ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სუკუბუს
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2014


არეული ლექსი

შენ გგონია რომ ღმერთს ჩემზე მეტად უყვარხარ...
ცდები!


ვზივარ კუთხეში, გარიყული ჩემივე სახლში
ჩემი ოთახის ჩემეული რბილი სკამიდან,
ზღვად ამიღელდი, გადაგყლაპე ოდნავაც მლაშე,
მაგრამ შენში ვარ, მიმატოვა ალბათ თემიდამ


ასეთი ბედი, თუმცა ბედი რა სათქმელია,
-ნაჩუქარს მინდა გავუსინჯო ერთხელაც კბილი...
ნეტა ის წყალი სულ ბოლომდე არ დამელია
შენი დასხმული, მოვიმატებ სულში ტკივილებს


და ჯოჯოხეთად გადაქცეულ უშენოდ ყოფნას
ვუკოცნი ლოყებს, უცაბედად გამოვჭრი კისერს
,ახლა ოცნებებს ისევ ფიქრი, ჰო, ფიქრი მოჰყავს
გაგიჟებასთან ახლოს მყოფი გონი ცეცხლს მისევს 



და
შენ მაინც გგონია რომ ჩემზე მეტად უყვარხარ ვინმეს
თუნდ ღმერთი იყოს, ერთნაირად რომ უყვარს ყველა,
cras      amet      qui      nunquam      amavites!*
გწერ,არ გიგზავნი,სულში ვიტევ სისხლისფერ მელანს....




*შეიძლება ხვალ შეუყვარდეს მას, ვისაც აქამდე არასდროს ჰყვარებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები