რომ დავფიქრდები არვიცი რითი დავიწო მოყოლა. ბავშვობა საამურია, ცოტა სიცელქე,ჩოჩქოლაც.
გავარდნა მთებში ნისლივით, მეზობლის აწიოკება, არა აქ ბურთი რად არის ან ღობე რად იზმორება.
სიყვარულივით ალალი, მოხუცის თვალთა მზერაი, საით წაგიყვანს არ იცი და ვერც იქნები მზვერავი.
უბრალოდ გაგეღიმება ან სიყვარულის რა იცი, ბავშვი ხარ ბავშვად გიხდება, ბაბუ ხელებს რომ გაგიშლის.
ჩაგეხუტება თან ისე, გაათბობს ირგვლივ სამყაროს, ამის შემყურე ბებო კი, ცდილობს თვალები დახაროს.
ისიც მოგიტანს სითბოს და კვლავ მოგილოცავს ბავშვთა დღეს. განა ბევრ რამე გაჩუქებს, ცოტასაც გადააჭარბებს.
სანამ დაიწყებს მოყოლას, -თუ მე რა ბავშვი ვიყავი, ცრემლებს მოიწმენდს სასწრაფოდ თქვენ მყავხართ დასაფიცარი.
- თქვენი ბავშვობა ბებიკო, ჩემ დროის საოცნებოა. ისე გაგევლოთ ეს გზები, რომ იყოს სასახელოა.
ოდეს რომ გახდეთ ოთხმოცის, რომ გაიხსენოთ კარგადა, ბავშვობის ყველა დეტალმა, როგორ გქმნად ქალად-კაცადა.
სწორედ ეგაა ცხოვრება, თუ გახსოვს გზები ბავშვობის. კაცია დასალოცავი, დრო თუ მოსულა განღმრთობის.
დაე შეხედეთ ცხოვრებას, ათას რაიმეს გვიმზადებს. ზოგს ჭაღარა თმებს დაათოვს, ზოგს კი სულ ადრე იბარებს.
და რაიმე კი შავდება? არა ცხოვრების წესია. კაცმანა განვლო ცხოვრება, როგორც ღვთისაგან გეწვია.
გახსოვდეთ ყველა ბილიკი, რაც გაიარეთ ცხოვრების. ბავშვობა,ახალგაზრდობა, და ისიც რაც რომ მოგელით . . .
01/06/2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ზაზა-მუხა ^_^ მადლობაა ; )) ზაზა-მუხა ^_^ მადლობაა ; ))
2. ^_^ მადლობააა <3 ^_^ მადლობააა <3
1. ასეთი ლექსები ერთიამოსუნთქვით იკითხება, კარგი რიტმი აქვს რა თქმა უნდა. ასეთი ლექსები ერთიამოსუნთქვით იკითხება, კარგი რიტმი აქვს რა თქმა უნდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|