ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პროზა
10 ივნისი, 2014


"არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა"

    ადამიანები იბადებიან, იზრდებიან, სწავლობენ, მუშაობენ, ქორწინდებიან, ზრდიან შვილებს... შვილიშვილებს... ბერდებიან. იღუპებიან. მათ კმაყოფილს ასაფლავებენ. ისინი მეტს არ ელოდებიან, უბრალოდ ცხოვრობენ, თავიანთ ვალს ასრულებენ. ისინი მეტს არ ეძებენ, არ ითხოვენ. ხანდახან კი ისეთებიც იბადებიან, რომლებისთვისაც არაა საკმარისი სიცოცხლე, არც სიკვდილი, მათთვის არც ისეთი უსაზღვროა დედამიწა და ამ დედამიწაზე ისინი ვერ პოულობენ მოსვენებას. მათთვის ამქვეყნიური არაფერია საინტერესო, ისინი ეძებენ უფრო მეტს...   
ვინც ეძიებს, ის პოულობს, გვეუბნება იესო. ეს ადამიანები ამის ძებნაში არიან მუდამ, რაღაც მესამის, ეძებენ ამას და მათთვის სხვა ყველაფერი აზრს კარგავს. ტრაგიკულია ასეთი ადამიანების სიკვდილი და სიცოცხლე კი უფრო მეტად. ვერავინ გაიგებს რა ხდებოდა და რა ხდება იმათ სულში, არავინ იცის საით წავიდნენ ისინი, საით მიდის მათი სიკვდილის ვარდისფერი გზა ან სად მიქრის მათი ფრთოსანი მერანი. ისინიც ცხოვრობენ და იხოცებიან, მაგრამ ხდებიან უკვდავები, როგოც მათ იესო შეპირდა... ცხოვრობენ და იხოცებიან იმ იმედით, რომ იპოვიან იმ მესამეს, არა სიცოცხლეს, არა სიკვდილს, არამედ რაღაც სხვას, უფრო მეტს...!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები