-გოგონი, შარფი - მომაძახა ვიღაცამ და მომეჩვენა, რომ ხმაში აღელვება გაუკრთა. მატარებლის აწლოწილმა გამცილებელმა გამიღიმა და შინდისფერი ნაჭერი ააფრიალა. როცა მივუახლოვდი, ცხვირი შიგ ჩამალა და ღრმად შეისუნთქა ისე, რომ თვალები არ მოუხუჭავს. ალბათ, ამის გამო მომეჩვენა მისი ეს ჟესტი ზედმეტად ყალბად. -მორჩით ნომერს? გელოდებით. - ვუთხარი წყნარად და მატარებლის ბოლო ვაგონისკენ გაქცეული თველბი უკან წამოვიღე. -დაბრუნებას გილოცავ, დინა. არ მეგონა, ვინმეს თუ ვემახსოვრებოდი ამ ქალაქში. სხეულში უსიამო გრძნობამ დამიარა და უკმაყოფილო სახით შევათვალიერე მისი ნაკვთები. მეხსიერების რომელიღაცა ღრიჭოში შესრიალებულ თვალებს წინ ბილი მაკმერფი აესვეტა. არაფერი მითქვამს, გამეღიმა, შარფი გამოვართვი, მხრებზე მოვიხვიე და წამოვედი. დარწმუნებული ვიყავი, ის საშინელი შეგრძნება, რომელიც მთელს სხეულს ჰქონდა მოდებული, ბილის სიტყვების ბრალი იყო. თითქოს დიდი უფსკრული გაჩნდა დაბრუნებასა და ჩამოსვლას შორის. დაბრუნება, რა თქმა უნდა, თავისთავად გულისხმობდა ჩამოსვლას, მაგრამ ჩამოსვლა არ იყო იგივე, რაც დაბრუნება. ანუ ამ შემთხვევაში თავს ჩამოსულად ვთვლიდი და არა დაბრუნებულად. ერთი სიტყვით, შეგრძნებამ, თითქოს ქონქორდიდან ვეღარასოდეს წავიდოდი, საშინალდ ამატკია თავი. სადგურში შევბრუნდი და ვიყიდე ერთი ბილეთი უკან, იმ მიმართულებით, საიდანაც მოვედი, უახლოესი ქალაქისკენ. როცა ჩემი ადგილი დავიკავე და გავიაზრე, რომ სულ რაღაც ნახევარი საათის ჩამოსული ამოვბრუნდი მატარებელში, რათა წავიდე დოუვერში, რომ იქიდან პირველივე მატარებელს ისევ აქ ჩამოვყვე, გამეცინა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ განზრახვაზე ხელი ავიღე. თითქოს, საკუთარი თავისთვის უნდა დამემტკიცებინა, რომ ქონქორდიდან წასვლა როცა მომინდებოდა, მაშინ შემეძლო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. რომანის დასაწყისს ჰგავს. ანუ აშკარად ითხოვს გაგრძელებას :) და გამიხარდა რომ მისი გაგრძელება დავინახე. გადავდივარ მასზე რომანის დასაწყისს ჰგავს. ანუ აშკარად ითხოვს გაგრძელებას :) და გამიხარდა რომ მისი გაგრძელება დავინახე. გადავდივარ მასზე
15. დარწმუნებული ვიყავი, ის საშინელი შეგრძნება, რომელიც მთელს სხეულს ჰქონდა მოდებული, ბილის სიტყვების ბრალი იყო! მეც დავრწმუნდი! დარწმუნებული ვიყავი, ის საშინელი შეგრძნება, რომელიც მთელს სხეულს ჰქონდა მოდებული, ბილის სიტყვების ბრალი იყო! მეც დავრწმუნდი!
13. რაღაც დამაკლდა. მოცულობას არ ვგულისხმობ
იქიდან გამომდინარე, რომ მინიატურაა, დაბრუნებასა და ჩასვლას შორის განსხვავებების ახსნა ცოტათი გრძელი მომეჩვენა
ბოლო სიტყვას თუ არ შეასწორებ, ზედმეტად ქართულად მთავრდება =)
სათაურზე ვიფიქრე დიდხანს. მერე მივხვდი, რომ შენც რაღაც დამაკლდა. მოცულობას არ ვგულისხმობ
იქიდან გამომდინარე, რომ მინიატურაა, დაბრუნებასა და ჩასვლას შორის განსხვავებების ახსნა ცოტათი გრძელი მომეჩვენა
ბოლო სიტყვას თუ არ შეასწორებ, ზედმეტად ქართულად მთავრდება =)
სათაურზე ვიფიქრე დიდხანს. მერე მივხვდი, რომ შენც
12. იმედს არ მიცრუებს შენი ნაწერები არასდროს. ზუსტად ის გაქვს, რაც მე მჭირდება. იმედს არ მიცრუებს შენი ნაწერები არასდროს. ზუსტად ის გაქვს, რაც მე მჭირდება.
10. ამგვარად და ასე :) ამგვარად და ასე :)
7. საინტერესო იყო ) საინტერესო იყო )
6. კარგი და საინტერესო :) კარგი და საინტერესო :)
4. თოლია, თავს ზემოთ ძალა არ არისო, რომ ამბობენ. თოლია, თავს ზემოთ ძალა არ არისო, რომ ამბობენ.
3. ესეც იყო :(
ესეც იყო :(
2. მაკმერფი :)
საინტერესო პერსონაჟია დინა. მაკმერფი :)
საინტერესო პერსონაჟია დინა.
1. უნდა დაემტკიცებინა აუცილებლად :) ისეთია, როგორსაც ველოდი რომ იქნებოდა :)
უნდა დაემტკიცებინა აუცილებლად :) ისეთია, როგორსაც ველოდი რომ იქნებოდა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|