შეურაცხმყოფელად არ მოიხსენიო განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებიო. აქ კი, კონკრეტულ აბზაცში, კონკრტულად ჟღერს დამამცირებელი სტატუსი. აბა თუ ბიჭი ხარ ინგლისში ან საფრანგეთში "ნიგერი" დაუძახე შავკანიანს, - რა დღეშიც ჩავარდებით ნურავის გაუმხელთ. :) უნდა თქვათ და დაწეროთ "ფერადკანიანი" ("ქალარ"). ეს სისხლის სამართლის კოდექსიც საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებით დაიწერა და ამიტომ შეიცვალა "ის" სიტყვა - "ამ" სიტყვით.
მე ამას ვგულისხმობ, თორემ რაც გინდათ ის წერეთ, ჩემი რა მიდის რო? =)))
სტატუსი: ეს კომენტარი მოიწონა... ევროკავშირმა.
პასუხი მე-8 და მე-9 კომენტარს:
რაკი ავტორი წერს, პასუხი ავტორს მოეთხოვება. ავტორი გმირს როგორც უნდა ისე ალაპარაკებს უნდა უწმაწურად, უნდა ვარდის სურნელს აფრქვევინებს პირიდან. მე ვფიქრობ რომ ავტორი ყოველთვის გამოხატავს თავის პოზიციას ნაწარმოებში - IMHO. მეორეც, აქამდე სპეციალური კანონი არ არსებობდა, ახლა არსებობს და თუ ამას ვინმე ლ.გ.ტ.ბ. წაიკითხავს, - ავტორს პრობლემა შეექნება და არა მგონია რომ მხარდამჭერმა კომენტატორებმა მისი ინტერესები დაიცვან სასამართლოში. მესამეც ივნისის ბოლოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ეწერება ხელი და ცოტა სხვანაირად ამოიყურება ეს ერთი შეხედვით უწყინარი სარკაზმი. ევროპა რომ მოგწონთ პარიზი, ამსტერდამი ბარსელონა და მილანი, სწორედ ეგენი გეუბნებიან რომ შეურაცხმყოფელად არ მოიხსენიო განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებიო. აქ კი, კონკრეტულ აბზაცში, კონკრტულად ჟღერს დამამცირებელი სტატუსი. აბა თუ ბიჭი ხარ ინგლისში ან საფრანგეთში "ნიგერი" დაუძახე შავკანიანს, - რა დღეშიც ჩავარდებით ნურავის გაუმხელთ. :) უნდა თქვათ და დაწეროთ "ფერადკანიანი" ("ქალარ"). ეს სისხლის სამართლის კოდექსიც საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებით დაიწერა და ამიტომ შეიცვალა "ის" სიტყვა - "ამ" სიტყვით.
მე ამას ვგულისხმობ, თორემ რაც გინდათ ის წერეთ, ჩემი რა მიდის რო? =)))
სტატუსი: ეს კომენტარი მოიწონა... ევროკავშირმა.
9. ავტორის მიერ დასმულ ბოლო შეკითხვაზე მე ასეთი პასუხი მაქვს (თუ რა თქმა უნდა, ზოგადად დასვა შეკითხვა): ვფიქრობ, მხატვრულ ლიტერატურაში პერსონაჟს ნებისმიერი სიტყვის გამოყენება შეუძლია, იმდენად, რამდენადაც ეს სიტყვა ეხმარება ავტორს, დახატოს კონკრეტული პერსონაჟის სახე, ხასიათი, მსოფლმხედველობა. თუ პერსონაჟი არის ჰომოფობი, ის რა თქმა უნდა, არ ეცდება, რომ კორექტული სიტყვა უწოდოს ჰომოსექსუალს. ცალკეული პერსონაჟების ქცევას და მეტყველებას მკაცრად გავმიჯნავდი ზოგადად ნაწარმოების საერთო შინაარსისგან, მიზნისგან და ა.შ. ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის. არაკორექტულობის გამო შეიძლება საყვედური ვუთხრათ პუბლიცისტური ნარკვევის, საგაზეთო სტატიის ავტორს, თოქ-შოუს წამყვანს და ა.შ., მაგრამ არა მხატვრული ნაწარმოების ავტორს - პერსონაჟის მეტყველების გამო. ასე მგონია მე, პილიგრიმო. :) ავტორის მიერ დასმულ ბოლო შეკითხვაზე მე ასეთი პასუხი მაქვს (თუ რა თქმა უნდა, ზოგადად დასვა შეკითხვა): ვფიქრობ, მხატვრულ ლიტერატურაში პერსონაჟს ნებისმიერი სიტყვის გამოყენება შეუძლია, იმდენად, რამდენადაც ეს სიტყვა ეხმარება ავტორს, დახატოს კონკრეტული პერსონაჟის სახე, ხასიათი, მსოფლმხედველობა. თუ პერსონაჟი არის ჰომოფობი, ის რა თქმა უნდა, არ ეცდება, რომ კორექტული სიტყვა უწოდოს ჰომოსექსუალს. ცალკეული პერსონაჟების ქცევას და მეტყველებას მკაცრად გავმიჯნავდი ზოგადად ნაწარმოების საერთო შინაარსისგან, მიზნისგან და ა.შ. ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის. არაკორექტულობის გამო შეიძლება საყვედური ვუთხრათ პუბლიცისტური ნარკვევის, საგაზეთო სტატიის ავტორს, თოქ-შოუს წამყვანს და ა.შ., მაგრამ არა მხატვრული ნაწარმოების ავტორს - პერსონაჟის მეტყველების გამო. ასე მგონია მე, პილიგრიმო. :)
8. ვეებერთელა მადლობას მოგახსენებთ მეგობრებო. განსაკუთრებით ნეფერტარს, რადგან კანონებში გამარკვია, მაგრამ ერთი შეკითხვაც მაქვს: თუ გმირი იყენებს მეტყველებაში კომუნისტურ სიტყვა ,,პედარასტს" მაინც დაუშვებელია? ვეებერთელა მადლობას მოგახსენებთ მეგობრებო. განსაკუთრებით ნეფერტარს, რადგან კანონებში გამარკვია, მაგრამ ერთი შეკითხვაც მაქვს: თუ გმირი იყენებს მეტყველებაში კომუნისტურ სიტყვა ,,პედარასტს" მაინც დაუშვებელია?
7. პილიგრიმო, ნამეტნავად მომეწონა შენი მაკვარანცხი იუმორი! ლამის ქვეყნის ყოფნა-არყოფნის სიმაღლემდე აყვანილ- დაყვანილ საკითხზე კარგი გროტესკი გაქვს, ლგბტ-სა და მმკ-ს "ცეკვა ხანჯლურის" ეპიზოდში, სადაც ორივე მხარის "თანამდებობისათვის შეუფერებლობა" აშკარად ჩანს... კაზინოში კაცის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ზუსტად გაქვს დაჭერილი... ერთი სიტყვით, სამივეს გელოდებით გაგრძელებაში - შენს წარმოსახვას, იუმორს და ფინალს!!! პილიგრიმო, ნამეტნავად მომეწონა შენი მაკვარანცხი იუმორი! ლამის ქვეყნის ყოფნა-არყოფნის სიმაღლემდე აყვანილ- დაყვანილ საკითხზე კარგი გროტესკი გაქვს, ლგბტ-სა და მმკ-ს "ცეკვა ხანჯლურის" ეპიზოდში, სადაც ორივე მხარის "თანამდებობისათვის შეუფერებლობა" აშკარად ჩანს... კაზინოში კაცის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ზუსტად გაქვს დაჭერილი... ერთი სიტყვით, სამივეს გელოდებით გაგრძელებაში - შენს წარმოსახვას, იუმორს და ფინალს!!!
6. "პედარასტ"- ამ ტერმინზე პრობლემა გექნება. როგორც ტერმინი, კომუნისტების სისხლის სამართლის კოდექსში იყო, ახლა აღარ არსებობს. დღეს არის ასე:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი:
მუხლი 138. სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
1. მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე. 2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე. ანუ თუ მაინც და მაინც გინდა, უნდა ისარგებლო ტერმინით "მამათმავალი". საფუძვლად კანონი მაინც აქვს სხვა თუ არაფერი. "პედარასტ"- ამ ტერმინზე პრობლემა გექნება. როგორც ტერმინი, კომუნისტების სისხლის სამართლის კოდექსში იყო, ახლა აღარ არსებობს. დღეს არის ასე:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი:
მუხლი 138. სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
1. მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე. 2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე. ანუ თუ მაინც და მაინც გინდა, უნდა ისარგებლო ტერმინით "მამათმავალი". საფუძვლად კანონი მაინც აქვს სხვა თუ არაფერი.
5. მოკლედ ველოდები გაგრძელებას, მაგრამ ვკითხულობდი და ვფიქრობდი: სადაც მიდიხარ, წადი კაცო იქეთ:DDDD რას გამოედები ყველაფერს და სანამ შარს არ აიკიდებ, არ გაჩერდები????
ნაწარმოებზე ვამბობ პილიგრიმ და შენზე არ გეგონოს)))
და კიდევ: ველოდები სათაურში ნახსენებ "დაღლილ ვირებს" ...რადგან ბრჭყალებში არ წერია.
კაზინოს ეპიზოდი მომეწონა განსაკუთრებით მეც.
მოკითხვა ავტორს და წარმატებები მოკლედ ველოდები გაგრძელებას, მაგრამ ვკითხულობდი და ვფიქრობდი: სადაც მიდიხარ, წადი კაცო იქეთ:DDDD რას გამოედები ყველაფერს და სანამ შარს არ აიკიდებ, არ გაჩერდები????
ნაწარმოებზე ვამბობ პილიგრიმ და შენზე არ გეგონოს)))
და კიდევ: ველოდები სათაურში ნახსენებ "დაღლილ ვირებს" ...რადგან ბრჭყალებში არ წერია.
კაზინოს ეპიზოდი მომეწონა განსაკუთრებით მეც.
მოკითხვა ავტორს და წარმატებები
4. ვერ ვხვდები, იმ წამს დაწერილი რატომ უნდა გამოაქვეყნო,მაგრამ ეს სხვა თემაა
შენარჩუნებულია წინა თავების მუხტი ვერ ვხვდები, იმ წამს დაწერილი რატომ უნდა გამოაქვეყნო,მაგრამ ეს სხვა თემაა
შენარჩუნებულია წინა თავების მუხტი
3. ჯონათან, შენ ყოველთვის ჩემს გვერდით დგახარ... მადლობის მეტი რა მეთქმის, მეგობარო! ჯონათან, შენ ყოველთვის ჩემს გვერდით დგახარ... მადლობის მეტი რა მეთქმის, მეგობარო!
2. აქტუალური თემებით აპელირებს ავტორი :)
"იგროკის" ფსიქო-ემოციური პორტრეტი კარგად იყო შესრულებული.
ღვთისმსახურის ბრძოლა ეშმაკის მოციქულთან- ფრიად სახალისო :)
აქტუალური თემებით აპელირებს ავტორი :)
"იგროკის" ფსიქო-ემოციური პორტრეტი კარგად იყო შესრულებული.
ღვთისმსახურის ბრძოლა ეშმაკის მოციქულთან- ფრიად სახალისო :)
1. იმდენად დაქანცული ვარ, არც გადახედვის თავი მაქვს და არც იმის გარკვევის, საერთოდ რამედ ვარგა თუ არა. ამ წამს დავამთავრე აკრეფა და მაშინვე დავდე. თანაც აქ დავწერე, ნაწარმოების დამატებაში და თუ თხრობა მოუხეშავი მოგეჩვენებათ, უმორჩილესად გთხოვთ მოტევებას. შემდეგში გამოვასწორებ! იმდენად დაქანცული ვარ, არც გადახედვის თავი მაქვს და არც იმის გარკვევის, საერთოდ რამედ ვარგა თუ არა. ამ წამს დავამთავრე აკრეფა და მაშინვე დავდე. თანაც აქ დავწერე, ნაწარმოების დამატებაში და თუ თხრობა მოუხეშავი მოგეჩვენებათ, უმორჩილესად გთხოვთ მოტევებას. შემდეგში გამოვასწორებ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|