ჯიხვმა სთქვა უსამართლოა, რაც ლეგენდები დაირხა, რომ ვაჟკაცობას იყოფენ, მგელი, არწივი, კაი ყმა. არ გავჩუმდები ვიბღავლებ შეგაზანზარებთ ჩემი ხმა. ვაჟკაცებს სისხლითა ზომავთ, ვინ სკალპი აჭრა ნედლი თმა. ვინ კბილი გაჰკრა, გაჰკვეთა, ვინ სისხლში ცვითა კლანჭის ფხა. თუ სისხლში არ ხარ, კრავი ხარ, დაწყებული გაქვს დროს თვლა, "ვაჟკაცი" მგელი მოვა და მაგ ქურქს დიდებად მოისხავს. ასეა ნუ მედავებით, თუ ჩემი ძმა ხარ მოიცა, ვაჟკაცს იმ წამსვე დაგმობენ, თუ ჰუმანურად მოიქცა. ვისზე ნაკლები კაცი ვარ?! სიმხდალეს რაში მოვიხმარ?! თუ არა გჯერათ მომყევით, ქარაფზე სიკვდილს მოვიბავ. მოვიბავ ფეხ და ფეხ ვათრევ, სულ გაფითრებულს მოგიყვან. მაგრამ ვაჟკაცად ვინ ჩაგთვლის?! თუ სხვის სისხლს ზედ არ მოიბან.
ალეკო მიშელაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ძალიან კარგი ლექსია მეგობარო :) ძალიან კარგი ლექსია მეგობარო :)
21. რიტმი არეულია, ეს სკალპი და უბედურება საერთოდ ამოვარდნილია, მთის მოტივისთვის კარგი ლექსი არაა, არ მომწონს რიტმი არეულია, ეს სკალპი და უბედურება საერთოდ ამოვარდნილია, მთის მოტივისთვის კარგი ლექსი არაა, არ მომწონს
20. არაფერმა არაფერი არ მოიხდინა... არაფერმა არაფერი არ მოიხდინა...
19. არ მივაწერ. არ მივაწერ.
18. ნეფერტარი- ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობ თქვენს შენიშვნებს და პატივს ვცემ თქვენს აზრს მარა, ბევრ რამეზე საკუთარი აზრი გამაჩნია და მთლად სიჯიუტეს და რქიანობას ნუ მიაწერთ ჩემს ქცევას. ნეფერტარი- ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობ თქვენს შენიშვნებს და პატივს ვცემ თქვენს აზრს მარა, ბევრ რამეზე საკუთარი აზრი გამაჩნია და მთლად სიჯიუტეს და რქიანობას ნუ მიაწერთ ჩემს ქცევას.
17. გაიზრდება ალეკოც
:) გაიზრდება ალეკოც
:)
16. თვალებით მგავს :))) თვალებით მგავს :)))
15. აი ვაჟკაცი ცხოველი ვინაა :))
https://www.youtube.com/watch?v=BtbKDwS5eSQ
ასეთი მინდა სახლში ერთი სამი აი ვაჟკაცი ცხოველი ვინაა :))
https://www.youtube.com/watch?v=BtbKDwS5eSQ
ასეთი მინდა სახლში ერთი სამი
14. სწორათ>სწორად,
არ გედავები, უბრალოდ გეუბნები რომ არასწორი ხედვაა. ავტორმა მკითხველის თვალით თუ არ წაიკითხა ლექსი, მაშინ თავის უჯრაში ჩადოს და იკითხოს თავისთვის რამდენიც უნდა.
ვისზე ნაკლები კაცი ვარ?! სიმხდალეს რაში მოვიხმარ?! თუ არა გჯერათ მომყევით, ქარაფზე სიკვდილს მოვიბავ. მოვიბავ ფეხ და ფეხ ვათრევ, სულ გაფითრებულს მოგიყვან.
ეს ძალიან კარგია, დანარჩენი შესაცვლელია - ამ სტრიქონების ფონზე. ამ ლექსის კომენტარებში უმეტესობა უარყოფითია, ვერ ამჩნევ? კომენტარი დავწერე იმიტომ რომ წერა შეგიძლია, თორემ სხვებს კომენტარსაც არ ვუწერ. სწორათ>სწორად,
არ გედავები, უბრალოდ გეუბნები რომ არასწორი ხედვაა. ავტორმა მკითხველის თვალით თუ არ წაიკითხა ლექსი, მაშინ თავის უჯრაში ჩადოს და იკითხოს თავისთვის რამდენიც უნდა.
ვისზე ნაკლები კაცი ვარ?! სიმხდალეს რაში მოვიხმარ?! თუ არა გჯერათ მომყევით, ქარაფზე სიკვდილს მოვიბავ. მოვიბავ ფეხ და ფეხ ვათრევ, სულ გაფითრებულს მოგიყვან.
ეს ძალიან კარგია, დანარჩენი შესაცვლელია - ამ სტრიქონების ფონზე. ამ ლექსის კომენტარებში უმეტესობა უარყოფითია, ვერ ამჩნევ? კომენტარი დავწერე იმიტომ რომ წერა შეგიძლია, თორემ სხვებს კომენტარსაც არ ვუწერ.
13. რაზე მედავებით ნეტავ ის მაინც გამაგებინა .:((((( . მართალი ხართ , თქვენ აღითქვავთ ლექსს სწორათ და ავტორი ვერა. რაზე მედავებით ნეტავ ის მაინც გამაგებინა .:((((( . მართალი ხართ , თქვენ აღითქვავთ ლექსს სწორათ და ავტორი ვერა.
12. მგელი და არწივი ვაჟკაცობის სიმბოლო არ არის, არც ლომი და ვეფხვია ვაჟკაცობის სიმბოლო. ძალიან სწორად ვხედავ რასაც ვხედავ. რამდენი მტაცებელი ცხოველი და ფრინველია, - ყველა ვაჟკაცობის სიმბოლოა? არწივს განუმეორებელი ირაო აქვს, ლომი ნადირობის წინ ღრიალით აფრთხილებს ყველას რომ ნადირობას იწყებს, ამას არცერთი სხვა ცხოველი არ აკეთებს. ვეფხვი სწრაფია და ლამაზი, მგელი მიზანსწრაფული, გონიერი და შემტევი, ავაზა მოქნილი.., ამ თვისებებიდან ზოგიერთს მიაწერენ ადამიანებს თუ ისინიც სწრაფები, მოქნილები მიზანსწრაფულები და უშიშრები არიან, მაგრამ გამოთქმა "მგელივით ვაჟკაცი" - არსად გამიგია. არწივივით ვაჟაცი- არც ეს გამიგია, სამაგიეროდ გამიგია "ჯიხვივით რქიანი."
მგელი და არწივი ვაჟკაცობის სიმბოლო არ არის, არც ლომი და ვეფხვია ვაჟკაცობის სიმბოლო. ძალიან სწორად ვხედავ რასაც ვხედავ. რამდენი მტაცებელი ცხოველი და ფრინველია, - ყველა ვაჟკაცობის სიმბოლოა? არწივს განუმეორებელი ირაო აქვს, ლომი ნადირობის წინ ღრიალით აფრთხილებს ყველას რომ ნადირობას იწყებს, ამას არცერთი სხვა ცხოველი არ აკეთებს. ვეფხვი სწრაფია და ლამაზი, მგელი მიზანსწრაფული, გონიერი და შემტევი, ავაზა მოქნილი.., ამ თვისებებიდან ზოგიერთს მიაწერენ ადამიანებს თუ ისინიც სწრაფები, მოქნილები მიზანსწრაფულები და უშიშრები არიან, მაგრამ გამოთქმა "მგელივით ვაჟკაცი" - არსად გამიგია. არწივივით ვაჟაცი- არც ეს გამიგია, სამაგიეროდ გამიგია "ჯიხვივით რქიანი."
10. +2 მომეწონა. კაი იყო ! +2 მომეწონა. კაი იყო !
9. ნეფერტარი- აბსოლიტურად სხვა მიმართულებით ხედავთ ლექსს, ლექსის მთავარი სათქმელი აბსოლიტურად სხვაა და წესით ამას უნდა ხედავდეთ, ლექსი გმობს მტაცებლურ ბუნებას, მგელი და არწივი ახლაც ვაჟკაცობის სიმბოლოა ბევრისთვის, მგონი დამეთანხმებით. ნეფერტარი- აბსოლიტურად სხვა მიმართულებით ხედავთ ლექსს, ლექსის მთავარი სათქმელი აბსოლიტურად სხვაა და წესით ამას უნდა ხედავდეთ, ლექსი გმობს მტაცებლურ ბუნებას, მგელი და არწივი ახლაც ვაჟკაცობის სიმბოლოა ბევრისთვის, მგონი დამეთანხმებით.
8. ალეკო, ამ ლექსს დეტალურად ნუ გამარჩევინებთ :).
მაგრამ ვაჟკაცად ვინ ჩაგთვლის?! თუ სხვის სისხლს ზედ არ მოიბან.
თუნდაც ეს რომ ავიღოთ. ვაჟკაცები მტერს ებრძოდნენ და მტრის სისხლს მოიბანდნენ ხოლმე, "შინაური" მტერი იყო თუ "გარეული." -ამ ნაწილში ალეგორიული ტონი და ირონია უხერხულია. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ადამიანი, - თქვენ რომ ვაჟკაცის სტატუსი მიანიჭოთ?
ალეკო, ამ ლექსს დეტალურად ნუ გამარჩევინებთ :).
მაგრამ ვაჟკაცად ვინ ჩაგთვლის?! თუ სხვის სისხლს ზედ არ მოიბან.
თუნდაც ეს რომ ავიღოთ. ვაჟკაცები მტერს ებრძოდნენ და მტრის სისხლს მოიბანდნენ ხოლმე, "შინაური" მტერი იყო თუ "გარეული." -ამ ნაწილში ალეგორიული ტონი და ირონია უხერხულია. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ადამიანი, - თქვენ რომ ვაჟკაცის სტატუსი მიანიჭოთ?
7. სკალპი ეს უბრალოდ გადატანითი მნიშვნელობითაა დაწერილი რა თქმა უნდა. ჰუმანურის შეცვლაზე კი რა ვიცი ვერაფერს ვიტყვი, მე ასე უფრო მომწონს. სკალპი ეს უბრალოდ გადატანითი მნიშვნელობითაა დაწერილი რა თქმა უნდა. ჰუმანურის შეცვლაზე კი რა ვიცი ვერაფერს ვიტყვი, მე ასე უფრო მომწონს.
6. სიტყვა "ჰუმანური" არ მოუხდა ამ ყველაფერს... თუკი კაცურად მოიქცა ან რამენაირად რომ შეცვალო კაი იქნება. ++ სიტყვა "ჰუმანური" არ მოუხდა ამ ყველაფერს... თუკი კაცურად მოიქცა ან რამენაირად რომ შეცვალო კაი იქნება. ++
5. მხოლოდ "სკალპი" არ მომეწონა, არ ახასიათებს ქართულ ეთნოსს სკალპის ახდა. :) მხოლოდ "სკალპი" არ მომეწონა, არ ახასიათებს ქართულ ეთნოსს სკალპის ახდა. :)
4. გაიხარე ოთარ გაიხარე ოთარ
3. მიყვარს მთის მოტივზე დაწერილი ლექსები, ერთიამოსუნთქვით იკითხება. მიყვარს მთის მოტივზე დაწერილი ლექსები, ერთიამოსუნთქვით იკითხება.
2. გაიხარე ელადა. გაიხარე ელადა.
1. კარგია,მე ალეგორიად აღვითქვი კარგია,მე ალეგორიად აღვითქვი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|