ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამოკი
ჟანრი: თარგმანი
10 ივნისი, 2014


სარა ტისდეილი - სიყვარული და სიკვდილი

გვმართებს რომ ძილის მერე: ავდგეთ - გვახსოვდეს აღარ;
ჩემს სულს თუ მართებს ნეტავ, გულზე რომ გიწევს, ხელის,
არ ემახსოვროს რამე? - სულ ავიწყდება პალმა,
გრძელი, მცოცავი ჩრდილით, ვით ქვიშას - ცად მოფენილს,
როცა ქარები ირგვლივ, ბნელ უდაბნოზე წვანან.

ან ემახსოვროს იქნებ, ათას სამოთხეს ვინც კი
შეერწყა ვიდრე ქმნიდნენ პლანეტები ამ დიდ მწკრივს
და ცის ვაკანტურ ეთერს, ღრმა ხმოვანებით ქსოვდნენ?
სულო - სულისო, ერთი არ გევიწყება სიტყვაც,
ჯერ არც ეულო საყვარელო, ვიხილავთ ოდეს

განადგურების ნიშნად, ჩამქრალ მზეებს და მათ მტვერს
(ნუ შეშინდები) - ეს სვე, ჩვენს პლანეტასაც ერგო...
ჯერ ერთად უნდა განვლოთ ეს გზა, ჩვენ ასე გვმართებს,
მარტო არ უნდა გაჰყვე მარადისობის ფერდობს.



http://www.poemhunter.com/poem/love-and-death/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები