ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
- მამაო, ლუდს ხომ არ ინებებთ, ყელის გასასველებლად? - დაბნეულობისგან მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. მღვდელმა მადლიერი გამომეტყველებით ამომხედა, რაც თანდათანობით მრისხანებით შეეცვალა. - შენა, შვილო, შემთხვევით ,,იმათიანი" ხომ არ ხარ?! - დამიღრიალა. - არა, მამაო, როგორ გეკადრებათ?! - დავირცხვინე. - აბა ეგ სახე ვინ შეგილამაზა ასე გულდასმით? - ძველი ცოდვებია, მამაო! ცოტა ხანი გამომცდელად შევცქეროდით ერთმანეთს. მერე ეჭვი შემომიძვრა, გულზე მძლავრად ჩამჭიდა სველი ხელები და სულ რომ არ ვაპირებდი, ისე მათქმევინა: - მამაო, მკრეხელობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ თქვენ სანზონელი წკიპურტა არ ხართ? - (ხანგძლივ დუმილს ფართო ღიმილი მოაყოლა). - ვაახ, ბიჭო, შენს სახელს დღემდე ლეგენდად ინახავს თაობები, ეს რას დამსგავსებიხარ, ტო!.. (მერე გამახსენდა. რომ წკიპურტას კიარა, მღვდელს ველაპარაკებოდი და უმალ შევიცვალე კილო) მაპატიეთ, მამაო, უცებ ემოცია ვერ შევიკავე აღელვებისგან! - (სევდიანი მზერით მიპასუხა). მცირე ხანს კიდევ ვათვალიერეთ ერთმანეთი. მერე შემებრალა. მერე შემჯავრდა და მოვისურვე სასწრაფოდ გავრიდებოდი. - მამაო, იქ რომ შარვალ-კოსტუმიანი ტიპი მიდის, მაგას ისეთი ჩათლახური პროფილი აქვს, პედ... ცისფერი თუ არა, იეღოველი მაინც იქნება, დარწმუნებული ვარ! - აბა სად? - იღრიალა. - აი იქეთ! - ქუჩის მეორე მხარეს გავახედე. - ოხ ეგ მაზაკვალი, იპარება არა? - ჩაიხიხინა და სირბილით გამოუდგა. მერე მობრუნდა, ძირს დავარდნილი არგანი აიღო და ისევ გავეშებით დაედევნა ,,იეღოველს". ვახ, ეს რა იდიოტური დღე გამითენდა, თფუი ეშმაკს! - სამჯერ მივაფურთხე ზნედაცემულ ანგელოსს და ზურგი ვაქციე სანახაობას. მერე საათს დავხედე და კისრისტეხით გავიქეცი ზურას ბინისკენ. ზარზე, ახლადგამომცხვარმა დედამთლიმა გამიღო კარი. - როგორ ბრძანდებით, ქალბატონო იამზე, გილოცავთ შვილის გაბედნიერებას! - სიმწრით შეკოწიწებული ღიმილით გადავეხვიე, მაგრამ მხოლოდ დუმილი მივიღე პასუხად. ჩემს ხმაზე ზურას მამამაც გამოიხედა და სასტუმრო ოთახისკენ გამიძღვა, ჩემს მილოცვაზე კი, არც მას გამოუხატავს დიდი სიხარული. გულმა რეჩხი მიყო - აქ რაღაც ვერაა რიგზე-მეთქი, გავიფიქრე ოთახში შესვლისას. სუფრას ათიოდე ადამიანი შემოსხდომოდა და მათ შორის ჩემი თანაკლასელის გაბადრული სახე რომ არ დამენახა, დავიფიცებდი, ვიღაცის დაკრძალვაზე მოვხვდი, ქორწილის ნაცვლად. პრინციპში, ქორწილზე მეტად, პურისჭამა უფრო ეთქმოდა ამ მცირედხალხმრავლობას. - დედოფალი სადაა, შეჩემა? - ვკითხე ზურას, მილოცვას რომ მოვრჩი. - მეორე ოთახშია გასული - ახლავე შემოგვიერთდება. - ბიჭო, ამ ხალხს რა სჭირს, ყველას სახე რომ ჩამოსტირის... მშვიდობა ხომ გაქვთ?! - წავჩურჩულე. - თემო, არ მოსწონთ და რა ვუყო, ვინც მიყვარდა ის მოვიყვანე ცოლად. - ?! - ბიჭო, ცოტა... რთული წარსული აქვს მარის... რაღაც ისე კი არ იფიქრო, შეჩემა... ადრე თუ გვიან შეეგუებიან ჩემებიც, აბა რა იქნება? - ბაზარი არაა, ბრატ! - ბეჭზე მოვუთათუნე ხელი, სოლიდარობის ნიშნად. - სად ხარ, გოგო, ამდენ ხანს? მოდი, ჩემი მეჯვარე უნდა გაგაცნო, გასძახა პატარძალს ზურამ. ოთახში შემოსულ გოგონას რომ შევხედე, თვალთ დამიბნელდა და სკამზე დავეხეთქე მექანიკურად. მერე ისევ წამოვდექი, ხელი გავუწოდე და ისევ დავეხეთქე სკამზე. მერე მინერალური წყალი მოვსვი და ხველა ამივარდა. მერე შემწვარი ბადრიჯანი მივაყოლე და უფრო გამიძლიერდა ხველა. ბოლოს, ცრემლები მოვიწმინდე, მაპატიეთ-მეთქი, წავილუღლუღე და ვიგრძენი, რომ ძალიან საბრალო გამომეტყველება მქონდა იმ წუთს. - ზურა, რაღაც უნდა გითხრა! - წავჩურჩულე. - სსს! - ტუჩებთან მიიტანა თითი - მერე განვაგრძოთ ეს თემა! თამადამ (რომელთანაც მტრობის ხანგძლივი ისტორია მაკავშირებდა) ორი მერცხლის სადღეგრძელო შესვა(სწორედ დღეს რომ გადაწყვიტეს ბუდის აშენება), მაგრამ ისეთი სახე ჰქონდა, აშკარად არ უყვარდა მერცხლები... მეგობრებო, მოდით, შევსვათ ამ ორი გვრიტის სადღეგრძელო, იხარონ და იბედნიერონ მუდამ! - დაასრულა ამ სიტყვებით. - აკი მერცხლებიო? - სცადა ზურამ გახუმრება, მაგრამ არავის გასცინებია. სუფრის თამადა, ბატონი ნოშრევანი, ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ჩვენში ,,დამრტყმელი-პურისმჭამელი"-ს რომ ეძახიან. ახლაც, მართალია პურს საკმაოდ უგემურად ღეჭავდა, მაგრამ გაფაციცებით დაეძებდა მიზეზს, ვინმესთვის მუშტი რომ ეთხლიშებინა. პრინციპში, მარტო ნოშრევანი კი არა, ყველა დაძაბული იყო, მათ შორის ყველაზე ძლიერ - მე. მთელი დღის უსიამოვნებებმა ერთად მოიყარეს თავი ჩემს გონებაში და სამომავლოებსაც რომ ვჭვრეტდი, სისხლის ტკივილს განვიცდიდი. - ბატონებო, მოდით შევსვათ ბ-ნი ზოსიმეს და ქ-ნი იამზეს სადღეგრძელო... პატარძლის მშობლებს რა ქვიათ? - გადაულაპარაკა ზოსიმე ბიძიას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არც მას სცოდნია მძახლების სახელები და თამადა სირცხვილით გაწითლდა. - პატარძლის მშობლებსაც გაუმარჯოს, იცოცხლონ და იბედნიერონ! - ჩაილაპარაკა და სასმისს ებრდღვნა ტუჩებით. მე ძალიან მალე მომეკიდა სასმელი და საოცარი თავგანწირვის ხარჯზე ვახერხებდი იქ გაჩერებას. ზოსიმეც მძულდა, იამზეც, ნოშრევანი ხომ მძულდა და მძულდა(რომელიც ასევე მძულვარებით შემომცქეროდა და საფერფლეს ეფერებოდა ნერვიულად), მაგრამ ყველაზე მეტად ნეფე-პატარძალი აღმიძრავდა ზიზღს. - ყველაზე მეტად დღეს მეშინია სიკვდილის! - ხმამაღლა ჩავილაპარაკე. - რატომ, ბატონო? - დაინტერესდა ჩემს გვერდით მჯდომი, ცეცხლისფერთმიანი კაცი და გულდაგულ მომითვალიერა სახე. - ამ ცხელ გულზე, ღმერთი რომ ახლოდან ვნახო, მაგარ შარში გავეხვევი, ზუსტად ვიცი! უცნობმა ჩათვალა. რომ ჩემთან საუბრის გაგრძელება აღარ ღირდა და ქათმის ფრთა გადმოიღო. ნოშრევანმა დედმამისშვილების სადღეგრძელო დალია და აღმოაჩინა, პატარძალს ძმა დაჰღუპვოდა რუსეთ-საქართველოს ჯერჯერობით უკანასკნელ ომში. - ახლავე გამოვასწორებ, ბიძია! - მიმართა პატარძალს და განსხვავებული სასმისი მოითხოვა. - მოდით, იმ ბიჭებს გაუმარჯოს, ვინც საქართველოს სადარაჯოზე დაეცნენ (აქ ნოშრევანს პოლიტიკა მოაგონდა და მაშინვე წაუხდა თამადობა), ისინი გმირები იყვნენ და გმირულად აღესრულენ(გაანათლოს ღმერთმა მათი სული), მაგრამ ჩვენი მთავრობაა დასახვრეტი(მაგათი...), ამ უაზრო ომს რომ შეაწყვიტეს უცოლშვილო ბიჭები... - კიდევ ერთხელ ვინც ახსენებს ,,უაზრო ომს", სახეს ავახევ! - იმ დღეს წერას ვყავდი აყვანილი. - ბატონო?! - შეწყვიტა სადღეგრძელო ნოშრევანმა. - კიდევ ერთხელ ვინც ახსენებს გატერმინებულ ,,უაზრო ომს", სახეს ავახევ! - გავიმეორე მშვიდად. - თქვენ, ყმაწვილო, ვიცი რომ მწყრალად ხართ ზრდილობასთან, მაგრამ მთლად ასე წახვედი ხელიდან?! (ერთხელ, პუშკინის ბაღში, ნოშრევანი სრულიად შემთხვევით გადააწყდა, მის ქალიშვილს, რომელიც კალთაში მეჯდა და მოურიდებლად მეალერსებოდა... ეს გახლდათ ჩვენი მარადიული მტრობის მიზეზი) - უწესო, უზრდელი, მოღალატე და გამყიდველი თავად ბრძანდებით, ბატონო ნოშრევან! - გაათრიეთ ეს ლაწირაკი გარეთ, თორემ ჩემს საქციელზე პასუხს არარ ვაგებ მერე! - ჩაისისინა ნოშრევანმა. - ბატონო ნოშრე... - შენი ნოშრე არ ვარ მე! - ბატონო ნოშრე, შენ იმ პედ... არაკ... ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნები, დიდგორსაც რომ უაზრო ომად მონათლავდა, აღმაშენებელს რომ წაეგო. შენ რომ საფეხბურთო მატჩის ჩანაწერს განმეორებით გაყურებინონ, აუცილებლად გამარჯვებულ გუნდს უბალეშჩიკებ, რადგან წარმოდგენაც არ გაქვს რომ უღირსი გამარჯვებაც არსებობს და ღირსეული მარცხიც... და თუ ბალეშჩიკობაზე მიდგა საქმე, ეგ დამარცხებულს უფრო ესაჭიროება - გეცოდინება, ალბათ, ბალეშჩიკობა ქართულად გულშემატკივრობას ნიშნავს... - (ნოშრევანმა გაოცების ნიშნად ხელები გაშალა) - რითაც ყველას აგრძნობინა, რომ მინიმუმ იდიოტს წარმოვადგენდი. - შენ ისიც არ გესმის, რომ უაზრო ომში დაღუპული ბიჭების სიკვდილიც უაზრო გამოდის, ხოლო ვინც სამშობლოს იცავს, მისი ომი არასდროს არის უაზრო. - გაიგე, ბიძია, ომი ჩვენ დავიწყეთ და იმიტომ იყო უაზრო, თორემ იმ გმირების შეურაცხყოფა კი არ... - რომელი სახელმწიფოში შევიჭერით, რას ეძახი შენ ომის დაწყებას? მახსოვს, ეგ წყეული ომი ახალდასრულებული იყო, ერთი ჩვენი პოლიტიკოსი(დაღლილი ვირის მეტსახელით ცნობილი) მოსკოვს გაიქცა - შეგვინდეთ ბატონო სიბრიყვე, გადააგდეთ ჩვენი ნაბოზარი მთავრობა, მე ჩამაყენეთ სათავეში და თქვენი ყურმოჭრილი ყმა ვიქნები აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდეო... მერე ერთმა ქალმაც მიბაძა დაღლილ ვირს... ნოშრე ბატონო, თქვენ ალბათ მაშინ გულზე მუშტს იბრაგუნებდით და ერთი სული გქონდათ ზემოთქმულის აღსრულებამდე... - რამდენს ბედავ, შე ღლაპო, ჰა? - მაგიდას მუშტი დაარტყა ნოშრევანმა. - შენც დაღლილი ვირი ხარ, ნოშრე ბატონო და საქართველოც შენისთანებმა აქციეს დაღლილი ვირების ქვეყნად. ბალახი გინდა და იმიტომ ყროყინებ, თორემ კურტანს უხმოდ აიტან! ისე, რომ იცოდე, იმ შენს აღმაშენებელს, გიორგი VII მირჩევნია, რვაჯერ რომ შეებრძოლა თემურ ლენგს, მერე რა, რომ რვაჯერვე დამარცხდა. შენი გოგოსთვის კი არაფერი დამიშავებია და ნუ მიბრიალებ თვალებს თუ კაცი ხარ! მერე დედოფალს მივუბრუნდი: - მაკუნა, სახლში წამოეთრიე და შენს გარდამავალი ორიენტაციის ქმარს მიხედე, თორემ აქვე გადაგაბრუნებ და ტრაკზე გცემ, შე... თავში მძიმე საგნის(სავარაუდოდ, ნოშრევანის მიერ ნასროლი საფერფლის) მოხვედრამ შემაწყვეტინა მონოლოგი. მერე ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ნოშრევანზე გამეტებით ზურა მირტყამდა მგონი... მე კი გონების დაკარგვამდე, განუწყვეტლივ ვიმეორებდი მეხსიერების ფსკერიდან უადგილოდ ამოტივტივებულ ფრაზას ,,დურ აზ გორგასლან!"... სახლში დაბრუნებულმა, ჭიშკარი კვლავაც უხმაუროდ გავაღე, მაგრამ შუა ეზოში გადავაწყდი გაქვავებულ ჭუჭულას. - ჭუჭუ დეიდა, მშვიდობა ხომ გაქვთ? - ვის რას უშავებდა?! - ჩურჩულით მიპასუხა. - ვინ? - ვატული. - ?! - ვინ დაღუპა ჩემი ოჯახი, ვინ გაგვწირა ასე სამუდამოდ? - ჭუჭულას თვალები გაუფართოვდა და მოულოდნელად სიცილი აუტყდა - აი, იქ არის! - თავისი ბინისკენ გაიშვირა თითი. - ვინ? - ვატული. უზომოდ დაბნეულმა შევაღე ჭუჭულას ბინის კარი და მოულოდნელობისგან იქვე ჩავიკეცე - ოთახის შუაგულში, საგანგებოდ დადგმულ ტახტზე ვატულის უსულო სხეული ესვენა. - ნაზი დეიდა(ჭუჭულას ასე ერქვა სინამდვილეში), ეს ვინ გააკეთა? - ვინ დაღუპას ჩემი ოჯახი, ვინ გაგვიმეტა ასე სამუდამოდ? - გაიმეორა ანგარიშმიუცემლად. - არ იცი ვინ იყო? ჭუჭულას ღაპა-ღუპით გადმოსდინდა ცრემლები და მკერდზე მომაყრდნო ჭაღარა თავი. დიდხანს ვტიროდით ასე. მერე სავარძელში ჩავჯექი და ღმერთთან საუბარში გავერთე: _ ღმერთო, რატომ ხარ ასეთი გულქვა, რად წაიყვანე ვატული, ის ხომ ისეთი უმანკო, ზრდილი, ზნეკეთილი იყო... მერე შევასწორე ნათქვამი: _ არა, უფალო, შენ უკეთ სჯი, ალბათ! წინასწარ განჭვრიტე რა მისი სულიერი დაცემა, დროულად გაიყვანე ამა ქვეყნიდან... მერე ისევ ეჭვი შემეპარა: _ არა, ღმერთო, შენ რომ სამართლიანი იყო, აუცილებლად ამარიდებდი დღევანდელ განსაცდელს და გუშინვე მომიღებდი ბოლოს... საბოლოოდ ღმერთის უღმერთობაზე ფიქრით გულმოწყლულს ჩამეძინა და ხალხით გადაჭედილი კორიდა მესიზმრა: სისხლის სუნით აყროლებულ ქვიშაზე ორნი ვიდექით - მე და ლურჯ-წითელ სამოსში გამოწყობილი ტორერო. ბრბოს არ მოსწონდა, რომ ვიყავი ძალიან მშვიდი და ტორეროს მოუწოდებდნენ ჩემს გასაღიზიანებლად. ცხოველი, რომელიც დღეს უნდა მოეკლათ, მე გახლდით სწორედ, ოღონდ ხარის ნაცვლად, რატომღაც, ვირი ვიყავი. ტორერო ფრთხილად მომიახლოვდა და ფერდში მატაკა შუბი. მე ტკივილს ტლინკები დავუშინე და არენას ორი წრე დავარტყი საბრალო ყროყინით. მაყურებელმა ერთხმად შესძახა ,,ოლე"! გონს მოსვლაც ვერ მოვასწარი, მეორედ დამშუბა ტორერომ. ძალიან მეტკინა, ყირამალა გადავედი, ქვიშა დავკბინე და გადარჩენის შეუძლებლობაზე ფიქრში ვიყავი გართული, მესამედაც რიმ ჩამერჭო შუბი. ოხ შე პედარასტო, დედას გიტირებ-მეთქი, ამოვიყროყინე და ტორეროს დავედევნე. ის ის იყო, დავეწიე, ცხვირწინ აფრიალებულმა წითელმა დროშამ წამართვა ყურადღება. აქამდის მხოლოდ მოთელვა ყოფილა. რომ მეგონა შუა ომში ვიყავი, აღმოვაჩინე, რომ მთავარი ბრძოლა აწი იწყებოდა - არენაზე დღევანდელი კორიდის მთავარი გმირი, თავით ფეხამდე მეწამულ სამოსში გამოწყობილი იმპრესარიო გამობრძანებულიყო. დიდხანს მაწამებდნენ, მჭვრეტელთა საამოდ - ქანძი გაქმწყდა სირბილით. ბოლოს, სიმწრისგან, საკუთარი ხორცის გლეჯვა დავიწყე. მოწყურებულზე მესიამოვნა სისხლის გემო და ხარბად დავეწაფე. ამან ცოტა მომაღონიერა და ისევ დავერიე ტორეროებს. მერე ძალა გამომაცალა სისხლდენამ. დავეცი. ბოლოს კი, ისე მოვკვდი, იმპრესარიოს ერთხელაც არ დასჭირვებია დაშნის გამოყენება. როცა გამომეღვიძა, ცივ ოფლში ვცურავდი. ნაცემი სხეული ძლივს ავითრიე და ონკანს შევუშვირე თავი, მერე სარკეში ჩავიხედე და შეძრწუნებამ ერთ ადგილს მიმალურსმნა - სარკიდან ჩემი ორეულის ნაცვლად სახედარი შემომცქეროდა, საოცრად ნაცემი, დაქანცული სახით.
ერთი წლის შემდეგ:
მე ისევ ჭუჭულას ბინაში ვცხოვრობ, იმ განსხვავებით, რომ ქირის ფულს აღარ ვუხდი. ახლა მთლიანად ჩემზე აქვს მონდობილი თავისი ბედი. ყოველ საღამოს, როცა ბინაში ვბრუნდები, ისიც მალევე შემოდის ჩემთან და დაძინებამდე მიყვება თავისი ქალიშვილობის პერიოდის ისტორიებს. მერე ვატულის დაღუპვას და ბედის ირონიით, სწორედ იმ დღეს გათხოვილ მაკუნას იგონებს და ცრემლი აწყვეტინებს საუბარს. მერე მცირე ხანს ჩემს მოფერებაში ატარებს და მემშვიდობება. ვატულის მკვლელი, სწორედ მისი ტრფობის ობიექტი, ჩემი ძმაკაცი აღმოჩნდა. იმ საყოველთაო აღტყინების ჟამს, ქართველ პატრიოტთა რიგებში მყოფ ჩემს ძმაკაცს, ოტებულ პედარასტთაგან ერთ-ერთში, სწორედ ჭუჭულას ვაჟიშვილი უცვნია. მერე, სარამოხანს, უბანში შემოფეთებია ვატული და ნასვამს, გულში ჩაუცია დანა. ანტიდისკრიმინაციული კანონის შემოღება სექსუალური უმცირესობების მიმართ ქართველთა დამოკიდებულებას ვერაფრით შეცვლიდა, თბილისს ,,ვატულის წყევლა" რომ არ დამართოდა. საქმე იმაშია, რომ ყოველ შებინდებისას, ქალაქში ვატულის მოძრწიალე სული ჩნდებოდა, რომელიც ასევე დისკრიმინირებულ პედარასტთა მრავალრიცხოვან ამალას სარდლობდა და სადაც კი ჰეტეროსექსუალს მოიხელებდნენ, უარესი რომ აღარ შეიძლება, ისეთი დისკრიმინაციის ქვეშ აყენებდნენ. აჩრდილთან ბრძოლაში ამაოდ დამშვრალმა ბევრმა ღვთისმსახურმა გაიხადა კაბა. ვატულის გულის მოსაგებად, თბილისში მამაკაცთა საგრძნობი ნაწილი გაპედარასტდა. ზურამ ცოლის შერთვიდან სამ თვეში ჩამოიხრჩო თავი, ყველასათვის უცნობი მიზეზით. ქმრის ოჯახიდან მეორე დღესვე გამოგდებულ მაკუნას სულზე მოუსწრო პროსტიტუციის ლეგალიზაციის შემოღებამ და აღარ დასჭირვებია საკურტიზანქალოდ თურქეთს წასვლა. მე, უკვე რამდენიმე თვეა, გაზეთების დამტარებლად დავიოწყე მუშაობა. ხანდახან მეტრო რუსთაველთანაც მიწევს გავლა და ჩემს ნაცნობ შავკანიან მათხოვარს, მექანიკურად ვუყრი მუჭში ხურდებს. ისიც, რატომღაც აღარ მემტერება და მხიარული ჭყლოპინით ხვდება ჩემს ყოველ გამოჩენას. ერთხელ, კაფე ,,თბილისში" ხაჭაპურს და წვენს შევექცეოდით, როცა მომიყვა: ჩვენთან, ნამიბიაში, პაჩტი ყველა მათხოვრულად ვცხოვრობთ, ძიმაო და იქ რომ ამ ხელობით თავი ირჩინო, იმენნა მაგარი პროფესიონალიზმია საჭირო, ძიმაო, გაიგე?! მე იმენნა რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ თქვენნაირი მათხოვრები(ალბათ, თქვენ რომ მათხოვრები გყავთო, ამას გულისხმობდა) არსად შემხვედრია, ძიმაო! აქედან რომ წავალ, იმენნა მაგარი ვიქნები ამ საქმეში, ძიმაო, რა!
ორი წლის შემდეგ:
დღეს ჩემი ერთადერთი მეგობარი გავაცილე ნამიბიაში. წასვლამდე ლუდს ვწრუპავდით და უკიდეგანო სევდას ვიყავი მიცემული, როცა მითხრა: ახლა უკვე აღარ მეშინია, ძიმაო! იმენნა მეგამათხოვარი მივდივარ აქედან, ძიმაო! დაენძრათ ნამიბიელ მათხოვრებს, ძიმაო! მერე თვითმფრივანის ტრაპიდან დიდხანს მიქნევდა ხელს. ნამიბიავ, არც შენა გყავს შვილი დასაკარგავი?! - გავიფიქრე ცნობიერების ოაზისში იმ წამს აღმოცენებული ფრაზა და ცაში აჭრილ თვითფრინავს ჰაეროვანი კოცნა დავადევნე. მერე ჩემს ირგვლივ ყველაფერი ბურუსში რომ ჩაიძირა, აღმოვაჩინე, თვალები ცრემლით ამვსებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ნაწარმოები შეიკრა, ჩემი შემაჯამებელი შეფასება არის 5+ მოვიხიბლე მორალით, აქ არის აღბეჭდილი უცნაურად თბილი მეგობრობის ამბავიც, ძმაკაცისთვის მიცემული ბებიას უკანასკნელი კბილი რად ღირს მარტო, რამდენადაც სასაცილოა იმდენადვე სევდიანი, აბსურდული და თბილი ამბავია, მომწონს ასეთი შეხამება. პერსონაჟები ძალიან კარგად იხსნებიან დაწყებული ვარულიდან დამთავრებული სანზონელი მამაოთი. კარგად ახერხებ პერსონაჟის ხასიათის გადმოცემას და მის გარშემო ამბავის შეკვრას. თემატიკა ძალიან მნიშვნელოვამია და საყურადღებო.
ის რომ ფერადკანიან ბიჭთან დამეგობრდა მთავარი გმირი და ნამიბიაში აცილებს ყველაზე მეტად გამიხარდა. აქ გარკვეული ტიპის სიუჟეტიც კი გამოიკვეთა და მისი განვითარების ცქერაც საინტერესო იყო. სუსტ ადგილებზე აღარ დავწვრილმანდები, რადგან ამ ნაწარმოების მთავარი სამიზნე გარკვეული მორალის დაფიქსირება იყო ჩემი აზრით და ეს ძალიან კარგად მოახერხა ავტორმა.
მე წარმატებას გისურვებ! )) ნაწარმოები შეიკრა, ჩემი შემაჯამებელი შეფასება არის 5+ მოვიხიბლე მორალით, აქ არის აღბეჭდილი უცნაურად თბილი მეგობრობის ამბავიც, ძმაკაცისთვის მიცემული ბებიას უკანასკნელი კბილი რად ღირს მარტო, რამდენადაც სასაცილოა იმდენადვე სევდიანი, აბსურდული და თბილი ამბავია, მომწონს ასეთი შეხამება. პერსონაჟები ძალიან კარგად იხსნებიან დაწყებული ვარულიდან დამთავრებული სანზონელი მამაოთი. კარგად ახერხებ პერსონაჟის ხასიათის გადმოცემას და მის გარშემო ამბავის შეკვრას. თემატიკა ძალიან მნიშვნელოვამია და საყურადღებო.
ის რომ ფერადკანიან ბიჭთან დამეგობრდა მთავარი გმირი და ნამიბიაში აცილებს ყველაზე მეტად გამიხარდა. აქ გარკვეული ტიპის სიუჟეტიც კი გამოიკვეთა და მისი განვითარების ცქერაც საინტერესო იყო. სუსტ ადგილებზე აღარ დავწვრილმანდები, რადგან ამ ნაწარმოების მთავარი სამიზნე გარკვეული მორალის დაფიქსირება იყო ჩემი აზრით და ეს ძალიან კარგად მოახერხა ავტორმა.
მე წარმატებას გისურვებ! ))
25. ))))))))) გაიხარე ადამიანო) შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და რამე) ))))))))) გაიხარე ადამიანო) შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და რამე)
23. მომეწონა დასასრული! მომეწონა დასასრული!
22. არმენ, მეც, მეც მაკლდა რაღაც, რის გამოც ვერ მივიღე ჩვეული სიამოვნება, რაც მოთხრობის დასრულებისას მეუფლება ხოლმე(გითხარი კიდეც) და ახლა გამინათდა გონება... ზუსტად ამ წამს მივხვდი, როგორ აჯობებს სიუჟეტის შესწორება... დარწმუნებული ვარ ბევრად მაგარი იქნება, მეგობარო:))) ისე გამოგიტყდები და ასწორებს, გუშინდელს აქეთია, შენს მოთხრობაზე ვინმე რომ ფიქრობს:))) არმენ, მეც, მეც მაკლდა რაღაც, რის გამოც ვერ მივიღე ჩვეული სიამოვნება, რაც მოთხრობის დასრულებისას მეუფლება ხოლმე(გითხარი კიდეც) და ახლა გამინათდა გონება... ზუსტად ამ წამს მივხვდი, როგორ აჯობებს სიუჟეტის შესწორება... დარწმუნებული ვარ ბევრად მაგარი იქნება, მეგობარო:))) ისე გამოგიტყდები და ასწორებს, გუშინდელს აქეთია, შენს მოთხრობაზე ვინმე რომ ფიქრობს:)))
21. გუშინდელს აქეთია ვფიქრობ ამ მოთხრობაზე. მეფიქრებოდა, რა არ მეყო მეთქი და ბოლოს მივხვდი: ტრაგიკული ფინალი ნაკლებად მომეწონა ალბათ. ჩემი აზრით აჯობებდა, როგორც მთელი მოთხრობა გაშარჟებულია, ფინალიც რაღაც ისეთივე ჰქონოდა, გროტესკული და თან არალოგიკური, როგორღაც ნორმიდან ამოვარდნილი. ზუსტად ვერ ვხედავ ფინალს, მაგრამ ცოტა სხვა მიმართულება ალბათ უფრო აჯობებდა. სამსახურშიც კი რამდენჯერმე გამახსენდა ეს ნაწერი :) არაა რაც დაგიწერე, შენიშვნა, მაგრამ ფინალს რაღაც აკლია ჩემ თვალში და მაინც ბოლომდე ვერ ვხვდები რა :) გუშინდელს აქეთია ვფიქრობ ამ მოთხრობაზე. მეფიქრებოდა, რა არ მეყო მეთქი და ბოლოს მივხვდი: ტრაგიკული ფინალი ნაკლებად მომეწონა ალბათ. ჩემი აზრით აჯობებდა, როგორც მთელი მოთხრობა გაშარჟებულია, ფინალიც რაღაც ისეთივე ჰქონოდა, გროტესკული და თან არალოგიკური, როგორღაც ნორმიდან ამოვარდნილი. ზუსტად ვერ ვხედავ ფინალს, მაგრამ ცოტა სხვა მიმართულება ალბათ უფრო აჯობებდა. სამსახურშიც კი რამდენჯერმე გამახსენდა ეს ნაწერი :) არაა რაც დაგიწერე, შენიშვნა, მაგრამ ფინალს რაღაც აკლია ჩემ თვალში და მაინც ბოლომდე ვერ ვხვდები რა :)
20. არმენ, შენც, ძმაო?:))) არმენ, შენც, ძმაო?:)))
19. გეთანხმები, ნეფერტარ, ბიბლიაშიც ასე არიან მოხსენიებულნი, მაგრამ ამ ტერმინმა დამამცირებელი დატვირთვა ბევრად მოგვიანებით შეიძინა, ჩემი ვარაუდით დაახლოებით შექსპირის თანამედროვე ეპოქაში, ან უფრო ადრეც, ზუსტად ვერ გეტყვი. გეთანხმები, ნეფერტარ, ბიბლიაშიც ასე არიან მოხსენიებულნი, მაგრამ ამ ტერმინმა დამამცირებელი დატვირთვა ბევრად მოგვიანებით შეიძინა, ჩემი ვარაუდით დაახლოებით შექსპირის თანამედროვე ეპოქაში, ან უფრო ადრეც, ზუსტად ვერ გეტყვი.
18. იმის მიუხედავად, რომ გაგრძელებებად იწერებოდა, სხვადასხვა დროს, სავარაუდოდ სხვადასხვა განწყობით დაჯექი წერად, ერთი მთლიანი ორგანიზმია შენი მოთხრობა. თითქმის მთლიანად ჩამოყალიბებული ხელწერა, იუმორი, მოქნილი ფრაზები, ყველაფერი ადგილზეა მოკლედ და გილოცავ ასეთ მოთხრობას მოკლედ! ძალიან კარგი, მაგრამ ძალიან ცოტა იყო :) იმას კი ნუ მომთხოვ, რაც არ მომეპოვება, - შენიშვნებს ვგულისხმობ :) ოქრო ხარ! იმის მიუხედავად, რომ გაგრძელებებად იწერებოდა, სხვადასხვა დროს, სავარაუდოდ სხვადასხვა განწყობით დაჯექი წერად, ერთი მთლიანი ორგანიზმია შენი მოთხრობა. თითქმის მთლიანად ჩამოყალიბებული ხელწერა, იუმორი, მოქნილი ფრაზები, ყველაფერი ადგილზეა მოკლედ და გილოცავ ასეთ მოთხრობას მოკლედ! ძალიან კარგი, მაგრამ ძალიან ცოტა იყო :) იმას კი ნუ მომთხოვ, რაც არ მომეპოვება, - შენიშვნებს ვგულისხმობ :) ოქრო ხარ!
17. ”ურია” არც დამახინჯებული ტერმინია და არც ჟარგონი .ქალაქი -ჰური. ”ურია” არც დამახინჯებული ტერმინია და არც ჟარგონი .ქალაქი -ჰური.
16. ლუტეცია, სისულელე იქნებოდა ჩემგან შენი სიტყვების დაჯერება, მაგრამ მაინც უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის! ლუტეცია, სისულელე იქნებოდა ჩემგან შენი სიტყვების დაჯერება, მაგრამ მაინც უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის!
15. "დიდხანს მაწამებდნენ, მჭვრეტელთა საამოდ - ქანძი გაქმწყდა სირბილით. ბოლოს, სიმწრისგან, საკუთარი ხორცის გლეჯვა დავიწყე. მოწყურებულზე მესიამოვნა სისხლის გემო და ხარბად დავეწაფე. ამან ცოტა მომაღონიერა და ისევ დავერიე ტორეროებს. მერე ძალა გამომაცალა სისხლდენამ. დავეცი. ბოლოს კი, ისე მოვკვდი, იმპრესარიოს ერთხელაც არ დასჭირვებია დაშნის გამოყენება." რა კარგი ალეგორიაა შინაომებით და ურთიერთგაუტანლობით არაერთხელ დასუსტებული საქართველოსი.
შენი პროზა ყოველთვის საოცრად მსუბუქად და ადვილად იკითხება...
დიდი პროზაიკოსი ხარ შენ გიო და ჩემი მეგობარი რომ ხარ, ეს არაფერ შუაში არ არის ამ ჩემს განცხადებასთან. მეტ დაფასებას იმსახურებ შენ, ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ. :)
"დიდხანს მაწამებდნენ, მჭვრეტელთა საამოდ - ქანძი გაქმწყდა სირბილით. ბოლოს, სიმწრისგან, საკუთარი ხორცის გლეჯვა დავიწყე. მოწყურებულზე მესიამოვნა სისხლის გემო და ხარბად დავეწაფე. ამან ცოტა მომაღონიერა და ისევ დავერიე ტორეროებს. მერე ძალა გამომაცალა სისხლდენამ. დავეცი. ბოლოს კი, ისე მოვკვდი, იმპრესარიოს ერთხელაც არ დასჭირვებია დაშნის გამოყენება." რა კარგი ალეგორიაა შინაომებით და ურთიერთგაუტანლობით არაერთხელ დასუსტებული საქართველოსი.
შენი პროზა ყოველთვის საოცრად მსუბუქად და ადვილად იკითხება...
დიდი პროზაიკოსი ხარ შენ გიო და ჩემი მეგობარი რომ ხარ, ეს არაფერ შუაში არ არის ამ ჩემს განცხადებასთან. მეტ დაფასებას იმსახურებ შენ, ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ. :)
14. კომენტატორთა უმეტესობა ნაცნობი და საყვარელი ადამიანია ჩემთვის...
მათაც ასევე ვუყვარვარ, მჯერა...
ალბათ ვერ მიმეტებენ კრიტიკისთვის...
მე ხომ ვიცი, რომ შესრულება საკმაოდ მოიკოჭლებს აქ...
თუმცა ის მართლა ძალიან მახარებს რომ შინაარსობრივად არავინ მედავება ამ მოთხრობაზე...
უზომოდ მიყვარხართ ყველა...
კომენტატორთა უმეტესობა ნაცნობი და საყვარელი ადამიანია ჩემთვის...
მათაც ასევე ვუყვარვარ, მჯერა...
ალბათ ვერ მიმეტებენ კრიტიკისთვის...
მე ხომ ვიცი, რომ შესრულება საკმაოდ მოიკოჭლებს აქ...
თუმცა ის მართლა ძალიან მახარებს რომ შინაარსობრივად არავინ მედავება ამ მოთხრობაზე...
უზომოდ მიყვარხართ ყველა...
13. გამოგყევით თავიდან ბოლომდე. კარგი თხრობა გაქვთ, იუმორიც მომწონს. მშვენივრად ეხმაურებით თანამედრვეობის აქტუალურ თემებს. გამოგყევით თავიდან ბოლომდე. კარგი თხრობა გაქვთ, იუმორიც მომწონს. მშვენივრად ეხმაურებით თანამედრვეობის აქტუალურ თემებს.
12. მეც ვუერტდები იმათ ვისაც მოეწონა, შენიშვნად კი იმას ვიტყვი, რომ მარატონზე მორბენალი რომ სპრინტერის სიჩქარიტ დარბის ისეტი შთაბჭდილება დამღცა და არ ვიცი კარგია ეს თუ არა, ამიტომ შენიშვნას კი არა თვალსი მომხვდა მეტქი ასე ვიტყვი, კი გაგღზელდა ამბავი სამი წელი , მაგრამ Dრე ერტი რომ იმ სამი წლის ხელა იყო ფაქტია:) თუმცა ეგ ავტორს თვითონვე დაუწერია ტავსი და ვეტანხმები მეც. მოკლედ; ბევრი პრობლემების საცვსე ხურჯინი აჰკიდე ერტტბაშად პატარ ჩოკინას და , მუხლგაუმაგრებელი არ დასცეს მეტქი სიმძიმემ ძირს, ამის ტქმა მინდოდა:) წარმატებებს გისურვებ პილიგრიმ:) მეც ვუერტდები იმათ ვისაც მოეწონა, შენიშვნად კი იმას ვიტყვი, რომ მარატონზე მორბენალი რომ სპრინტერის სიჩქარიტ დარბის ისეტი შთაბჭდილება დამღცა და არ ვიცი კარგია ეს თუ არა, ამიტომ შენიშვნას კი არა თვალსი მომხვდა მეტქი ასე ვიტყვი, კი გაგღზელდა ამბავი სამი წელი , მაგრამ Dრე ერტი რომ იმ სამი წლის ხელა იყო ფაქტია:) თუმცა ეგ ავტორს თვითონვე დაუწერია ტავსი და ვეტანხმები მეც. მოკლედ; ბევრი პრობლემების საცვსე ხურჯინი აჰკიდე ერტტბაშად პატარ ჩოკინას და , მუხლგაუმაგრებელი არ დასცეს მეტქი სიმძიმემ ძირს, ამის ტქმა მინდოდა:) წარმატებებს გისურვებ პილიგრიმ:)
11. კარგი იყო პილიგრიმ...:-* ისე ჩქარ-ჩქარა ყვები...ისეთი თავპირისმტვრევით გარბიხარ...ძლივას მოგსდევდი და ზოგიერთ ამბავს გადავახტი გაუაზრებლად...:) მაგრამ კარგად გადადიხარ ერთიდან მეორე მოქმედებაში...ისე კარგად რომ გადაბმის ადგილი არც კი ეტყობა... თხრობა ლაღი, თავისუფალი...მე მიყვარს ასეთი თხრობა მარტივი, სალაპარაკო ენით...შეცდომები თავისთავად უამრავია ალბათ, არც მიმიქცევია ყურადღება, ისეთი ინტერესით მოგყვებოდი...:) სრულიად გეთანხმები "უაზრო ომის" თემაზე და აზრობრივად ყველაფერში კიდევ, რაც ხდება აქ..."დაღლილი ვირების ქვეყანაში"...:)
შენგან ძალიან კარგი ავტორი დადგება ვფიქრობ, თუ მიშა რატიანთან გაარჩევ მოთხრობას...:)) ბევრს მოიგებ, ბევრს ისწავლი კიდევ...:-* 555555555
კარგი იყო პილიგრიმ...:-* ისე ჩქარ-ჩქარა ყვები...ისეთი თავპირისმტვრევით გარბიხარ...ძლივას მოგსდევდი და ზოგიერთ ამბავს გადავახტი გაუაზრებლად...:) მაგრამ კარგად გადადიხარ ერთიდან მეორე მოქმედებაში...ისე კარგად რომ გადაბმის ადგილი არც კი ეტყობა... თხრობა ლაღი, თავისუფალი...მე მიყვარს ასეთი თხრობა მარტივი, სალაპარაკო ენით...შეცდომები თავისთავად უამრავია ალბათ, არც მიმიქცევია ყურადღება, ისეთი ინტერესით მოგყვებოდი...:) სრულიად გეთანხმები "უაზრო ომის" თემაზე და აზრობრივად ყველაფერში კიდევ, რაც ხდება აქ..."დაღლილი ვირების ქვეყანაში"...:)
შენგან ძალიან კარგი ავტორი დადგება ვფიქრობ, თუ მიშა რატიანთან გაარჩევ მოთხრობას...:)) ბევრს მოიგებ, ბევრს ისწავლი კიდევ...:-* 555555555
10. რაც შეეხება აბ ყბადაღებულ თემას, ზოგი მხოლოდ იმიტომ რომ უქნევს თავს, აქაოდა, ქაჯად არ ჩამთვალონო, ზოგსაც კარიერაში "დასტოპსიგნალების" ეშინია, სიმართლეს კი კაციშვილი არ ან ვერ უსწორებს თვალს... ჰოდა, აღნიშნულ თემაზე ჩემს არცთუ "პრადვინუტ" აზრსაც მოგახსენებთ, არაა ეს ჩვენი და გინდა თუ არა შეისისხლხორცეო, რომ გვაძალებენ, ქართულ მითოლოგიას გადავხედოთ, ბატონო, ზე თუ ქვეცნობიერის საწყისს, ვერსად იპოვით თანამედროვე ლგბტ-ს არქაულ შესატყვისს, კავკასიაა ეს და მას კაცობის სხვა კოდექსი ჰქონდა და იმიტომ... არავის ვერჩი, არავიზე ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ, უნიჭო-უტვინოს, ლექსიკურ მარაგში "ნუ"-ს და "რაა"-ს მეტი სიტყვა ძნელად რომ მოეპოვება, ცხვირწინ მხოლოდ იმიტომ რომ მიპიარებენ, რომ სექსუმცირესობის წარმომადგენელია, ეს არაა პროპაგანდა და ამით მაგალითად, ჩემს ჯერჩამოუყალიბებელ მსოფლმხედველობის მქონე შვილზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება? თუ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებაა, ვითომ, მე რატომ არ მაქვს უფლება განსხვავებული აზრი მქონდეს და ლგბტ-ს საგულშEმატკივრო ამ "ირიპია ვარხალალოში" არ ვმონაწილეობდე? (ბებიაჩემმის საყვარელი გამოთქმა იყო "ირიპია" და მასოვკაში გაუაზრებელ მონაწილეობას ნიშნავდა...)
პილიგრიმის მოთხრობაში თავისუფალი აზროვნება და ერთ თარგზე მოუჭრელობა დავინახე, როგორც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონეთა, ასევე, სასულიერო პირთა კრიტიკაც და ეს ჯანსაღი აზროვნება მომეწონა ყველაზე მეტად!!!
რაც შეეხება აბ ყბადაღებულ თემას, ზოგი მხოლოდ იმიტომ რომ უქნევს თავს, აქაოდა, ქაჯად არ ჩამთვალონო, ზოგსაც კარიერაში "დასტოპსიგნალების" ეშინია, სიმართლეს კი კაციშვილი არ ან ვერ უსწორებს თვალს... ჰოდა, აღნიშნულ თემაზე ჩემს არცთუ "პრადვინუტ" აზრსაც მოგახსენებთ, არაა ეს ჩვენი და გინდა თუ არა შეისისხლხორცეო, რომ გვაძალებენ, ქართულ მითოლოგიას გადავხედოთ, ბატონო, ზე თუ ქვეცნობიერის საწყისს, ვერსად იპოვით თანამედროვე ლგბტ-ს არქაულ შესატყვისს, კავკასიაა ეს და მას კაცობის სხვა კოდექსი ჰქონდა და იმიტომ... არავის ვერჩი, არავიზე ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ, უნიჭო-უტვინოს, ლექსიკურ მარაგში "ნუ"-ს და "რაა"-ს მეტი სიტყვა ძნელად რომ მოეპოვება, ცხვირწინ მხოლოდ იმიტომ რომ მიპიარებენ, რომ სექსუმცირესობის წარმომადგენელია, ეს არაა პროპაგანდა და ამით მაგალითად, ჩემს ჯერჩამოუყალიბებელ მსოფლმხედველობის მქონე შვილზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება? თუ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებაა, ვითომ, მე რატომ არ მაქვს უფლება განსხვავებული აზრი მქონდეს და ლგბტ-ს საგულშEმატკივრო ამ "ირიპია ვარხალალოში" არ ვმონაწილეობდე? (ბებიაჩემმის საყვარელი გამოთქმა იყო "ირიპია" და მასოვკაში გაუაზრებელ მონაწილეობას ნიშნავდა...)
პილიგრიმის მოთხრობაში თავისუფალი აზროვნება და ერთ თარგზე მოუჭრელობა დავინახე, როგორც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონეთა, ასევე, სასულიერო პირთა კრიტიკაც და ეს ჯანსაღი აზროვნება მომეწონა ყველაზე მეტად!!!
9. თუ შეფაკლულმა ლოყებმა საწყისი ფერი დაიბრუნეს, თავიდან მოუწევთ შეფაკლვა ))
ძალიან მომწონს შენი მოთხრობები ) თუ შეფაკლულმა ლოყებმა საწყისი ფერი დაიბრუნეს, თავიდან მოუწევთ შეფაკლვა ))
ძალიან მომწონს შენი მოთხრობები )
8. ეპოქა იგრძნობა სულ შენს ნაწერებში.
ადრეც მითქვამს- გროტესკი კარგად გამოგდის.
ფინალი იყო განსაკუთრებულად კარგად შესრულებული (ფინალური ნაწილიც და ამ თავის ფინალური ფრაზებიც)- ნამიბიელი მეგამათხოვრის სამშობლოში დაბრუნების შთამბეჭდავი სცენით.
და რა მსუბუქად იკითხებოდა- თავიდან ბოლომდე:)
ეპოქა იგრძნობა სულ შენს ნაწერებში.
ადრეც მითქვამს- გროტესკი კარგად გამოგდის.
ფინალი იყო განსაკუთრებულად კარგად შესრულებული (ფინალური ნაწილიც და ამ თავის ფინალური ფრაზებიც)- ნამიბიელი მეგამათხოვრის სამშობლოში დაბრუნების შთამბეჭდავი სცენით.
და რა მსუბუქად იკითხებოდა- თავიდან ბოლომდე:)
7. კარგია , დღევანდელობა შეულამაზებლად. დავუცდი ახალს კარგია , დღევანდელობა შეულამაზებლად. დავუცდი ახალს
6. მგონია ცოტათი გადააჭარბეთ პირველ ნაწილში
ისიც მგონია, რომ სასიამოვნოდ წერთ
და ისიც, რომ სიამოვნებით დავუცდი სხვა პროზას =) მგონია ცოტათი გადააჭარბეთ პირველ ნაწილში
ისიც მგონია, რომ სასიამოვნოდ წერთ
და ისიც, რომ სიამოვნებით დავუცდი სხვა პროზას =)
5. ასეთ დროს ალბათ დუმდებიან, ლოყებშეფაკლული ობიექტები:))) ასეთ დროს ალბათ დუმდებიან, ლოყებშეფაკლული ობიექტები:)))
4. პილიგრიმო ძალიან მომწონხარ შენი შემოქმედებიან-პიროვნებიანად. ალბათ ჩემგან მთლად მართებული არაა შენი ქება-დიდება,(შენც იცი რომ ვერიდები ხოლმე) მაგრამ მართლა ძალიან კარგად წერ და არ შემიძლია არ აღვნიშნო. ყოველ მომდევნო ნაწერზე გეტყობა შემოქმედებითი ზრდა.. ასე გააგრძელე გიო!! მიხარიხარ პილიგრიმო ძალიან მომწონხარ შენი შემოქმედებიან-პიროვნებიანად. ალბათ ჩემგან მთლად მართებული არაა შენი ქება-დიდება,(შენც იცი რომ ვერიდები ხოლმე) მაგრამ მართლა ძალიან კარგად წერ და არ შემიძლია არ აღვნიშნო. ყოველ მომდევნო ნაწერზე გეტყობა შემოქმედებითი ზრდა.. ასე გააგრძელე გიო!! მიხარიხარ
3. ქალბატონო თამარ, როგორც ჩანს კარგად გვესმის ერთმანეთის...
გულწრფელად გმადლობ! ქალბატონო თამარ, როგორც ჩანს კარგად გვესმის ერთმანეთის...
გულწრფელად გმადლობ!
2. გენაცვალე პილიგრიმო, ფეხის წვერზე რომ დაიკიდე ყველანაირი "ანტი" და მმკ (მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი) და რასაც ფიქრობდი ერთზეც და მეორეზეც ის რომ დაწერე, ყოველგვარი ენჯეოშნიკური ნორმების გაუთვალისწონებლად!!! მშვენიერად წერ, ლაღი და ნამდვილი იუმორი გაქვს, არა ისეთი, ქლაბ შოუს "ცოცხი შეგიჭამეს" მსგავსი! ტიპაჟებიც ისეთები გყავს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ შეხვდები... ჰო, სწორედ ასეთები ვართ, "ზატო" ევროპაში გვინდებლარიენ, თან ნამეტნავად... ირონია- სარკაზმის საკმაზიც ზომიერია, არსად "გადაგიმლაშებია"... სიტყვათქმნადობაც მოგიწონე, კარგად გამოგდის, მაგ: საკურტიზანქალოდ... ერთ-ორ ადგილას კორექტურას მიაქციე ყურადღება და ეგ არის!!! 555 გენაცვალე პილიგრიმო, ფეხის წვერზე რომ დაიკიდე ყველანაირი "ანტი" და მმკ (მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი) და რასაც ფიქრობდი ერთზეც და მეორეზეც ის რომ დაწერე, ყოველგვარი ენჯეოშნიკური ნორმების გაუთვალისწონებლად!!! მშვენიერად წერ, ლაღი და ნამდვილი იუმორი გაქვს, არა ისეთი, ქლაბ შოუს "ცოცხი შეგიჭამეს" მსგავსი! ტიპაჟებიც ისეთები გყავს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ შეხვდები... ჰო, სწორედ ასეთები ვართ, "ზატო" ევროპაში გვინდებლარიენ, თან ნამეტნავად... ირონია- სარკაზმის საკმაზიც ზომიერია, არსად "გადაგიმლაშებია"... სიტყვათქმნადობაც მოგიწონე, კარგად გამოგდის, მაგ: საკურტიზანქალოდ... ერთ-ორ ადგილას კორექტურას მიაქციე ყურადღება და ეგ არის!!! 555
1. სამუშაო რომაა და კონკრეტულ ეპიზოდებს განვრცობა სჭირდება მაგი ქე ვიცი:)) ყველაზე ყურადღებით სწორედ ახლა მოვეკიდები თქვენს კომენტარებს და ნებისმიერს გავითვალისწინებ, რომელიც გონივეულად მომეჩვენება. პედარასტი _ მამათმავალი, იეღოველი _ იეჰოვას მოწმე, მათხოვარი _ გლახაკი... მსგავს შენიშვნებს არ ვართ:))) სამუშაო რომაა და კონკრეტულ ეპიზოდებს განვრცობა სჭირდება მაგი ქე ვიცი:)) ყველაზე ყურადღებით სწორედ ახლა მოვეკიდები თქვენს კომენტარებს და ნებისმიერს გავითვალისწინებ, რომელიც გონივეულად მომეჩვენება. პედარასტი _ მამათმავალი, იეღოველი _ იეჰოვას მოწმე, მათხოვარი _ გლახაკი... მსგავს შენიშვნებს არ ვართ:)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|