ცამდე... ან კიდევ უფრო ზემოთ, სამოთხეს თუნდაც, ანაც, ჯოჯოხეთს, ანდა კიდევ ქვემოთ და ქვემოთ... აღელვებული, ავადმყოფი ფილტვებით ვსუნთქავ, მე, მხიარული და ნამდვილი, ოდესმე, ერთ დროს.
დავიზეპირე წრფელ სახეზე ყალბი ღიმილი, დღეს სინამდვილე წარსულიდან მეძებს და ოხრავს, ბოლო სიგარეტს გავუკიდებ ჩემს ფანჯარასთან, მერე ღიმილით, ფეხაკრეფით დავტოვებ ოთახს.
დავტოვებ ღამეს, ხან სარკასტულს, ხან– თქვენზე ერთგულს, ბინას უსულოს, ჩამონგრეულს, დახეულ ფარდებს, კედელზე გრძნობის ფანქრით ნაწერ პატარა სიტყვებს, ვტოვებ ზურგს უკან ჩემი სახლის გაცრეცილ კარებს.
ცამდე, ან ცაზე კიდევ შორს და ედემზე მაღლა, ან ჯოჯოხეთში და ცოდვების უძირო ზღვაში, მე მოტყუებულს ხალხისაგან, ყველაფრით დაღლილს, გზა მერევა და ვიკეტები საკუთარ თავში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. +1 ღამეც კი ადამიანზე ერთგულია და საერთოდ ადამიანია ყველაზე საშინელი არსება დედამიწაზე. +1 ღამეც კი ადამიანზე ერთგულია და საერთოდ ადამიანია ყველაზე საშინელი არსება დედამიწაზე.
12. შენ გენაცვალე ძმაო, მაგრად მესიამოვნა, უძლიერესი ლექსია ! ++ შენ გენაცვალე ძმაო, მაგრად მესიამოვნა, უძლიერესი ლექსია ! ++
11. დავიზეპირე წრფელ სახეზე ყალბი ღიმილი ++ დავიზეპირე წრფელ სახეზე ყალბი ღიმილი ++
10. ხანდახან გამომივა ხოლმე :)) ხანდახან გამომივა ხოლმე :))
8. აქ ყველა სიტყვა იმდენად ჩემეულია (((((((((
მომწონს რასაც წერ ლევან... თანაც ძალ;იან....
ჩემი 2ქ. შენ.... აქ ყველა სიტყვა იმდენად ჩემეულია (((((((((
მომწონს რასაც წერ ლევან... თანაც ძალ;იან....
ჩემი 2ქ. შენ....
6. :) მადლობა ხათუნა, მადლბა ყველას ;) :) მადლობა ხათუნა, მადლბა ყველას ;)
4. ესეც მორიგი წრფელი ლექსი, სადაც ავტორი თითქოს გვერდს უვლის საკუთარ თავს და მკითხველს ესაუბრება, ანდობს უჩინარი ხელის მიერ მხოლოდ და მხოლოდ მისთვის დაწერილ ,,სცენარს''. ჩვენს თვალწინაა კაეშნით ნასაზრდოები სამყარო, რომლის მეპატრონე ფიზიკურ ტკივილზე მეტად სულის ტკივილით იტანჯება. გარშემომყოფთა ცინიზმიდან თავდაღწევის ერთადერთი საშუალება– ყალბი ღიმილის მორგება და საზოგადოებისგან გასამიჯნად აშენებული ყრუ კედელია. მერე კი გზა, რომელიც არ იცის, სად მიიყვანს... ზურგს უკან რჩება მშობლიური სახლი, რომელიც მეტაფორულად საკუთარი სხეულია, სულის დროებითი სამყოფელი, დარდის შემოტევისგან ,,გაცრეცილი კარებით'', ,,დახეული ფარდებით'', კედელზე ამოკაწრული გაიდუმალებული, სულისმღაფავი სიტყვებით, რომლის გაცოცხლება მხოლოდ ,,გრძნობის ფანქარს'' ძალუძს... სტრიქონებს შუა დამალული მოთმინება მაინც იმედისკენ იხრება, თუმცა ეს პირდაპირ არაა გაცხადებული. გაქცევა თითქმის ყოველთვის მსასოებელ საგანს უკავშირდება. ეს საგანი კი, ლექსში ძნელადდასანახი და აღსაქმელია. ის თითქოს თვალსაწიერს მიღმაა განაბული. მისი სილუეტიც კი არსად ილანდება... ედემი და ჯოჯოხეთი დედამიწამოძულებული სულისთვის ხან ღმერთამდე ამაღლების მეტაფორაა, ხანაც– ცოდვის ჭაობში ჩაძირვისა და გაცამტვერებისა. აქ, მკითხველი კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ პოეზია სულისმიერი რაობაა. რომ ის სამყაროს შეცნობაზე მეტად– შეგვაგრძნობინებს. შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ ლევანს, მეტ პოზიტივს, მეტ ნათელს... როგორც შემოქმედს კი, პირველ რიგში– ერთგულ და გულისხმიერ მკითხველს. ყველა სიხარული ხომ ჯერაც წინაა... ესეც მორიგი წრფელი ლექსი, სადაც ავტორი თითქოს გვერდს უვლის საკუთარ თავს და მკითხველს ესაუბრება, ანდობს უჩინარი ხელის მიერ მხოლოდ და მხოლოდ მისთვის დაწერილ ,,სცენარს``. ჩვენს თვალწინაა კაეშნით ნასაზრდოები სამყარო, რომლის მეპატრონე ფიზიკურ ტკივილზე მეტად სულის ტკივილით იტანჯება. გარშემომყოფთა ცინიზმიდან თავდაღწევის ერთადერთი საშუალება– ყალბი ღიმილის მორგება და საზოგადოებისგან გასამიჯნად აშენებული ყრუ კედელია. მერე კი გზა, რომელიც არ იცის, სად მიიყვანს... ზურგს უკან რჩება მშობლიური სახლი, რომელიც მეტაფორულად საკუთარი სხეულია, სულის დროებითი სამყოფელი, დარდის შემოტევისგან ,,გაცრეცილი კარებით``, ,,დახეული ფარდებით``, კედელზე ამოკაწრული გაიდუმალებული, სულისმღაფავი სიტყვებით, რომლის გაცოცხლება მხოლოდ ,,გრძნობის ფანქარს`` ძალუძს... სტრიქონებს შუა დამალული მოთმინება მაინც იმედისკენ იხრება, თუმცა ეს პირდაპირ არაა გაცხადებული. გაქცევა თითქმის ყოველთვის მსასოებელ საგანს უკავშირდება. ეს საგანი კი, ლექსში ძნელადდასანახი და აღსაქმელია. ის თითქოს თვალსაწიერს მიღმაა განაბული. მისი სილუეტიც კი არსად ილანდება... ედემი და ჯოჯოხეთი დედამიწამოძულებული სულისთვის ხან ღმერთამდე ამაღლების მეტაფორაა, ხანაც– ცოდვის ჭაობში ჩაძირვისა და გაცამტვერებისა. აქ, მკითხველი კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ პოეზია სულისმიერი რაობაა. რომ ის სამყაროს შეცნობაზე მეტად– შეგვაგრძნობინებს. შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ ლევანს, მეტ პოზიტივს, მეტ ნათელს... როგორც შემოქმედს კი, პირველ რიგში– ერთგულ და გულისხმიერ მკითხველს. ყველა სიხარული ხომ ჯერაც წინაა...
3. 66 სონეტია პროსტა ოდნავ შევცვალე რა :))) პლაგიატობა რომ არ დამაბრალონ :) 66 სონეტია პროსტა ოდნავ შევცვალე რა :))) პლაგიატობა რომ არ დამაბრალონ :)
2. კი, 66-ე სონეტს :)
"მე, მხიარული და ნამდვილი, ოდესმე, ერთ დროს."- მე ახლაც ასეთი მგონიხარ და ვერ გარგებ რაღაც ამ სენტიმენტალურ პოეზიას , შენსას :)
კი, 66-ე სონეტს :)
"მე, მხიარული და ნამდვილი, ოდესმე, ერთ დროს."- მე ახლაც ასეთი მგონიხარ და ვერ გარგებ რაღაც ამ სენტიმენტალურ პოეზიას , შენსას :)
1. სონეტს გავს რაღაცით :) მომეწონა :) სონეტს გავს რაღაცით :) მომეწონა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|